ასეთი, რაღაცნაირი დღეების დასაწყისი. თუ?.. მოკლედ, რაც არის. მხოლოდ რამდენიმე წვეთი რომ ცვივა ციდან, "ვითომ წვიმას ვაპირებო" ხასიათის. ისე გადის ზამთარი, მაინც არ დაიორთქლა ჩემი ოთახის ფანჯრები. და ვდგავარ, ვუყურებ ხოლმე, სხვების დაორთქლილ ფანჯრებს, და მინდება ჩემი ფანჯრიდან იმ დაორთქლილ ფანჯარაში საკუთარ თავს, პარალელურ მე-ს ვხედავდე. გკითხე კიდეც, ჰო გახსოვს, უცნაური სურვილები მაქვს-თქო? გაგეღიმა და მითხარი, ისე რაო... მეც გამეღიმა. ჰოდა, ვზივარ ახლა სავარძელში, ნახევრად გახდილი (მხოლოდ ჩემი ბრალია, რომ ცოტა ხნით, ასე ჯდომა მიყვარს), ვუყურებ ჩემ წინ, მაგიდაზე დაწყობილ ფუმფულა სათამაშოებს და თავი პატარა გოგო მგონია, რომელიც ცოტა ხნით, სახლში მარტო დატოვეს და უთხრეს, მალე მოვალთ, არ შეგეშინდესო.

      არადა, ერთი შეხედვით, ეს გამბედავი გოგო, უამრავი შიშით სავსეა და საშინლად სჭირდება დასაყრდენი, რომელსაც დაღლილი, თავს მხარზე ჩამოადებს და გაწვიმდება. და დაემსგავსებიან თვალები ტროპიკულ ტყეებს, სანამ ზღვის მოქცევა გადაივლის, სანამ ქარები ჩადგებიან. არ მიყვარს ზურგის ქარი, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენს შორის ფიზიკური მანძილი იმატებს.

      მეძინება, მაგრამ ამ ბოლოს მკვდრები მესიზმრებიან ხშირად, თუმცა მავიწყდება ხოლმე რა ხდებოდა იმ ჩემს სიზმარში, ის მაინც მახსოვს, რომ მკვდრები იყვნენ. ვიღაცის გვამი წყალში ტივტივებდა და არ მარხავდნენ. ნეტა სად ვარ ხოლმე, როცა მძინავს. თოკებიდან ახალჩამოხსნილი სარეცხივით საწოლებზე მიფენილი ჩვენი "უჩვენო" სხეულები. მინდა მანქანით ნელა მივდიოდე მოსაღამოებულ გზაზე, და ფოთლებდაცვენილ ხეებს შორის გაჩხერილ მთვარეს თვალს ვაპარებდე. სარკეში გხედავდე შენ, და ხშირად მე უფრო ყურადღებით მიყურებდე, ვიდრე გზას, რომელსაც საკუთარ თავებს მივანდობდით. შენს მხრებს რომ შემოვხედავდი, უნდა ეთქვათ, რომ ჩემი ხელები სჭირდებათ. ჩემი მანდარინისსუნიანი ხელები.

ყოფნა, ყოფიერება, blog, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog, მარტოობა, დაორთქლილი ფანჯრები

      ალბათ, ზღვაზე წავიდოდით. გადათეთრებულ სანაპიროს ჩავუსახლდებოდით. თოლიები ფიფქებივით იფარფატებდნენ ჰაერში, მათი თავისუფლების ამოძახილი და ტალღების ემოციური ხმები იქნებოდა ყველაზე არახელოვნური, ყველაზე გულწრფელი, ჩვენ გარშემო. შენ მითხარი, რომ ცურვას მასწავლი, რომ როცა ტალღა გადამივლის, აღარ დავიხრჩო, და ვიცურო მშვიდად. მასწავლე ცურვა.. მე ეს მჭირდება, რომ გადავრჩე. რომ დიდხანს ვუყურებდე გალაქტიკებს შენს თვალებში. მე-გოგო, თმაში ზღვის სუნით, რომელიც ჰორიზონტს გაავლებდა ჩემსა და ცათამბჯენებიან ქალაქს შორის, სადაც ხეებზე და ადამიანებზე უფრო, გადახრილი შენობები და აქლემები მრავლდებიან. ჰაერი თანდათან კვდება. მოდი, რომ სული არ მომეხუთოს.

      მატარებელი დიდხანს უნდა მიდიოდეს მიხვეულ-მოხვეულ რელსებზე, და მხოლოდ საკუთარ სხეულს ტოვებდე ფანჯრის აქეთ, მატარებლის ვაგონში, დაგანს და დაგანს აყოლილი გულის ხმით, თვალებში ჩამდგარი მინდვრებით, და ჰორიზონტს იქით გზავნიდე შენს ყველა მე-ს, რომლებიც გეხმარებიან და რომლებიც თავ-გზას გირევენ. ხანდახან, ყველას გვჭირდება ხოლმე წასვლა სადღაც, ისე, რომ მისამართი არ დავიბაროთ. და გავემგზავროთ საკუთარი თავისკენ, რომ მოვუაროთ, რომ გადავარჩინოთ.

ყოფნა, ყოფიერება, blog, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog, მარტოობა, დაორთქლილი ფანჯრები

ნახვა: 758

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაორთქლილი_ფანჯრები, დღიური, რესტლესი, ყოფნა

ლაშა: თებერვალი 1, 2016||3:31am
რა ამის პასუხია და... თოლიები არ მიფრინავ ზამთარში თბილ ქვეყნებში? თოლიების გადაფრენა არ მსმენია რაღაც.
Restless: თებერვალი 1, 2016||6:12pm

არა, არ მიფრინავენ : )

ლაშა: თებერვალი 1, 2016||6:39pm

ეგენი ყინვა გამძლეები არიან აშკარად. 

Restless: თებერვალი 1, 2016||6:59pm

ბეღურებივით .

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters