2013 წლის 5 ოქტომბერი მთელი თბილისისთვის თბილისობის შაბათი იყო, ილიაუნისთვის კი მეცნიერების დღე.ვინმე იკითხავს, თქვე დალოცვილებო, მთელი ქალაქი რომ ჭამა–სმის ხასიათზე იყო თქვენ რაღა მაშინ მოგინდათ კატალიზატორების სუნით გაჟღენთილი პიკნიკობაო მაგრამ, საქმეც ეს არის...
მართალია არც ამინდი იყო სახარბიელო ხასიათზე და არც ქართული პურ–მარილით დამშვენებული გარემო გვიწყობდა ხელს მაგრამ... გუშინ გორგასალს რომ შემოეხედა მისივე სახელის ხეივანში ეჭვი მაქვს იქ სამეცნიერო ცენტრის მშენებლობას უფრო ჩაეყრებოდა საძირკველი ვიდრე რესტორანს. გორგასლის რა მოგახსენოთ, აი სტუმრები კი ნამდვილად არ დაგვკლებია. პიკნიკს ესწრებოდნენ როგორც მეცნიერების ქართველი მოყვარულ–გულშემატკივრები, ასევე ჩვენი მეგობრები სომხეთიდან,
პოლონეთიდან (ვარშავის კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტი) თუ სხვა ქვეყნებიდან. საგანგებოდ მოწყობილ რინგზე გამართულ რობოტების ორთაბრძოლას ილიაუნის ლექტორთან – ბატონ გიგი თევზაძესთან ერთად, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ქალაქის მერი – ბატონი გიგი უგულავაც.
ილიაუნის საინჟნრო ფაკულტეტის სტუდენტების შექმნილი რობოტუნები ერთმანეთს ირლანდიის საგზურის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.
მათ სცენიდან ამხნევებდა ბენდიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა მოპიკნიკეების განწყობაზე.
ორ რიგად მოწყობილი 50 კარავი სტუმრებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში სთავაზობდა საკუთარი თავის ძიებას და სახალისო თამაშებით ურევდა თავგზას.
ვინმეს რომ გარედან შემოეხედა ჩვენთვის ალბათ ბევრ ჩვენგანს ოფიციალური გიჟის სტატუსს უყუყმანოდ მიანიჭებდა, მე კი შიგნიდან ვადევნებდი პიკნიკს თვალს და მთელი გულით ვნატრობდი აინშტაინიც იქ ყოფილიყო. ალბათ იმასაც მკითხავთ რაღა იმის ნახვას ნატრობდიო თუმცა, იმდენი ადამიანი მახსენებდა მის თავს, ჩემს ადგილას ვერც თქვენ ინატრებდით ვინმე სხვის იქ ყოფნას. მოპიკნიკეთა ასაკი შეუზღუდავი იყო, მეცნიერებას ვინ დაუწესებს შეზღუდვებს და საზღვრებს. ამიტომაც ზოგი ქიმიური ცდების შედეგად შეცვლილი ვარცხნილობით დააბიჯებდა,ზოგი არქეოლოგიური გათხრების დროს დასვრილი ხელებით, ზოგი ბიოლოგიის კარავში შექმნილი გვირგვინით თავდამშვენებული, ზოგი ადამიანის ფსიქოლოგიისა და ქცევის შესახებ მიღებული ინფორმაციით გაოგნებული, ზოგი რობოტების მართვით აზარტში შესული...
ზოგი არქიტექტურული მაკეტების შექმნით თვითკმაყოფილი...
...და ვინ მოსთვლის კიდევ როგორ ადამიანს არ შეხვდებოდით იქ. უდავოა, მხიარულება არავის დაკლებია.
განწყობისთის კიდევ რამდენიმე ფოტო:
და ესეც ბოლო ფოტო იმის ნიშნად რომ ჩვენც ვიყავით პიკნიკზე. ხომ კარგად გადაგვიღეს? ☺
იყო სიცივეც, იყო დაღლაც, იყო შიმშილიც, იყო თავის ტკივილიც, მაგრამ რაც მთავარია იყო ბევრი სიახლე, ბევრი სიცილი, ბევრი ჯანსაღი კონკურენცია და იყო ბევრი მეცნიერება.
Science - მადლობა შენ შენი არსებობისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მინდა გისურვო ბევრი ასეთი დღე და ბევრი შენით დაინტერესებული ადამიანი.
უფრო დიდი მადლობა კი ჩემს ილიაუნის ჩემგან! სულ ასეთი საინტერესო, განმანათლებელი, მიმზიდველი და საყვარელი იყავი ჩვენთვის.
თამარ გაგნიაშვილი
ნახვა: 528
ტეგები: Iliauni, Qwelly, Science, არქიტექტურა, ბრძოლა, ილიაუნი, მეცნიერება, პიკნიკი, რიყე, რობოტები, მეტი...ფსიქოლოგია, ქიმია
უუუუუუზარმაზარი მადლობა ამ "რეპორტაჟისთვის" თამარ! ძალიან დიდი მადლობა :)
ახლა უკვე ვიცი რას დავაკლდი :D
აჰააამ ^_^ აუუუ რა ზარმაცი ვართ :( მინდოოდა აქ
მომავალ წელს ნუღარ დააკლდებით მეგობრებო :)
კარგი იყო, განსაკუთრებით გველები მომეწონა ^_^ და კიდე პონებიიი : )))
teona sulashvli - ქიმიკოსობ ილიაში? :O აბა მათემატიკაო?
nino usenashvili შენ იყავი პიკნიკობაზე?
ლაშა კიიი : ))) მოიცა ვიდეოს დავდებ : )
ვიდეოებს ნუ დაიშურებთ :) ველოდები ორ ვიდეოს :D
teona sulashvli ამას წინად რომ ვსაუბრობდით პირველკურსელებზე, ახლა ვხვდები რატომ იცინოდი გულიანად მათზე :D :D :D :D :D :D :D :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებააგვისტო 19, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – 3003 Stratford Court Louisburg, NC 27549
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია