გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ვერ გამიგია, რა გემართება, - ამბობს ადამი და თან გამომცდელად მათვალიერებს. სხეულის ფორმა რომ შემეცვალა, ეს აკვირვებს.
- აკი გითხარი, მზე ჩამისახლდა სხეულში, - ვეუბნები პასუხად.
- ვითომ მართლა ასეა? - ეჭვიანად მეკითხება ადამი. გუმანით ვგრძნობდი, ჩემი სიტყვები არ სჯერა მეთქი და აჰა, გამართლდა ჩემი ვარაუდი, - უკვე კარგად ვიცნობ აქაურობას. ჩიტი თავის ბუდეში სახლობს, არაერთხელ მინახავს. წითელი ციყვი ხის ფუღუროშია მოკალათებული. წაბლი და კაკალი მინახავს, მჭიდროდ შეხვეულშეფუთნულები თავიანთ გარსებში, მაგრამ მზე სადმე ჩასახლებული, არსად შემხვედრია, თვალიც კი არ მომიკრავს.
- ეს მზისთვის სულ იოლია, - ვუმტკიცებ ადამს, - მზეს შეუძლია ცის თაღზე სუფევდეს, ამ დროს კი ყველგან დასახლდეს, სადაც კი მისი სხივები მიწვდებიან. ჩვენ ხომ ერთად აღმოვაჩინეთ მზე, ცეცხლოვან სხივებში ლამის დაგვადნო, ამ დროს კი თვითონ ღრუბლების მიღმა გვმალებოდა. ორი მზის ტბორშიც მოჩანდა მზე, მის წიაღში ტივტივებდა, არც ამით დაკლებია რაიმე ზეციურ მზეს. ახლა კიდევ მზის სხივებზე აბრჭყვიალებული დილის ნამი გაიხსენე, რამდენი მზე ერთად შემოგცინებს ნამის წვეთებიდან... ვერც კი დაითვლი.
- მაგაზე აქამდე არ მიფიქრია, - აღიარა ადამმა. მერე გაიქცა და ღაჟღაჟა ყვავილებით დაბრუნდა, მზე ამათშიაც სახლობსო. რა თქმა უნდა-მეთქი ვუთხარი.
- მე მგონი, მზე დამალობანას გეთამაშება, - მეუბნება ადამი. - შენს სხეულში სწორედ იმიტომ დაიმალა.
ეს სიტყვები ძალიან მომეწონა და გულიანად გავიცინე.
- მართლაც, ბევრჯერ მითამაშია მზესთან დამალობანა, ალბათ მალე დაჭერობანასაც ვითამაშებთ, - ვამბობ და საკუთარ სხეულს ვაყურადებ. სულ უფრო და უფრო ღონივრად აკაკუნებს იქ ჩასახლებული მზე, თითქოს მასაც ეჩქარება ჩემთან ერთად დაჭერობანას თამაში.
დაიბადა ჩემი მზე, ჩემი პაწია. ბოლო დროს აშკარად ვგრძნობდი, ევიწროებოდა ჩემი სხეულის წიაღი. სულ უფრო ღონივრად იქნევდა ხელფეხს, მისი გულის ძგერაც მესმოდა უკვე... და აჰა, თავი ანება დამალობანას თამაშს, დღის ნათელს მოაშურა. არაფერი დააკლო, ხმამაღალი ჭყივილით მამცნო თავისი მობრძანება.
- შეუბუმბლავ ბარტყს ჩამოჰგავს, - თქვა ადამმა. იგი ჩემს მხარიღლივ უჭვრეტდა ახალშობილს.
მართლაც ჩიტის ბარტყს მაგონებს ჩემი პაწია თავისი უკბილო პირით, ბარტყივით ნაზია და თოთო, მაგრამ სულ სხვაა ის ნათელი, რაც მას თავით ფეხებამდე ჰბურავს. ეს მზის ნათელია, სხვას ვერაფერს შეადარებ. დიახ, ყველაზე უფრო მეტად მზეს ჰგავს, მზის ელვარება ანთია მის სახეზე, მზის სხივები ციმციმებენ მის თვალებში.
ძნელია მზეს გაუსწორო თვალი, და აი მთვარე მომევლინა შემწედ. არაერთხელ უთქვამს მთვარეს ჩემთვის, ჩრდილს მოგფენ და მოგიჩრდილავ, რათა მზის მხურვალე სხივებმა არ დაგწვანო. ჰოდა, აასრულა თავისი დანაპირები სახემწყაზარმა ღამის მნათობმა, მუქი ჩრდილით გააზავა და მოალმობიერა ჩემი პაწია მზის ელვარება, თვალები რომ არ ამიჭრელოს და დიდხანს შევძლო მისი ცქერა.
თანაც რა ხმამაღლა ჭყივის... ასე მგონია, თითქოს რაღაცის თქმა უნდა ჩემთვის. მეც ვეხმიანები, ვცდილობ ენამოჩლექით გავესაუბრო. სიტყვებს ჯერ ვერ არჩევს, მაგრამ ვატყობ, ჩემი ხმის გაგონება სიამოვნებს.
- ვიცოდი, მზის სახე რომ გქონდა, - ვეუბნები ჩემს ახალშობილ მზეს. თან ფრთხილად ვარწევ, - ჯერ კიდევ მაშინ აფრქვევდი ნათელს, როცა დამალობანას მეთამაშებოდი, ჩემს წიაღში მყუდროდ მოკალათებული. კიდევ კარგი, მთვარემ მოგვიჩრდილა, თორემ ჩემი თვალები შენს სხივთაფრქვევას ვერ გაუძლებდნენ.
ოღონდ ერთი რამ ვერ გამიგია, რად აირჩიე ტანჯვით სავსე გზა ამქვეყნად მოვლინებისას? ასეთი ტკივილი რად მომაყენე? როგორი მწარეა ეს ტკივილი... თითქოს უცხო მხარის ქარმა მომბერა, სადაც მხოლოდ ტანჯვა-წამებაა და სხვა არაფერი. გველიც ალბათ სწორედ ამიტომ ამბობდა: ძნელია მზე იტვირთო სხეულით... რამდენი ცრემლები ვღვარე, ადრეც მიღვრია ცრემლები, მაგრამ ეს სულ სხვაა. ერთხელ, მახსოვს, ვარდების კრეფისას გავიკაწრე ხელი და იმიტომ ავტირდი. სხვა დროს კიდევ ხან წვიმას შევეჯიბრე, მეც მაქვს შენსავით გამჭირვალე წვეთები-მეთქი, ხან კიდევ ნიანგს გამოვაჯავრე. ისინი სულ სხვა ცრემლებია, ამათ არ ჰგავს... ამ ცრემლებში ტანჯვა და ვაებაა გაზავებული. რად წამოიმძღვარე ასეთი მწარე ტკივილი, ჩემო პაწია მზეო? ნუთუ ფიქრობდი, რომ შენი სახის ელვარებას უამისოდ ვერ დავინახავდი... რომ ყველაზე ხმამაღლა მხოლოდ ტკივილის ენაზე შეგეძლო გეყვირა: შემომხედე! ეს მე დავიბადე, მზე,
ნეტავი რას ფიქრობს ამის შესახებ ადამი? იქნებ მან გვითხრას რაიმე სანუგეშო...
შევხედე და... სიცილი წამსკდა: სახე სულ ერთიანად დაღმეჭოდა, ისე უცნაურად იყურებოდა, თითქოს ტირილს აღარაფერი აკლიაო. ერთადერთხელ ვნახე ადამი ასე დაღრეჯილი; ეს მაშინ, როცა მშვილდისარი გაუტყდა დიდი ხნის წვალების მერე, თუმცა ის ამასთან არცაა მოსატანი. მაშინ, ნამდვილად ვიცი, არ უტირია, ახლა საცაა ატირდება... მაგრამ როცა მე გავიცინე, ადამსაც გაეხსნა სახე, გამომცდელად შემომხედა და მერე თვითონაც გაიცინა. თითქოს ამას ელოდაო, ჩვენმა პაწიამაც შემოგვცინა, და მე სრულებით დამავიწყდა, რა უნდა მეკითხა ადამისთვის ცრემლების და ტკივილის შესახებ.
ჰამაკში ჩავაწვინეთ ჩვენი პაწია, ფრთხილად დავარწიეთ. როგორც ეტყობა, თავს მშვენივრად უნდა გრძნობდეს, იღიმება, ჭყლოპინებს, ხელებს აფათქუნებს. მართლაც. შეუბუმბლავი ბარტყის ფრთები მაგონდება ამ დროს.
ადამმა თქვა, სახელი შევურჩიოთო. მე ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ, მზეს ვეძახი ჩემს პაწიას, ჩემთვის ესეც საკმარისია, მაგრამ ადამმა თავისი დაიჟინა. სახელიც თვითონ მოიფიქრა და შეურჩია, კაენი დავარქვათო.
არც ამის საწინააღმდეგო მაქვს რაიმე, როგორც მაშინ, როცა სულ პირველად ჩამესმა ჩემი საკუთარი სახელი, „ევა“. ერქვას კაენი, ლამაზად ჟღერს, თუმცა აქ ეს როდია მთავარი; ჩემი პაწია ყოველთვის მზესავით იბრწყინებს, რა სახელიც არ უნდა დაუძახონ. ის ჩემთვის ჯერ მზეა და მერე კაენი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია