ქეთევან პოპიაშვილი

      ტოტალიტარიზმის არსებობისათვის აუცილებელია ე. წ. მასის არსებობა. მასას წარმოადგენს არა „ხალხი“, არამედ იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც პოლიტიკური თუ კლასობრივი ინტერესების გარეშე დარჩა, რომელიც გულგრილია საჯარო საქმეების და სივრცის მიმართ.

      ტოტალიტარული მოძრაობები არსებობს იმ, სამყაროში, რომელიც თავისთავად არ არის ტოტალიტარული. მათი პროპაგანდა მიმართულია არა ტოტალიტარული ფენისადმი ქვეყნის შიგნით და არა ტოტალიტარული ქვეყნებისაკენ საზღვარგარეთ. უკვე ხელისუფლებაში ყოფნისასაც პროპაგანდა მიმართულია საკუთარი მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც არასაკმარისად მორჩილია ან არ იზიარებს მოძრაობის ჭეშმარიტ მიზნებს. მას შემდეგ, რაც საკუთარი მოსახლეობა აღარ საჭიროებს ზეწოლას, პროპაგანდა სრულად არის მიმართული გარე სამყაროსაკენ. „რაც უფრო დიდია ტოტალიტარულ რეჟიმზე ზეწოლა გარე სამყაროსგან - ზეწოლა, რომელიც რკინის ფარდის მიღმაც კი შეუძლებელია სრულად იქნას იგნორირებული, - მით უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ტოტალიტარული დიქტატორები პროპაგანდაში“.[1] ტოტალიტარული მთავრობების იზოლაციის გაზრდასთან ერთად პროპაგანდას ჩაანაცვლებს ინდოქტრინაცია, რომლის აუცილებელი მეწყვილეა ტერორი.

      პროპაგანდა საჭიროა „ფსიქოლოგიური ომის საწარმოებლად“. იქ, სადაც ტერორი მძვინვარებს ( მაგალითად საკონცენტრაციო ბანაკები), პროპაგანდის საჭიროება აღარ არსებობს. ტერორი გაცილებით დიდი დოზით ახასიათებდა ნაციზმს, ვიდრე კომუნიზმს. მასობრივი ტერორის ფორმა ხშირად ასრულებს ძალის პროპაგანდის როლს. რომელიმე პარტიის კუთვნილება ადამიანებს უჩენს უპირატესობის, დაცულობის გრძნობას.

      ტოტალიტარულ პროპაგანდას არ ახასიათებს ადამიანებისადმი პირდაპირი მუქარა და დანაშაულებები, არამედ დაშინების შემცველი მინიშნებები, არაპირდაპირი მუქარა და სხვა. ნაცისტური პროპაგანდა აშინებდა ადამიანებს, რომ ბუნებისა და სიცოცხლის მარადიულობის კანონების წინააღმდეგ არ წასულიყვნენ, კომუნისტების შემთხვევაში ადამიანები უნდა დამორჩილებოდნენ ისტორიისა და კლასობრივი ბრძოლის კანონზომიერებებს.

      ტოტალიტარული პროპაგანდა „მეცნიერულ“ მტკიცებულებებს ეფუძნება, ეს არის საერთო მასობრივი რეკლამისა და მასობრივი პროპაგანდისათვის. ორივე შემთხვევაში მეცნიერება მხოლოდ „ძალაუფლების სუროგატია“. 

      ტოტალიტარულ პროპაგანდას აქვს პრეტენზია მეცნიერულ წინასწარმეტყველებაზე „შეუმცდარი წინასწარმეტყველების მეთოდი ტოტალიტარული პროპაგანდის ნებისმიერ სხვა იარაღზე მეტად ააშკარავებს მის საბოლოო მიზანს მსოფლიო დაპყრობისა, რადგან ტოტალიტარულ მმართველს მხოლოდ სრულიად მისი კონტროლის ქვეშ მყოფ სამყაროში შეუძლია მოახდინოს ყველა თავისი ტყუილის რეალიზება და ჭეშმარიტებად აქციოს ყველა წინასწარმეტყველება“.[2]

      ტოტალიტარული პროპაგანდა სასტიკად უსწორდება ჯანსაღ აზროვნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს თავისი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. მასები ემორჩილებიან გამოგონილ სტაბილურობას. პროპაგანდა ცდილობს გადავიდეს რეალობიდან გამონაგონში და აღკვეთოს შემთხვევითობები.

      ტოტალიტარული პროპაგანდის უპირატესობის მიზეზი არის ის, რომ თავის თავს წარმოაჩენს როგორც რეალურ ხელშეუხებელ ელემენტს, რომლის განხილვაც არ შეიძლება. ასეთი იყო ნაცისტურ გერმანიაში რასიზმი და ანტისემიტიზმი - მათი მართებულობა არავითარ განხილვას არ ექვემდებარებოდა.[3]

      ჩემი აზრით, ტოტალიტარული პროპაგანდა ახორციელებს რა ტყუილის სიმართლედ წარმოჩენის პროცესს გააზრებისა და განხილვის გარეშე, ამისთვის იყენებს ძალადობასა და ტერორს, თავის თავშივე მოიცავს უეჭველ მარცხს.

      როგორიც არ უნდა უმოტივაციო იყოს მასა და ერთგული ელიტა,, დგება დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - ტყუილს ტყუილი, ძალადობას ძალადობა. ამ მომენტში ტოტალიტარი ლიდერი კარგავს ყველანაირ დასაყრდენს და განწირულია მარცხისათვის.

      უახლოესი წარსულიც და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებაც გარკვეულწილად შეიცავს ტოტალიტარული ფორმაციის გარკვეულ ნიშნებს და არც მისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის თვისებებისგანაა  თავისუფალი. დემოკრატიული ხელისუფლება და თავისუფლებაზე პრეტენზიის მქონე მოსახლეობა ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ დაირღვეს ჭეშმარიტი დემოკრატიის პრინციპები. 


[1] არენდტი, ჰანნა, ტოტალიტარული მოძრაობა, 356-357.

[2] არენდტი, ჰანნა, ტოტალიტარული მოძრაობა, 366.

[3] არენდტი, ჰანნა, ტოტალიტარული მოძრაობა, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, 341-427. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

ნახვა: 1631

ტეგები: აზროვნება, არენტდი, მოძრაობა, პროპაგანდა, ტოტალიტარიზმი, შთა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters