იგი ფოთლებით მოფენილ ხეივანში მედიდურად დააბიჯებდა...

      გულში ჩაეხუტებინა გახუნებული, ძველი წიგნაკი და თავადაც ძველი წიგნის ჰარმონიული სურნელი ასდიოდა. სიძველისგან დაცრეცილი ფურცლების გადაკითხვას მოჰყვა და ვინ იცის მერამდენედ დასთამაშებდა მისი მზერა ათასგზის ჩაკითხულ გვერდებს.

      მის გვერდით არავინ იყო... იდგა მხოლოდ სიჩუმე... არა სიცოცხლით სავსე, არამედ სამარისებური სიჩუმე.

      იგი   დროს აკვირდებოდა. ითვლიდა რამდენჯერ მოკვდა, რამდენჯერ მოკლეს... და აი, ახლა, იგი იჯდა ყვითელი ფოთლებით მოფენის ხეივანში და ვინ იცის ამჯერად რას უპირებდა საკუთარ თავს.

      იდგა სიჩუმე! იდგა დრო... იდგა დრო და მარადისობა.

      იდგა მოძრაობა!

      იდგა სამყარო!

      ერთ ადგილზე იდგა ყველაფერი.

      იგი დროს აკვირდებოდა შეშლილი თვალებით. ხვდებოდა, რომ სხვებს არ ჰგავდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ფლობდა იმას, რისი  დანახვა და გაგება სხვებს არ შეეძლოთ.

      იგი გრძნობდა, რომ დრო ქედს იდრეკდა მის წინაშე.

      თანდათან წყინდებოდა კიდევაც "ყოფნა".

      იგი ხვდებოდა რა იყო უკვდავება...

      შორს, უძრავ წერტილს მიაშტერდებოდა შეშლილი თვალებით და თავისთვის იღიმოდა რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე.

      ეს იყო მეფური ღიმილი.

      მან გაიგო მარადისობა... ეს მისთვის აღარ იყო აბსტრაქტული ცნება...რადგან მარადისობა იდგა მის წინაშე და ქედს იდრეკდა...

      და იგი მარადისობაში დააბიჯებდა მედიდურად... დააბიჯებდა და შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ხოცავდა ფეხქვეშ...

      იდგა სიჩუმე და იდგა წამი.

      დროც ჯიუტად იდგა მის წინაშე და  ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან .

      ქროდა ქარი;

      იყო ღამე;

      იყო დრო...

      და რადგან მოვიდა დრო, მან აიღო კალამი და წერა დაიწყო...

      გარეთ კვლავ გაშეშდა დრო ადგილზე...

      იქვე, ახლოს კი თასი იდგა ჭინკებით სავსე...

      გარეთ თავგამეტებით ღმუოდა ქარი და ფოთლების, გამხმარი ფოთლების სურნელი ტრიალებდა ჰაერში...

      მასთან გაჩნდნენ უკუნეთი და მარადისობა.

      იქვე იდგა ქარიანი სიჩუმეც...

      რადგან იყო დრო, კალამი, სიჩუმე ქარიანი და იგი იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო მან დაწერა უბრალოდ და მარტივად...

      "ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის..."

      მისი თვალები იყო შფოთიანი და გიჟური. მისი თვალები იყო ისეთი, როგორიც მხოლოდ მას ჰქონდა.

      მისი თვალები იყო გალაკტიონისფერი...

      და ისევ იდგნენ: მარადისობა და სამყარო და იღიმოდა ღმერთი!!!

ნახვა: 311

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გალაქტიონი, დრო, დღიური, ლექსი, მარადისობა, უკუნეთი, ქარი, ქროლა, მეტი...ღმერთი, წამი

ლაშა: ნოემბერი 25, 2013||1:08am

ჰოოო, ეგ ლექსი ბევჯერ მომისმენია, ბევრჯერ წამიკითხავს, ბევრჯერ დავუფიქრებივარ... 

საინტერესო იყო... მომეწონა გალაქტიონის მარადისობის მიღმიერობა :) 

ცისია: ნოემბერი 25, 2013||1:44am

))))

მერი მაღლაკელიძე: ნოემბერი 25, 2013||11:01am

ყველა ლექსი სხვადასხვა ემოციას შეიცავს... როგორ სიტუაციასაც მიგითითებს ისეთში გადადიხარ ხოლმე...ემოციური და ღრმააზროვანი პოეზია აქვს...შეუძლებელია არ აღმოჩნდე მისი გავლენის ქვეშ...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters