ისე უცნაურად ზაფხულს მივუყვები

თითქოს გზაში მხოლოდ სევდა მემატება...

ზოგჯერ ბილიკებზე ცრემლებს ვუერთდები,

თავს რომ იკლავენ და არც რომ ენაღვლებათ.

 

ისე უცნაური გრძნობით მეძალები,

სიტყვებს აღარსაით არ აქვთ გასაქანი,

დუმილისფერ ნისლში ლანდად მექარგები,

ყველაფერი დავთმე... რა მაქვს დასაკარგი.

ლილიისფერ ფიფქებს ქარი ისევ აშლის,

მალე შემოდგომა თავზე წამადგება,

მე ჩემს წითელ ქოლგას მზესთან ახლოს გავშლი,

გზა რომ გადავუჭრა თვითმკვლელ ფოთოლცვენას.

 

და თუ წვიმა ისე ძველებურად დასცხობს,

კარებს ავულურსმავ, ვეღარ მომწვდეეს იქნებ,

ფანჯრის მინა წვეთებს ჯოხის ქნევით გაჰყრის

თავის დანაშაულს თვითონვე რომ მიხვდნენ.

 

მერე გამოვიტან შალის ძველმან საბანს,

ფარდებს ჩამოვუშვებ, წუხილს მივნებდები...

ბუხარს დავუტოვებ ისევ საბუტბუტოს,

მის წინ ხალიჩაზე მშვიდად მივეგდები.

 

უნდა გავაუქმო ამ წელს შემოდგომა,

მერე ზამთარს შევხვდე კართან საუბარით,

თოვლის ფიფქებს ტანზე უნდა მოვახურო,

ცუდი მასპინძლის რომ არ თქვან სამდურავი.

T.G.

ნახვა: 514

ტეგები: Blog, Poetry, Qwelly, პოეზია

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 9, 2013||3:06pm

კიდევ ერთი შეყვარებული გოგონა!!! :) ძალიან მომეწონა მე ეს ლექსი T.G.

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:06pm

შეყვარებულები ყველგან და ყოველთვის Tamil :D 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||3:09pm

იმასაც ხომ გააჩნია რაზე (ან ვისზე) ხარ შეყვარებული? :) 

პ.ს. მიხარია თუ მოგეწონა 

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:10pm

tamuna სწორედაც რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა :))) მთავარია გიყვარდეს! :) 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||3:52pm

LsHისა გეთანხმები :) 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||3:54pm

თუ კონსტანტინეს დავუჯერებთ – სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე–ო და...:)

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 9, 2013||3:57pm

და რა უფლებით, რა მოტივით არ უნდა დავუჯეროთ? :D 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||4:05pm

უფლება გვაქვს რომ არ გვჯეროდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაჯერება უფრო ადვილია ვიდრე უარყოფა.

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 9, 2013||4:07pm

tamuna გეთანხმები სრულიად :D 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||4:08pm

:) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters