თამარ აბაკელია

1.09.1905 – 14.05.1953

მოქანდაკე, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი

თამარ აბაკელია დაიბადა 1905 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ხონში. ბავშვობა მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაატარა, რადგან მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ძირითადად ხონში, ქუთაისსა და ბათუმში უწევდა ცხოვრება. სწორედ ბათუმში მიიღო საშუალო განათლება. აქვე მოეწყო პირველად სამხატვრო სტუდიაში მხატვარ ვ. ილუშინის კლასში.

1920-1923 წლებში სწავლობდა ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში.

1923-1929 აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. იგი პირველი ქალი მოქანდაკე იყო ქართველებს შორის. აკადემიაში მას ხელოვნების ისეთი ცნობილი მოღვაწეები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ი. შარლემანი (ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია), ე. ლანსერე (კომპოზიცია), ი. ნიკოლაძე და ნ. კანდელაკი (ქანდაკება). 

გამოფენებში 1927 წლიდან იღებდა მონაწილეობას.

1930 წლიდან იგი იყო ,,სარმას” წევრი.

1931 წელს მეუღლესთან-პოეტ კარლო კალაძესთან ერთად იმოგზაურა შუა აზიაში და შუააზიურ თემებზე შექმნა ნამუშევრები.

თამარ აბაკელია – კოლმეურნის ოჯახი

1933 წლიდან აბაკელია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა.

1938 წლიდან სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1942 წელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

1927 წლიდან მოყოლებული თამარ აბაკელია აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, თუმცა მისი პერსონალური გამოფენა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო 1954 და 1964 წლებში.

თამარ აბაკელია 1953 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თამარ აბაკელია – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია 

ნახვა: 1155

ტეგები: თეატრი, კინო, მოქანდაკე, მხატვრობა

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:28am

ყველა თამარი ნიჭიერი ყოფილა როგორც მივხვდით უკვე, ანუ თამოზეც ვიცით ერთი მნიშვნელოვანი ამბავი... ნიჭიერია, იუმორიეს გრძნობა აქვს, თავისი სახელი უყვარს... ვაა ხედავ უკვე რამდენი ვიცით? :დ

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:29am

ლაშა თუ რამის ჩამატება მოგინდა პოსტში აქა ვარ :) იმდენი ვიცი ამათზე აუცილებლად დაგეხმარები

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:31am

ლაშა, ანუ უკვე ლოდინის რეჟიმში ვიყო ხო? :))) tamuna ფაქტიურად შესწავლილი გყოლივარ ბოლომდე :D

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:37am

აბა როგორ, აბა როგორ :D

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:37am

თა _ მო ფაქტობრივად გაშიფრუუულ! :D 

tamuna რამდენიმე ცხოვრებისეული დეტალი... ამასთან ბლატაობა რომ მისი ნაცნობი ვარ და ნაცნობობასთან დაკავშირებული ამბები :D მის წარმომავლობას რომ არ შევეხო და ვიოლინოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას არც ეს გამოვა :D მოკლედ, ერთხელ შევჯერდეთ და კარგი რამე გამოგვივა :D 

ქველი მის თარგმანებსაც იცნობს, ასე რომ შედეგი იქნება საუცხოო! 

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:39am

წარმომავლობით დაიწყეთ, უფრო ეფექტური იქნება :D

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:40am

ლაშა რაღას მაწვალებ ადამიანო ამ თამარების ძებნით, ერთი გვერდით მყოლია და არ მცოდნია :)

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:41am

Qwerty კლავიატურას ესაჭიროება რბილი ნიშანი (ქართულ-მეგრული ურთიერთობების დასათბობად) და ვერ ისწავლეს ამ პროგრამისტებმა რა :D :D :D

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:42am

tamuna სადაც არ ელი, იქ ინახება ოქროო ხომ გაგიგია???

P.S. თუ მართლა გაგიგია მითხარი მეც, იმიტომ რომ მგონი მე მოვიფიქრე :D 

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:43am

tamuna შენ კიდე არ იცი რა დაკარგე ქველის შემოქმედებით საღამოზე რომ არ მოხვედი, რა შანში გაუშვი ჩემი გაცნობის :))) (ოხ ეს მეგრული ამპარტავნება და ეგრევე თავში ავარდნები :D)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters