ჩვენ აქციებით უნდა ვაჩვენოთ ევროპას რომ გვინდა ევროპა, ხოლო ხელისუფლებამ აქციებზე ადეკვატური მოქცევით. ალბათ ესაა მიზანი. დღეს ევროპისკენ მიმართული პირველი აქცია შედგა, ორ დღეში კიდევ ერთი აქცია იქნება და კიდევ ორ დღეში, ოპოზიციური დიდი აქციაც შედგება. მოკლედ, წრეზე ვტრიალებთ და გასასველი ევროპისკენ ჯერ კიდევ არ ჩანს. მსოფლიო მთავარი ამბავი კვლავ უკრაინის ომია, რომელმაც ეს ევროგზა ააჩქარა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9358 ლარია.
კოვდამბავი - 20 ივნისიდან, სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება, რამეთუ კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა - ახლა წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ.
აქციები ევროპისკენ - ნათია მეზვრიშვილი - შავით თეთრზე წერია: „რუსეთთან კავშირების მქონე ერთადერთი ოლიგარქი“, ეს რეზოლუციაში ჩაიწერა და ვეღარ ამოიშლება - ამით „ოცნების“ ელექტორალური რღვევა დაწყებულია. პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში დღეს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებას შეუერთდა. მიხეილ დაუშვილი - ერთმა 20 ივნისის გარდა სხვა თარიღი ვერ მოიფიქრა, მეორე ამას ვერ შეეგუა - „20 ივნისს თუ აქცია გაიმართება, მეც რაღაც ალტერნატიული მჭირდება". სანდრო რაქვიაშვილი - სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად „ნაცების" და „ქოცების" აქცია - ჩვენ გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ. დავით სერგეენკო - დაგეგმილი აქციები არასწორი მგონია - გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან მოძახილი მოწოდებებით იმართოს, რაც არასწორია. პარტია „ხალხისთვის“ თბილისში დაგეგმილ ორივე დემონსტრაციას შეუერთდება. ანა ნაცვლიშვილი - მთავარია, რომ მოქალაქეები ერთ აქციაზე მაინც აუცილებლად მოვიდნენ - ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება საქართველოს და ევროკავშირის დროშები. "ლელოს" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება. გიორგი ვაშაძე - კობახიძე გუშინ გამოვიდა და 12-გზის მოიტყუა - ღმერთი ნუ გაგიწყრებათ, ამ უზარმაზარ შესაძლებლობას არ აგვაცდინოთ. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს იქნება და მანამდე, საზოგადოება რაც შეიძლება მეტ აქციაზე უნდა შეიკრიბოს. რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი დღესვე უნდა გამოსცეს, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ შეკრებას აზრი ჰქონდა. გიგა ბოკერია - ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობით საზოგადოების გაურკვევლობაში დატოვება მცდარ ნაბიჯად მიგვაჩნია - ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე. კახა ქემოკლიძე - არსებობს 80%-იანი რისკი, რომ ჩავრჩეთ სამხრეთ- კავკასიურ კლასტერში, როცა წლინახევრის წინ „ასოცირებულ ტრიოში“ ვიყავით ჩემპიონები. ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში - დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მამუკა ხაზარაძე - საქართველოს მოქალაქეები უნდა იდგნენ ერთად, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ამიტომ ვარ ევროპის მოედანზე იმ ელჩებთან ერთად, რომელთა სახელმწიფოებმაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ევროპის მოედანზე, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე კელი დეგნანი, კარლ ჰარცელი, დიეგო კოლასი და ჰუბერტ ქნირში მივიდნენ. დავით ბერძენიშვილი - დღეს ბევრი ხალხი რომ არ იქნებოდა, გასაგებია, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ არის ელექტორალური ფიგურა, "ნაცები" არ მოდიან, "ქოცები" არ მოდიან, ვინც არა "ნაც-ქოცი" ვართ, ისინიც კანტიკუნტად მოვედით. ამ ხელისუფლებამ აუტსაიდერად გვაქცია, სამეულიდან გაგდება გვემუქრება - გამოკვეთილად პირველია უკრაინა, მეორე - მოლდოვა და ვებღაუჭებით, რომ მესამე ადგილიც თამაშდებოდეს. მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისის აქციაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევს. პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვაზე - პასუხი გაცემულია ამ საკითხზე, არ არის საჭირო, გავიმეორო. ეკა ბესელია - ევროპის მოედანზე უყოყმანოდ მოვედი, რათა ვაჩვენოთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ, ცივილიზებულ ოჯახში. სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას არ დაესწრება. პრეზიდენტი - ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას - დღეს არჩეული თარიღი, არავისთან შეჯიბრი არ იყო. თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით, ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს. მამუკა ხაზარაძე - არ მინდა ის სცენარი დავუშვა, რომ შეიძლება აღმოვჩნდეთ "ტრიოს" მიღმა - რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, ცოტა შოკის მომგვრელია, ჩვენ არ ვართ სხვა გეოპოლიტიკა, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. კარლ ჰარცელი - ჩვენ ველოდებით, რომ ერთ კვირაში ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება. ჰუბერტ ქნირში ევროპის მოედანზე - ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ომში ფიზიკური ჩაბმა კი არა, მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა გვევალება - ნარატივი: „ომი გინდათ?!“ არის აბსურდული, რადგან ომი პუტინის გარდა, არავის უნდა მსოფლიოში. ნინო ლომჯარია - დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით, მაშინ, როდესაც წლების წინ პირიქით იყო, საქართველო იყო მოწინავე - ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები. ირაკლი ჩიქოვანი - მე არ ვიცნობ საქართველოს ერთ მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია ერთიანობის გამომხატველია და მიმართულია ევროპაში ინტეგრაციისკენ. სალომე სამადაშვილი - თუ საუბარია, რატომ არ იყო ხალხმრავლობა დღევანდელ აქციაზე, ალბათ, იმიტომაც, რომ დამაბნეველია - დამაბნეველია პრეზიდენტის გზავნილი, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ივანიშვილის გარშემო, ჯებირები შევქმნათ.
სანქციები და ბორჯომი - ელენე ხოშტარია - სახელმწიფომ შეისყიდა „ბორჯომის“ წილის 7.73% , ხოლო 49.99% დაუტოვა მიხეილ ფრიდმანს და პრაქტიკულად შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან. ეროვნული ბანკი - კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს.
სასამართლო საავადმყოფოში - მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 27 ივნისისთვის გადაიდო.
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
„საქსტატი“ - 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 190.3 ლარით გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. არჩილ თალაკვაძე - ევროპის საბჭოს CPT-ის დასკვნა არის იმ რეფორმების პირდაპირი და პოზიტიური შეფასება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარდა.
საზღვარგარეთულები:
ომიდან ევროკავშირისკენ - ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა. ორი ამერიკელი მებრძოლის დატყვევებაზე ცნობების შემდეგ, აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. აშშ-ში აცხადებენ, რომ ქვეყნები, რომლებიც პუტინის მხარეს არიან, „ისტორიის არასწორ მხარეს“ იქნებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ლუგანსკში ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით გვიტევენ. ენტონი ბლინკენი - აშშ-სა და 40-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის დახმარება აძლიერებს უკრაინის პოზიციას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე გამარჯვებას და ამყარებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებების. ოლექსი რეზნიკოვი - მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია, ამ ხელმა უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს. რუსებმა დონეცკში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაჭრილები. გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს. დავით არახამია - რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ - მოვუწოდებ ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება არ იყოს. ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ. ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა. ხერსონში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები ავტომატურად რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 6 ადამიანი. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 32 950 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ემანუელ მაკრონი - ჩვენი ვიზიტი ერთიანობის გზავნილია, რომელსაც უკრაინელებს ვუგზავნით. რუმინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ოლაფ შოლცი - დახმარება, რომელსაც უკრაინას ვუწევთ, ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე იარაღით, გაგრძელდება იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა. ოლექსი რეზნიკოვი - ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი. რუსული მედია - რუსეთი სევეროდონეცკში მდებარე „აზოტის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის. ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და კლაუს იოჰანისი ირპინში იმყოფებოდნენ. დიმიტრი მედვედევი ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტზე - ისინი უკრაინას ევროკავშირის წევრობასა და ძველ ჰაუბიცებს დაჰპირდებიან, „გორილკით“ გაილეშებიან და შინ მატარებლით დაბრუნდებიან ისე, როგორც 100 წლის წინ. ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ოლაფ შოლცი - ირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ. მარიო დრაგი ირპინში ვიზიტის შემდეგ - ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. ემანუელ მაკრონი - ჩვენ ვნახეთ ბარბაროსობის კვალი, უკრაინამ უნდა შეძლოს გამარჯვება. დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სირიის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მიესალმება. ემანუელ მაკრონი - ოთხივე ქვეყანა მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს, რასაც მოჰყვება საგზაო რუკა - ასევე, დასავლეთ ბალკანეთისა და სამეზობლოს, განსაკუთრებით მოლდოვის ვითარების მხედველობაში მიღება. ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს უჭერს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისთვის, მათ შორის მოლდოვისთვის. რუმინეთის პრეზიდენტი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
ნოემბერი 4, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Carter Nate_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 1:31pm
0 კომენტარი
0 მოწონება
尽管分析猎鹰队本赛季的表现,但很难不注意到他们在季后赛对手面前的糟糕战绩。即使他们在对阵华盛顿的比赛中打出了半场或对阵明尼苏达的前三节表现出色,他们最终还是会崩盘。防守漏洞和失误让他们在对阵明尼苏达的比赛中败北。拉希姆·莫里斯的战术指导失误自然占据了所有头条。然而,糟糕的擒抱和移动安全问题,尤其是在关键时刻的失误,才是导致他们无法取得关键胜利的根本原因。无论是红区内漫不经心的犯规导致本应达阵的进攻功亏一篑,还是后防线上的糟糕沟通 …
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია