თამარ ციციშვილი

თამარ ციციშვილი დაიბადა 1908 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 ქალთა სკოლა. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, პარალელურად კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება. 1932-1935 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. ახალგაზრდა მეცნიერმუშაკი, ხელოვნებთმცოდნე, თბილისის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტის ლექტორი, დილიდან საღამომდე საქართველოს ისტორიის მუზეუმში სიგელ-გუჯრებსა თუ პალიმფსესტებს ჩაჰკირკიტებდა.

თამარ ციციშვილს არ უფიქრია კინომსახიობობაზე, მაგრამ ეკრანის მიმზიდველმა ძალამ თავის ძირითად პროფესიაზე ხელი ააღებინა და ხალხის საყვარელ მსახიობად იქცა. ეს მოხდა 1936 წელს, როცა რეჟისორმა სიკო დოლიძემ იგი ფილმ ,,დარიკოში” მთვარ როლზე მიიწვია. კინოსურათს არაჩვეულებრივი წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი აღაფრთოვანა შესანიშნავი გარეგნული მონაცემებისა და იშვიათი მომხიბვლელობის მქონე დებიუტანტმა,რომელიც უნაკლო შესრულებით ღირსეულ პარტნიორობას უწევდა თეატრისა და კინოს ცნობილ ოსტატებს-ნ. ჩხეიძეს, ს. ზაქარიაძეს, შ. ღამბაშიძეს, ს. ჟორჟოლიანსა და სხვებს.


თ. ციციშვილმა შეძლო შეექმნა სრულყოფილი სახე სამართლიანობისათვის მებძოლი ქართველი რევოლუციონერი ქალისა და, ამავე დროს, სიმართლით გამოეხატა თავისი გმირის ღრმა ადამიანური გრძნობები, სოფლელი ქალიშვილის უბრალოება და სულიერი სიფაქიზე.


1936 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის კინოსტუდიაში მსახიობად. ამავე წელს თამარ ციციშვილმა მონაწილეობა მიიღო კ. მიქაბერიძის მოკლემეტრაჟიან ექსპერიმენტულ ფილმ ,,ქაჯეთში”, რომელიც რეჟისორული ოსტატობისა და გადაღების ტექნიკის მხრივ ქართული კინემატოგრაფიისთვის სრულიად ახალ მოვლენას წარმოადგენდა.
1950-1959 წლებში თამარ ციციშვილი იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1980 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ნახვა: 683

ტეგები: კინო, კონსერვატორია, მსახიობი, რეჟისორი

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:05am

და ეს ისევ მხოლოდ ჩვენ ორისთვის გამოვიდა tamo :)

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:13am

თა _ მო მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ვისი გორისანი ვართ :) (მადლობა შენ ერთგულებისთვის )

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:17am

მაგაში მართალი ხარ :) ჩემი იმედი გქონდეს,მადლობა ზედმეტია :) :)

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:17am

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი თამარები! :) 

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:21am

და შენნაირი ლაშიკოები თუ კაია :) (ცუდი არ იქნებოდა ისე :D)

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:25am

დედები თამარები იქნებიან, შვილები ლაშა–გიორგები და საქართველოც გაბრწყინდებაა :)

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:27am

თა _ მო ამდენი ლაშას გაძლება არ გინდა მერე? :D :D :D 

tamuna თამარი კიდევ ხო, მაგრამ ლაშა-გიორგებმა დაღუპეს ეს ქვეყანა :D 

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:29am

ლაშა, მერე და თამარებიც ხომ ბლომად ვიქნებით და ავიტანთ დამიჯერე :) მოდერნიზებული ლაშა-გიორგები იგულისხმა თამუნამ, ისეთები საქართველოს რომ გააბრჭყინებენ :)

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:31am

ჩვენ ვამბობდით ჩვენნაირებუ უმრავლოს ღმერთმა საქართველოსო და ჩვენს კეთილ მიზნებში ეჭვის შეტანა შეიძლებაა??? :) 

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:33am

სწორი შენიშვნა იყო tamuna :)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:Carrying the Weight of the Dead

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

In Diablo 4:Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters