ეს ქოცია
და ის კი ნაცია,
გადაირია მთელი ნაცია?!
მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო
ერთი უბრალო კაცია.
გავიდა ერთხელ მიტინგზე,
არც აცხელა,
არც აცია;
ყურის დაგდება უნდოდა,
მაგრამ ხალხს გაუტაცნია.
რა ქნას ბატონმა პაოლომ?
ერთი უბრალო კაცია.
გამორჩეულად არასდროს
არც ახურავს, არც აცვია;
და მოუწია მიტინგზე
პოლიტიკური აქცია;
სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს
შეიქნა გაწა - მაწია. . .
დაფიქრდა ჩვენი პაოლო,
არცთუ სულელი კაცია;
დასძახა: მარჯვედ იდექით!
ნუ კი იქნებით ცაცია!
გულზე მჯიღიც კი დაირტყა -
სამშობლომ გმირად აქცია.
და მერე?
მერე ის მოხდა:
ღამემ დღე გადააქცია. . .
მაგრამ პაოლო ჯერ ისევ
იდეებს გაუტაცია. . .
ბევრი იფიქრა,
არც ძილი,
ჩაიც კი მთლად გააცია. . .
მოადგნენ, დაინტერესდნენ:
ვინ არის? ვისი კაცია?
დგას და თავსაც კი იმართლებს,
სიტყვები არ გააცია;
მხოლოდ სიტყვა ვთქვი,
რა მერე?
დამადგა დელეგაცია;
მე ხომ დიდება არ მინდა,
არც ტაში, არც ოვაცია!
დატოვეს გაოცებული,
არც დარჩა რამ რეაქცია. . .
და ახლა ისევ მარტოა,
სადღაც შორს დარჩა აქცია.
რა ქნას? რა უყოს? ასეა:
ერთი უბრალო კაცია.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია