მათ გადაიარეს ცა პირამიდების ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები, კვლავ საით მიდიან?"..
ამ სტრიქონებში, ალბათ, თეთრი უკვდავება სუფევს... ოთხი უფერული კედელი და მოჭრიალე უგემოვნო კარი საკლასო ოთახისა, ვერაფრით მიმხვდარა, რომ აქ, ახლა, დიდმა მყუდროებამ უნდა დაისადგუროს. აქ, ჩემს აღსაზრდელებს, ზამბახებისა და ფურისულების წყებას, ანას სტრიქონ-მარგალიტები უნდა წავუკითხო და... ეს გაკვეთილი როგორ მინდა ჰგავდეს სრულყოფილ სონეტს, ან დიდებული პოემის პროლოგს, ან სიტყვაკაზმულ ლირიკულ პროზას... "... გადაიარეს ცა პირამიდების..." მიდიან, "მიდის" გაკვეთილიც, გრძელდება და ეს ემსგავსება ერთიან სვლას წარსულის მიუწვდომელი მწვერვალებიდან აწმყოსა და მომავლისაკენ და... ანას ლექსში, ყველაფერს, დროთა კავშირის ელფერი დაჰკრავს. "მიდიან..." კონკრეტული შორეული წარსულიდან აწმყოსაკენ, მიემართება ღრუბელი, გასულიერებული, ძველი ეგვიპტისა და მცირე აზიის გადასახედიდან და აჰა, ქართულ მინდვრებს უახლოვდება, "მიდიან"... და მიაქვთ, ხეთის მიდიის, ზღაპრული ურარტუს სევდა... ეგვიპტის, ფარაონ ეხნატონის ცის ხატება, პირამიდის სახით მზის ხატი რომ შექმნა.
"რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან,
ღრუბლები... კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი... მიდიან..."
ალბათ, ღრუბელი დროის სიმბოლოა... ალბათ, ღრუბელი მარადიული მოძრაობისა და ცვალებადობის ხატია... ალბათ, სილამაზეა, უპირველეს ყოვლის... და ჩვენ... მე, ბავშვები და სკოლა... ჩვენც "მივაბიჯებთ", ამ ყველაფერთან ერთად... ანას ღრუბლები... ჩვენი impression-ღრუბლები და რეალური თეთრქულა ღრუბლები... გ ა ს ა მ ე ბ უ ლ ნ ი, მზეს ვადიდებთ, პოეზიის გამოუცნობ სიმებს ვეხებით... სადღაც... "შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა"-მიმართავს გენიალური ვაჟა-ფშაველა ქართულ ფოლკლორს "ა, ის ღრუბელნი მიყვარან"... - პასუხობს ისიც და... ჩვენც გვიყვარს: ანას "ღრუბლები", ვაჟა-ფშაველასა და ხალხური პოეზიის ღრუბლები, ჩვენი სამშობლოს თეთრქულა ღრუბლები, რომლებიც, მარადიულად, სადღაც მიდიან...
ქალბატონი ლამარა
167-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ჩემი ღრუბლები გამახსენდა: http://www.qwelly.com/profiles/blogs/clouds :)
მადლობა tamo!
არაფერს ლაშიკო, ძალიან ლამაზი ღრუბლებიააა! :)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია