უკვე მერამდენედ აგროვებ საკუთარ თავს

შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლებივით.

დგახარ მარტო საკუთარ სიცივეში

და გეშინია ქარის ერთი დაბერვის.

მომლოდინე დამხვედრივით

დგახარ და იცდი.

დგახარ და იცდი.

აივლიან და ჩაივლიან მატარებლები.

არავინ.

თითქოს, ძველ, მიტოვებულ სადგურზე დგახარ,

სადაც დიდი ხანია აღარ აჩერებენ მატარებლები.

მაგრამ რატომღაც არავინ გეუბნება.

აიფარებ სახეზე ხელებს

და ეკლებივით გეჩხირება ყელში ცრემლები.

დგახარ და გული გისკდება.

ისევ არავინ.

უკვე მერამდენედ გადათვალე

საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.

მერამდენედ დააკვირდი ძარღვებს საკუთარ ხელებზე.

მერამდენედ მოუსმინე ერთსა და იმავე მუსიკას.

რომელიც მხოლოდ შენს ყურსასმენში ისმის

და გეუბნება:

How to disappear completely...

Wish you were here.

How to disappear completely.

გახვრეტილ ნავში ჯდომას ჰგავს ეს ყველაფერი.

როგორ გინდა გეძინებოდეს.

ნიჟარებივით ხმაურობენ

ზღვის სუნით გაჟღენთილი დღეები,

რომლებიც დღედაღამ გესიზმრება.

არ უნდა ქროდეს ზურგის ქარი,

როცა შენგან მიდიან,

და უკან არ იხედებიან.

შენ კი დგახარ და ჩუმად იტან

პლანეტების მერამდენე დაჯახებას.

გესმის, თანდათან როგორ ივსები

წვიმის გუბეებით.

და ათასმეცხრედ უმეორებ საკუთარ თავს,

რომ აღარ უნდა უსმენდე მათ,

ვინც მხოლოდ ზურგით გესაუბრება.

ნახვა: 270

ტეგები: Qwelly, qwellyblog, ბლოგი, მზე, პოეზია, რესტლესი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Build a Stronger Gaming Routine with U4gm

გამოაქვეყნა Edinson1005_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 12:03pm 0 კომენტარი

A strong progression plan starts with knowing what your character needs next. When browsing Aion 2 Items, focus on the role each upgrade could serve rather than its appearance alone. A purchase…

გაგრძელება

Does Playing Video Games Really Make Cognition 13.7 Years Younger? An Interpretation of a University of Western Ontario Study

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 11:29am 0 კომენტარი

Adults who frequently play video games score, on average, as if they were 13.7 years younger on cognitive tests, but this is only a correlation, not causation WOW Forever Gold . The…

გაგრძელება

MMOexp:Diese Spiele machen den Oktober 2026 zum Gaming-Monat

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 11:10am 0 კომენტარი

Der Oktober 2026 wird für deutsche Gamer besonders spannend. Während World of Warcraft: Forever seinem großen Release entgegengeht, laufen auch bei EA SPORTS FC 27, AION 2 und Diablo 4 neue Events und Updates. Gleichzeitig rückt der Release von…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters