- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?

- კი, დარბაზისთვის.

- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.

- ბატონო?

- ანუ მინდა რომ წავიკითხო.

- კი, კი, ოღონდ დარბაზში უნდა წაიკითხოთ, სახლში ვერ გაგატანთ.

- აა, რა თქმა უნდა. კი, ახლა წავიკითხავ. 

- დოსტოევსკისაა ხო?

- კი.

- პირადობა ან სტუდბილეთი მომეცით!

- დოსტოევსკის? 

- არა, თქვენი პირადობა მომეცით.

- აა, ახლავე.

       ეს დიალოგი პირველად პირველ კურსზე გაიმართა, მაშინ სრულიად სერიოზულად პასუხობდა ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი გოგონა ჩემს იუმორშეპარებულ კითხვებს, მაგრამ ეს ისტორია ამის გამო როდი მოვყევი. თან გაგრძელებაც აქვს. 

- უკაცრავად, გაიღვიძეთ, უნდა გამოვაღო.

- კი, კი რა პრობლემაა - და წელისატკიებით დგები წითელი "პუფისმაგვარი" სკამიდან. ვინც ილიაუნის A კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოფილა და უკან, მოყუჩებულ სამკითხველოში შესულა, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ჰოდა, მაშინ პირველად გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა წიგნისკითხვას "მოწყურებული" სტუდენტი. 

       სწორად მოგესმათ - მაშინ პირველად გამაღვიძაღთქო. ის დრო ჯობდა - შუალედი ლექციებს შორის სულ რაღაც ერთი საათი იყო, ახლა მეუთხე კურსზე ვარ და 3-4 საათიანი შუალედები მაქვს, შესაბამისად "წიგნისკითხვისთვის" (ძილი რომ ჰქვია) მეტი დრო, მაგრამ წელის ტკივილიც უფრო მძაფრია. 

       ამ შესავალის აზრი ის გახლავთ, რომ ვიღაცამ ჩემდა დამოუკიდებლად იდეა მომპარა და მეტიც - განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შუალედისას გულწრფელად ვინატრე და გვერდზე მჯდომსაც გავუზიარე ნატვრა - რა იქნება ილიაუნის ერთ-ერთ აუდიტორიაში რომ დაამატონ შუა დღის საძინებელი? ერთი საათით რომ წაიძინოს სტუდენტმა? 

აი, ასეთი:

 

       ველი ჩემი პრობლემით დაავადებული სტუდენტების აქტივობას!

P.S. ამ გოგოს ნუ გააგდებენ, დატოვონ, არაა პრობლემა :)))

ნახვა: 916

ტეგები: Qwelly, ბიბლიოთეკა, ბლოგი, გაჭირვება, დაღლილობა, დახმარება, იდეა, კითხვა, კრეატივი, სასწავლებელი, მეტი...სტუდენტი, უნივერსიტეტი, ქველი, ძილი, წიგნი

Keti: იანვარი 13, 2014||8:02pm

მე სხვა ლექცია ვიგულისხმე :D :P :P

ლაშა: იანვარი 13, 2014||8:03pm

გოგოებო, რომელ ცაგარელს გულისხმობთ? :) 

Keti: იანვარი 13, 2014||8:15pm

ლევან ცაგარელს

Salius: იანვარი 13, 2014||8:27pm

ძააანნნ საყვარელიიი როოაა ისს ცაგარელიი :D:D:D

makuna: იანვარი 13, 2014||10:42pm

lasha ამ წიგნზე,რაც მე ვიტირე...სამწუხაროდ ეიფორიისგან ძილი არ დამცალდა.:Dრაც შეეხება გოგონას გაგდებას,გენიალური ხუმრობაა.:D

ლაშა: იანვარი 13, 2014||11:03pm

maka ხუმრობის შეფასებისთვის მადლობა :) ღაც შეეხება წიგნს, როგორც თავადაც მიხვდი, ჩემი ძილის რეჟიმის გამო, ეგ წიგნი დღემდე არ წამიკითხავს :D :D :D 

ino: იანვარი 13, 2014||11:47pm
მე რომ I,II კურსზე ვიყავი... )))
ბიბლიოთეკაში სხვანაირად ვხარჯავდით დროს )))))
makuna: იანვარი 13, 2014||11:47pm

რომ წაიკითხავ,მისი შინაარსით კმაყოფილი დარჩები.ბიბლითეკაში კითხვისგან,რომ არ ჩაგეყვინთოს(ჩაგეძინოს)გათხოვებ არაა პრობლემა.

ლაშა: იანვარი 14, 2014||5:06am

ino რატომღაც ინტრიგა ვიგრძენი :D 

maka ჩემი ახლო მეგობარია შეპირებული, დავამთავრებ და გათხოვებო და თუ ამ დღეებში არ მომცა, აუცილებლად შეგაწუხებ :) 

ფიქრია შაქარიშვილი: იანვარი 14, 2014||5:49pm

ლაშა ბიბლიოთეკაში არაა ხოლმე თავისუფალი სკამი რო დაჯდე და ამ ოთხაში გგონია ოდესმე იქნება ადგილი? :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters