იგი ფოთლებით მოფენილ ხეივანში მედიდურად დააბიჯებდა...
გულში ჩაეხუტებინა გახუნებული, ძველი წიგნაკი და თავადაც ძველი წიგნის ჰარმონიული სურნელი ასდიოდა. სიძველისგან დაცრეცილი ფურცლების გადაკითხვას მოჰყვა და ვინ იცის მერამდენედ დასთამაშებდა მისი მზერა ათასგზის ჩაკითხულ გვერდებს.
მის გვერდით არავინ იყო... იდგა მხოლოდ სიჩუმე... არა სიცოცხლით სავსე, არამედ სამარისებური სიჩუმე.
იგი დროს აკვირდებოდა. ითვლიდა რამდენჯერ მოკვდა, რამდენჯერ მოკლეს... და აი, ახლა, იგი იჯდა ყვითელი ფოთლებით მოფენის ხეივანში და ვინ იცის ამჯერად რას უპირებდა საკუთარ თავს.
იდგა სიჩუმე! იდგა დრო... იდგა დრო და მარადისობა.
იდგა მოძრაობა!
იდგა სამყარო!
ერთ ადგილზე იდგა ყველაფერი.
იგი დროს აკვირდებოდა შეშლილი თვალებით. ხვდებოდა, რომ სხვებს არ ჰგავდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ფლობდა იმას, რისი დანახვა და გაგება სხვებს არ შეეძლოთ.
იგი გრძნობდა, რომ დრო ქედს იდრეკდა მის წინაშე.
თანდათან წყინდებოდა კიდევაც "ყოფნა".
იგი ხვდებოდა რა იყო უკვდავება...
შორს, უძრავ წერტილს მიაშტერდებოდა შეშლილი თვალებით და თავისთვის იღიმოდა რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე.
ეს იყო მეფური ღიმილი.
მან გაიგო მარადისობა... ეს მისთვის აღარ იყო აბსტრაქტული ცნება...რადგან მარადისობა იდგა მის წინაშე და ქედს იდრეკდა...
და იგი მარადისობაში დააბიჯებდა მედიდურად... დააბიჯებდა და შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ხოცავდა ფეხქვეშ...
იდგა სიჩუმე და იდგა წამი.
დროც ჯიუტად იდგა მის წინაშე და ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან .
ქროდა ქარი;
იყო ღამე;
იყო დრო...
და რადგან მოვიდა დრო, მან აიღო კალამი და წერა დაიწყო...
გარეთ კვლავ გაშეშდა დრო ადგილზე...
იქვე, ახლოს კი თასი იდგა ჭინკებით სავსე...
გარეთ თავგამეტებით ღმუოდა ქარი და ფოთლების, გამხმარი ფოთლების სურნელი ტრიალებდა ჰაერში...
მასთან გაჩნდნენ უკუნეთი და მარადისობა.
იქვე იდგა ქარიანი სიჩუმეც...
რადგან იყო დრო, კალამი, სიჩუმე ქარიანი და იგი იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო მან დაწერა უბრალოდ და მარტივად...
"ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის..."
მისი თვალები იყო შფოთიანი და გიჟური. მისი თვალები იყო ისეთი, როგორიც მხოლოდ მას ჰქონდა.
მისი თვალები იყო გალაკტიონისფერი...
და ისევ იდგნენ: მარადისობა და სამყარო და იღიმოდა ღმერთი!!!
ჰოოო, ეგ ლექსი ბევჯერ მომისმენია, ბევრჯერ წამიკითხავს, ბევრჯერ დავუფიქრებივარ...
საინტერესო იყო... მომეწონა გალაქტიონის მარადისობის მიღმიერობა :)
))))
ყველა ლექსი სხვადასხვა ემოციას შეიცავს... როგორ სიტუაციასაც მიგითითებს ისეთში გადადიხარ ხოლმე...ემოციური და ღრმააზროვანი პოეზია აქვს...შეუძლებელია არ აღმოჩნდე მისი გავლენის ქვეშ...
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია