ჩვენი ანუ მოსახლეობის გადახდილი გადასახადების უდიდესი ნაწილი ჩვენზე ანუ მოსახლეობაზე მზრუნველ ადმინისტრაციულ რესურსზე რომ იხარჯება, ეს ვიცით და მივეჩვიეთ (რა პრობლემაა, სადაც 10 კაცი აკეთებს 5 კაცის საქმეს, ბარემ 40-მა გააკეთოს - ეს ხომ 40 ხმაა არჩევნებზე + მათი ოჯახების ხმებიც). ამის პარალელურად, ჩვენი ანუ მოსახლეობის ფული იხარჯება სხვადასხვა პროექტებზე - იქნება ეს ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათებების და ღობეების განახლება, სკვერების რეაბილიტაცია და ა.შ. (ფულია ასათვისებელი და ხალხი მოსამადლიერებელი - არჩევნების წელია). თან „რაც უმფრო კარგს გააკეთებენ... და მოსაწონს“, მით უკეთესი. ამას გარდა, მე მაქვს კიდევ ერთი იდეა რაში შეიძლება დაიხარჯოს ჩვენი ანუ მოსახლეობის ფული, ისე რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მადლიერი იყოს (ამჯერად ავტობუსებზე არ ვსაუბრობ. ცხადია, ეს ერთ-ერთი მოწინავე პრობლემა მგონია, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის?! თან მაინც არ დანიშნავენ და...). ცოტა კი მიკვირს, შოშია გოგოლაძის ქვეყანაში, სადაც ყველაფერი „შვილებისათვის“ კეთდება, აქამდე როგორ ვერ მოიფიქრეს, მით უფრო, რომ ზემოთნახსენებ სკვერებში, ყველაზე მეტად, ბავშვებს, სწორედ დეკორატიულ აუზებში ჭყუმპალაობა მოსწონთ. ჰოდა, დამებადა იდეა.
რამდენი უბანია ნეტავ მცხეთაში? თითოეულ უბანში ერთი ან ორი აუზი რომ დავდგათ რამდენ ბავშვს გავახარებთ? (დავდგათ, იმიტომ დავწერე, რომ ის ფული, ჩვენი ანუ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა აიღონ). განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობენ მცხეთის ნაწილად ყოფნას - მაგალითად ჩემს უბანში (აზნევ(ფ)თი - სახელი მაინც შეუცვალეთ), მაგალითად, სადგურის უბანში - მეცამეტე რაიონს რომ ჰგავს ცნობილი ფილმის მსგავსად, არმაზში, ნარეკვავზე და ა.შ.
აბა რას იტყვით? იდეა ისეთია ბავშვებს რომ გაახარებს, შესაბამისად ბავშვის მშობლებსაც, ცოტა ფულიც დაიხარჯება (გატყდება) და ყველა ბედნიერი იქნება (ეს ცოტა დაახლოებით 12-14 ათასი ლარია. 20-25 კარკასული აუზი, თავისი სრული კომპლექტაციით, ფილტრებით, ტენტებით და ა.შ. P.S. მომავალ წელსაც გამოიყენებთ).
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია