არც ისე ცხელ და წვიმებით გაჯერებულ ზაფხულს მდორე დინება მისდევს პოლიტიკურ სარბიელზეც, ამიტომ დღის ნიუსები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან, თუმცა ერთი ვრცელი და აქტუალური თემა მაინც იყო - ევროპის გზაზე და ევროპისკენ მსწრაფ პოლიტიკას ევროპელებისგან კრიტიკა და სჯა-ბაასი, განხილვ-გამოხილვა მოჰყვა. შესაბამისად, ადგილობრივი კომენტარებიც. ოპოზიცია დაულაგებელია, უკრაინა კი ომის ახალ-ახალ ფორმებში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6102 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      მიშანიუსი - ირაკლი ქადაგიშვილი - წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, თუმცა ამ სერიალმა მაყურებელი დაკარგა, ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება: მიხეილ სააკაშვილი პრემიერად - ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა. გიული ალასანია გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს და აცხადებს, რომ მისი შვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აღარ ელოდება. თინა ბოკუჩავა - ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნდა იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება, ამის შემდეგ კი თავად მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ თავს. ლევან ბეჟაშვილი - დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი.

      ოპო - ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი მთავარი საქმე არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის, მოშორება ხალხთან ერთად - ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი. სერგო ჩიხლაძე - წინასაარჩევნოდ ყველა პროდასავლურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ - საერთო სიებზე ამ წუთში არ ვფიქრობ, თუმცა ვერაფერ ცუდს ამაში ვერ ვხედავთ. პაატა მანჯგალაძე - საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე ვართ და არა ერთიანობის, რომ ყველა ერთიან სიაში ჩავეწეროთ - პოლუსებიც აუცილებელია. რომან გოცირიძე - პარტია, რომელიც ცალკე გავა არჩევნებზე, განწირულია მარცხისთვის - პარტიები უნდა გაერთიანდნენ სხვადასხვა პირობით ბლოკებში. ლევან ბეჟაშვილი - პატარა პარტიებს საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ - არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე, ერთიან სიაზე საუბარი არ არის. ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციამ ცოტა ხანს ხელისუფლება გვერდზე უნდა გადავდოთ, დავივიწყოთ და გავერკვეთ, ოპოზიციის შიგნით რა ხდება.

      ევროპის განხილვა საქართველოზე - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ და საპარლამენტო დიპლომატიამ ნაყოფი გამოიღო და გააძლიერა ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი. ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართა. მარინა კალიურანდი - საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა გასულ წელს მშფოთვარე და ქაოტური იყო - ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ბევრი რთული საკითხის განხილვა მოგვიწევს. წავიკითხე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციიდან 80% უკვე შესრულებულია - ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ლუკ დევინი - საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს. რატი ბრეგაძე - დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება - ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კარგის მეტი არაფერი გაგვიგია - თუკი ვინმე გვაკრიტიკებს მან შესაბამისი არგუმენტები უნდა მოიყვანოს. ჯიმ ო’ბრაიენი - საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას ქმნის. ნაჩო სანჩეზ ამორი - 12 პუნქტთან შესაბამისობის პროცენტები საკმარისი არ არის, ეს ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ პოზიციაზეა. მარინა კალიურანდი - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა - არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა - საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას. მაკა ბოჭორიშვილი - ძნელია ევროპარლამენტის მიერ მიღებული სამი რეზოლუციის უგულებელყოფა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოზე მცდარი წარმოდგენების შექმნას - ველით, რომ ევროკავშირი სამართლიანი შეფასებების საფუძველზე წელს სტატუსს მოგვანიჭებს. ჩვენ საკუთარი თავი მივუძღვენით 12 რეკომენდაციის შესრულებას და მათი უმეტესობა სრულად შესრულებულია, მიუხედავად ამისა, რომ სტატუსის არმინიჭებამ ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ანა წითლიძე ასოცირების კომიტეტს - ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. გენადი არველაძე - ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. გიგა ლემონჯავა - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. რომეო მიქაუტაძე - საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ მის როლს, როგორც მწვანე ენერგიის განვითარების ჰაბს რეგიონში. ხატია დეკანოიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორი ამბობს, რომ რუსეთში გაზრდილია ელექტრო ტვირთების შეტანა და ამ კონტექსტში საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, 5 პრობლემურ ქვეყანას ასახელებს, მათ შორის, საქართველოს. მაია ბითაძე მარინა კალიურანდს - ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია - ზოგიერთი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მარინა კალიურანდი მაია ბითაძეს - ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად! თეა ახვლედიანი ასოცირების კომიტეტს - ვწუხვარ, რადგან ვხედავ მზადყოფნას, რომ საქართველოს ლიდერთა განცხადებებს ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს - ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერის განცხადება ანტიდასავლური იყო, კონტექსტი იყო სხვაგვარი. ლუკ დევინი - რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. კოსმა ზლოტოვსკი - შესაძლოა, კეთილი ნების ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება - ის თუ როგორ ეპყრობა მას ხელისუფლება, იმედგაცრუებას იწვევს ბევრი ევროპარლამენტარისთვის. ჯოზას ოლეკასი - გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ, თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. იენს სტოლტენბერგი - უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. შალვა პაპუაშვილი - ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა.

      დეკლარაციული - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას გულისხმობს.

      უფროსობა ეროვნულ ბანკში - გიორგი კაპანაძე - ხელისუფლების ამოცანაა, ხელში ჩაიგდოს ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ეროვნული ბანკის ჩათვლით, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საბანკო მონოპოლია. ალუდა ღუდუშაური - მას, ვინც ამბობს, რომ ლაშა ხუციშვილის დანიშვნით ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა წაერთმევა ან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი არ აქვს წაკითხული ან წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ცრუობს, რომ შეიძლება ცხვირი გაეზარდოს. არჩილ მესტვირიშვილი კანონში ცვლილებებზე - ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენ პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალთ - სებ-ი მისი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

      გელათის სამონასტრო კომპლექსში, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, უცხოელი ექსპერტები იმყოფებიან.

      დავით ნარმანია - მინიმუმ 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

საზღვარგარეთულები:

      ომის ქრონიკებიდან - კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. მერი - ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში 3 ადამიანი დაიღუპა. რიშცუკის თქმით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. რიშჩუკის თქმით, ქალაქი 90%-ზეა დატბორილი და ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე სამ მეტრს აღწევს. რუსებმა ქალაქი უკრაინსკი დაბომბეს, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ემანუელ მაკრონი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე - საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის. ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს. თეთრი სახლი - კახოვკის კაშხალი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და ამ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატო-ს წევრებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ - სახიფათოა უკრაინის ნატო-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვებაც. უკრაინის გენშტაბი - კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად ოკუპანტებმა ზარალი განიცადეს. ბრიტანეთის ელჩი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე - უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეკვივალენტი არ აქვს, ეს არ არის „კონფლიქტი“ მეზობლებს შორის. მედია - ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი. გუბერნატორი - ხერსონის ოლქში მინიმუმ 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიტბორა - ევაკუაცია გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა.

      ხანძარი კანადაში - კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, დაბინძურებული ჰაერის გამო მილიონობით ადამიანს პირბადეების გამოყენებას ურჩევენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters