გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით, ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის.

      - კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება.

      გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც ვაწოდებ. ასე უფრო მოსწონს, ჩემი ხელით მირთმეული. ციყვსაც კი შეშურდება, ისე ცქვიტად დაძვრება ადამი ხეზე, საუკეთესო ნაყოფებს წვდება და კრეფს ხოლმე ჩემთვის.

      შევყურებ ადამს, გუნებაში ძველ ადამს ვადარებ და მეცინება.

      - რაზე იცინი? - მეკითხება ადამი.

      - ძალიან მომწონს შენი დაკრეფილი ხილი და იმიტომ ვიცინი, - ვეუბნები. არ მინდა ძველი ადამი გავიხსენო.

      - თაფლსაც მივაგენი ამას წინათ, - თავმომწონედ მეუბნება ადამი.

      - კიდევ კარგი, რომ გამახსენე, რა ხანია, თაფლი არ მიჭამია.

      ერთად ვესტუმრეთ თაფლით სავსე სკას. ადამმა მითხრა, ცოტა მოიცადეო, სადღაც გაიქცა და ხელისგულივით ამოღრუტნული ხის ორი ჯოხი მოიტანა (ძალიან ხელმარჯვეა ეს ყმაწვილი). მართლა ძალიან დამეხმარა თაფლის ჭამაში. გემრიელად მივირთვი, რამდენიც მინდოდა. არც ადამმა დააკლო ხელი. ორივეს გული მოგვისუყდა, მეტის ჭამა აღარ შეგვეძლო. ჰოდა, მე ახალი გასართობი მოვიგონე: მისივე მოტანილი ხის ჯოხით მოვურიე თაფლი და ადამს გადავასხი. ტკბილი წვეთები სახეზე ჩამოეწუწა, ძალიან სასაცილო იყო. ადამმა იგივე გაიმეორა, მანაც გადამავლო თაფლი. თუმცა მე გაქცევა ვცადე, მაგრამ მიმიხვდა და დამასწრო, სულ ერთიანად ამომავლო თაფლში.

      მერე მე კვლავ დავუმატე ადამს თაფლი, მთელი სახე მოვუთხუპნე. არც ახლა ჩამორჩა ადამი, სახეც მომითხუპნა თაფლით და თმებიც. აი ასეთნაირად გავწუწეთ ერთმანეთი, სულ ერთიანად თაფლში ამოვიგანგლეთ.

      თაფლის მოსაცილებლად ყვავილოვან მდელოზე გავგორდით. თაფლი არა და არა მოგვცილდა, ყვავილები და ფოთლები კი სულ ზედ აგვეკრა. რა სანახავები ვიყავით... შევყურებდით ერთმანეთს, ვიცინოდით, ვიცინოდით, ვკვდებოდით სიცილით. მზეც იცინოდა ჩვენთან ერთად, მწვანე ტოტებს მიღმა მომზირალი.

      - თაფლობის თვე, თაფლობის თვე! - მომესმა უცბად სადღაც მაღლიდან. ავიხედე, ცისფერი ჩხიკვი შემომჯდარა ხის ტოტზე და გვითვალთვალებს. მშვენიერი ნათქვამია, ცისფერ ჩხიკვს ეხერხება ამისთანები...

მაფშალია განა მაბეზღარაა?

      მშვენიერების შესახებ ვლაპარაკობდით, ადამსაც აღმოაჩნდა თავისი სათქმელი.

      - მშვენიერია ის, რაც ძლიერია, - ამბობს ადამი და თან დაკუნთულ მკლავებზე იყურება.

      მე არ დავეთანხმე.

      - სამოთხის ბაღში ბევრი რამაა ისეთი, რასაც ძლიერს ვერ უწოდებ, მაგრამ მაინც მეტად ლამაზია. თუნდაც ეს პაწია, ჭიოტა ყვავილი, მის წვრილ ღეროებს ძლიერებასთან ნამდვილად არაფერი აქვს საერთო. განა მისი სილამაზეს ამით რაიმე აკლდება? აი მწვანე ბალახიც, მუდამ ჩუმად მყოფი და თავმდაბალი, მის მიერ დაფენილი მწვანე ხალიჩა თვალს და გულს ესალბუნება თავისი მშვენიერებით. და კიდევ... კიდევ რა ვთქვა?

      უცბად მაფშალია ამღერდა.

      - თუნდაც მაფშალია ვთქვათ, - ვამბობ გახარებული, - ერთი უღონო, პატარა ჩიტია, მაგრამ როგორ გალობს... მისი გალობა ყოველივეს აღემატება სიმშვენიერით.

      - ვიცი, ეს ადრეც მომისმენია, - გულგრილი სახით ამბობს ადამი.

      - ცუდად მოგისმენია, ამ საოცარ საგალობელს ხომ არაფერი შეედრება მთელ სამოთხის ბაღში. აი, ყური დაუგდე, როგორ მიიწევს მაფშალიას ხმა მაღლა, სულ მაღლა... თვით უფლის ბაგემდე აღწევს. მაფშალიას უფალთან მიაქვს ყველა ამბავი, რაც კი სამოთხის ბაღში ხდება.

      - განა მაფშალია მაბეზღარაა? - მეკითხება ადამი.

      მაოცებს ამ ყმაწვილის სიტყვები. თითქოს შეიცვალა, თქმა არ უნდა, მაგრამ ზოგიერთი უცნაურობანი მაინც შემორჩა.

      - რა შუაშია აქ მაბეზღარობა? - ვუსაყვედურე ადამს, - მაფშალია ყველაფერს უმღერის სამოთხის ბაღში, მერე კი უფალთან მიაქვს ეს ტკბილი საგალობლები. ყველაზე ლამაზად მაფშალია ჰყვება ჩვენს ამბავს, ეს უფლისთვის დიდად საამოა...

      ადამი მომეტებული ყურადღებით უსმენს მაფშალიას გალობას, სახეზე ცნობისმოყვარეობა ეტყობა.

      უსმინა, უსმინა და მერე ასეთი რამ მითხრა:

      - ასე მგონია, მე თვითონვე მივფრინავ მაღლა მაფშალიას საგალობელთან ერთად.

ადამის სიზმარი

      - სიზმარში ლეღვის ხე ვნახე, - მეუბნება ადამი.

      ესეც ახალი ამბავი. მე კი ვფიქრობდი, სამოთხის ბაღში ჩემს გარდა სხვა ვერავინ ხედავდა სიზმრებს.

      - არ მეგონა, თუ შენც გესიზმრებოდა რაიმე.

      - ჰო, ლეღვის ხე ვნახე, უხვად ესხა მხიარულად მოცინარი ნაყოფი. ხის ტანზე გველი შემოხვეულიყო, მისი კუდი ხის ფესვებთან იკლაკნებოდა, თავით ყველაზე დახუნძლულ ტოტს წვდებოდა. შენ მიხვედი ლეღვის ხესთან, ორი მწიფე ლეღვი მოწყვიტე იმ ტოტიდან, რომელზეც გველი ასავსავებდა ორკაპა ენას, ერთი ცალი თვითონ შეჭამე, მეორე კი მე მომიტანე.

      ადამის სიზმარი ძალიან მომეწონა.

      - გემრიელი იყო ლეღვი? - ვკითხე ადამს.

      - ძალიან, ძალიან გემრიელი იყო, მის გემოს ახლაც კი ვგრძნობ.

      - ჰოდა, ვინახულოთ ლეღვის ხე, სიზმარი ცხადად ვაქციოთ.

      ერთად გავწიეთ ლეღვის ხისკენ. გზადაგზა ადამს ვეუბნები, რომ სიზმარი და ცხადი ერთმანეთს ეჯიბრებიან. ხან სიზმარი დაასწრებს ცხადს, ხან კიდევ პირიქით. ახლა ვნახოთ, თუ რა მოხდება და როგორ...

      ამ ლაპარაკში არც კი გაგვიგია, ისე აღმოვჩნდით ლეღვის ხესთან. ესხა, მაგრამ რა ესხა მწიფე ნაყოფი, ფართო მწვანე ფოთლებს მიღმა ტუჩებგაპობილი ლეღვები იცინოდნენ... გველიც მაშინვე დავინახე. რგოლებით ხის ტანზე მჭიდროდ შემოხვეულიყო (როგორც ადამის სიზმარში). მისი კუდი ხის ფესვებთან იკლაკნებოდა, თავი ყველაზე დახუნძლულ ტოტზე დაენდო.

      მე მივუახლოვდი ლეღვის ხეს და ორი ცალი მოცინარი ლეღვი მოვწყვიტე... მოვწყვიტე სწორედ იმ ტოტიდან, რომელზეც გველი ორკაპა ენას ასავსავებდა. ერთი ლეღვი მაშინვე ჩავკბიჩე, მეორე მინდოდა ადამისთვის მიმეწოდებინა, მაგრამ... ხელი ჰაერში გამიშეშდა; ვიგრძენი, რომ ჩემს სხეულში რაღაცა გაფაჩუნდა.

      ადამის ხმა ჩამესმა, მგონი ლეღვს მთხოვდა. მე ყურადღება არ მივაქციე ადამის სიტყვებს, მთელი გულისყური საკუთარი სხეულის წიაღს მივაპყარი. იქ ნამდვილად ფართხალებს რაღაც... სუსტად, მაგრამ საეჭვო ნამდვილად არაფერია.

      - რაღას უყურებ, მომაწოდე ლეღვი, - ისევ ჩამესმა ადამის ხმა.

      მე გამოვერკვიე, ადამს ლეღვი მივაწოდე. მაშინვე ჩაკბიჩა და ძალიან გემრიელიაო, ამბობს.

      მე ისევ საკუთარ სხეულს ვუგდებ ყურს. კიდევ, აი კიდევ, იქ ნამდვილად ჩასახლდა ვიღაც...

სხეულში მზე ჩამისახლდა

      ლეღვის ჭამა არც კი გამხსენებია, ისევ საკუთარ სხეულს ვაყურადებდი. ნეტავი იქ ვინ უნდა იყოს-მეთქი, ვფიქრობდი.

      უცბად ერთმა აზრმა გამიელვა:

      - სხეულში მზე ჩამისახლდა, - ვამბობ ხმამაღლა.

      - რომელი მზე, რას ამბობ? - უკვირს ადამს.

      - მზე, რომელიც ერთად ვიხილეთ.

      ადამი გაოცებული მიყურებს. ასე დაბნეულს პირველად ვხედავ მას შემდეგ, რაც მზე ერთად აღმოვაჩინეთ.

      - უკვე რამდენჯერმე მამცნო, აქა ვარო, - ვამბობ და ხელს მუცელზე ვისვამ. მინდა ადამმა ყველაფერი კარგად გაიგოს, ასეთი დაბნეული იერი სულაც არ უხდება.

      - მაინც როდის ჩაგისახლდა... აი ის, მზე, - ეჭვიანად მეკითხება ადამი.

      - როდის და... - დავფიქრდი, - ახლავე გეტყვი; როდესაც ლეღვი მოგაწოდე, მასზე მზის სახე ეხატა, ლეღვი ხომ მზესავით იცინის... ჰოდა, სწორედ მაშინ რაღაც აფართხალდა ჩემს სხეულში. ის რაღაცა ნამდვილად მზეა.

      - ჰოო, - ამბობს ადამი.

      არ ვიცი, დამიჯერა თუ არა. ყოველ შემთხვევაში აღარაფერი უკითხავს.

ნახვა: 214

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, გველი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters