გამარჯობა ბავშვობავ!... ახლა უეცრად გამახსენდი. და, მომენატრე და გადავწყვიტე ჩემი ბავშობა  მომეგონა... კარგი იყავი.... შეუდარებლად კარგიც კი... მახსოვს როგორ  არ მინდოდა "დიდობა". როგორ არ მინდოდა სერიოზულ რაღაცებზე ფიქრი,  , როგორ მერჩივნე შენ... და როგორ მიმატოვე...ასეთი ცანცარა გოგო , ვიყავი ღიმილით სავსევ და უდარდელო...მახსოვს მამიკო მანქანას როგორ  მატარებინებდა  ხოლმე  , ისე მიხაროდა ქვეყანა  ჩემი მეგონა ,პატარა ვიყავი  უდარდელი არ განვიცდიდი..არაფერს . მეგონა, ეს  სულ ასე იქნებოდა მაგრამ ეჰ! რამდენი რამე მეგონა... მეგონა თოვლის პაპა არსებობდა, ქუხილის დროს ცაში ცხენები დარბოდნენ და მჯეროდა რომ, ღამე, როცა ყველას გვეძინა სათამაშოები ცოცხლდებოდნენ და ისე ცხოვრობდნენ, როგორც ჩვენ, ნამდვილი ადამიანები... მჯეროდა, ნაცარქექიამ რომ მართლა აჯობა დევს და ცხრა მთას იქით რომ მცენარე იზრდებოდა შვიდფერა, ოცნებების ამხდენ ყვავილს ზრდიდა გულში... როგორ მიხაროდა დედიკოს ქუსლიანი ფეხსაცმელებით პრაკუნი და ბებოს ძველი სუნამოს სუნი... როგორ მეჩვენებოდა ყველა უბოროტო, როგორ მიხაროდა მზე, ცა, ვარსკვლავები.... მერე? მერე შენ წახვედი, მიმატოვე და მე გავიზარდე.... გავიზარდე და გავიგე... გავიგე, რომ მზე ვარსკვლავია, რომ თოვლის პაპა ყოველ წელს ასე მოუთმენლად რომ ველოდი არცკი არსებობდა, რომ ქუხილი სულაც იყო ცხენების ხმა, რომ ნაცარქექია სუსტი იყო და ვერასდროს აჯობებდა დევს...მახსენდები და მენატრები....

ნახვა: 485

ტეგები: Qwelly, ბავშვობა, ბლოგი, მოგონება, ფეხსაცმელი

ლაშა: აპრილი 8, 2014||7:11pm

მადლობა Patiko's Blog_ს :)) 

tamo: აპრილი 8, 2014||7:16pm

ნურასუკაცრავად  ჩემი დაქალის  მეზობელმა  დაწერა  !

ლაშა: აპრილი 8, 2014||7:18pm

რამდენი ხნის წინ? :)

tamo: აპრილი 8, 2014||7:32pm

2  წლის  უკან  დაუწერია გუშინ წავიკითხე მეც

ლაშა: აპრილი 8, 2014||7:33pm

აჰა, გასაგებია :)) ე.ი. სულ ცინცხალი ყოფილა, უბრალოდ ამ ტექსტს განსაკუთრებული ისტორია აქვს:

2011 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა Patiko's Blog_ზე, შემდეგ ამ ტექსტის მხოლოდ პირველი სტრიქონი 2013 წლის 10 ივნისს მოხვდა ფეისბუკის ერთ-ერთ გვერდზე და ბოლოს იმავე წლის 10 აგვისტოს თბილისი ფორუმის განხილვის საგანიც იყო და ხოლოდ ამის შემდეგ, შენი დაქალის მეზობელმა დაწერა ეს ტექსტი ორი დღის წინ, ოღონდ მან დაწერა ნაწილი იმ დიდი ტექსტისა :) ეს მცირე მოკვლევისთვის :)))))

tamo: აპრილი 8, 2014||7:40pm

 მე  გუშინ  წავიკითხე რვეულში ნაწერი და არა ინტერნეტში , ჩემ  დაქალთან და მომეწონა  და იმიტომ დავდე !

ლაშა: აპრილი 8, 2014||7:50pm

tamo შენს გარდა კიდევ 4 ადამიანს მოეწონა უკვე, ამიტომ მშვენიერი გადაწყვეტილებაა

tamo: აპრილი 8, 2014||9:58pm

რომ არ  ყოფილიყო ,მშვენიერი არ  დავდებდი :P)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters