გუშინ ბეღურას ველაპარაკე... არ მინდა ახლა, შენ მისი ენა რა იციო და ასეთები... ვილაპარაკეთ და მორჩა!.. მოკლედ, ჩემნაირი სულია ისიც და ლაპარაკიც არ გაგვჭირვებია... ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვყოფილვართ, საერთოს რომ ვერ პოულობ, იცი ვერ გაიგებს, შენებურად რომ დაუწყო ბაასი და დიდი გაჭირვებით ცდილობ, რამე ამოღერღო ისეთი, აღმართული კედლის მიუხედავად, ცოტა მაინც რომ მიაწვდინო ხმა...
ჰო, მოკლედ, მელანქოლიით შეპყრობილი ვიდექი ფანჯარასთან და ისიც ზუსტად ამ მდგომარეობით მოფრინდა... ერთმანეთს შევხედეთ და ეგრევე მკითხა, რამე გვეშველებაო?.. რა უნდა მეთქვა... რაც დრო გადის, თანდათან ეჭვი მეპარება-მეთქი, ძლივს გასაგონად ვუთხარი... მეც ეგრე ვარო... ჩვენ რა, ვითომ ამ დედამიწელები ვართ-მეთქი? - გავუგრძელე... მან მიპასუხა:
- ჩვენ შემთხვევით აღმოვჩნდით აქ... გავლით ვართ...შენც იცი, რომ აქაურები არ ვართ... როგორ ფიქრობ, ჩვენ ნორმალურები ვართ თუ არანორმალურები?.
- არც ერთი და არც მეორე... თუ...
- მეც ეგრე ვფიქრობ...
- ჩვეულებრივ, სიკვდილი ერთხელ მოდის, მაგრამ არის ხოლმე დღეები, როცა ჩვენ ერთხელ კი არა, მეტჯერაც ვკვდებით... ჩვენ ადამიანების განსხვავებულ სახეობას მივეკუთვნებით... მათ, დანარჩენებმა, "იციან" რა არის რეალობა, ჩვენ კი, თავი ათასობით ეჭვით და შეკითხვით გვაქვს გამოტენილი და წარმოდგენაც არ გვაქვს, რა არის რეალობა და რა - ილუზია...
- იმათ, ზოგჯერ ისიც ავიწყდებათ, რომ ერთ დღეს, ამ სამყაროში მოკვდებიან და მერე, ჰერი ჰერიიი... ჩვენ კიდე, ხანდახან ისე ვეძლევით სასოწარკვეთილებას, გვავიწყდება, რომ ცოცხლები ვართ და რაღაცის გამოსწორების შანსი ისევ არის... თუმცა, იმდენი ხანია ველოდები ამ რაღაცის გამოსწორებას, უკვე ამაშიც ეჭვი მეპარება...
- ხანდახან, ისე მინდა შორს წასვლა, ყველასგან და ყველაფრისგან... ცოტა ხნით, ერთი დიდი გაქცევა...
- სადაც არ უნდა წახვიდე, შენს პიროვნებას მაინც ვერ გაექცევი... მთელი დედამიწაც რომ შემოირბინო, ყველგან შენი ფიქრები დაგხვდება, კლიმატის გამოცვლა არ შველის, არ აორთქლდებიან... თუმცა სიკვდილი... მაგრამ არ გვინდა ახლა ამაზე...
- იცი, ხანდახან, მართლა გამირბენს ხოლმე გონებაში სიკვდილი... რა უნდა ბოლოს და ბოლოს, თუ სისხლის დანახვა და ყელზე თოკი არ შეგიძლია, ადგები და ფანჯრიდან გადახტები... მაგრამ წარმოიდგინე ყველაფერი...................................................... (ადგილს ვტოვებ შენი ნაფიქრისთვის)... ძლიერები იკლავენ თავს თუ სუსტები?..
- მე მგონია, რომ თუ სიკვდილს გადაწყვეტ და ასრულებ კიდეც, ძლიერი ხარ, იმიტომ, რომ გამბედაობა გყოფნის, იმ გზას დაადგე, რომელზეც არც კი იცი, რა გელოდება, აზრზე არ ხარ და მაინც რისკავ, უკეთესის იმედით... მაგრამ ასევე მგონია, რომ ვინც სიცოცხლეს არჩევს, ისინიც ძლიერები არიან, იმიტომ, რომ ამქვეყნად ცხოვრება ბევრი სატანჯველითაა სავსე და არც აქ იცი, რა მოხდება, თუნდაც ერთ წუთში... სიკვდილს აირჩევ თუ სიცოცხლეს, არც ერთ შემთხვევაში გაქვს გარანტია, რომ წინ უკეთესი გელოდება...
- "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"...
- "ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,
გაზაფხულის საღამოა მშვიდი"...
წვიმა იწყება ნახე...
- მმმმ... რა კარგია... გავალ და სახეს მივუშვერ..
- ჰო, მეც წავალ, ვიფრენ სანამ გადაიღებდეს... მერე ისევ მოვალ და ემოციებს გაგიზიარებ...
- კარგი დროებით... შენ ჩემზე უფრო თავისუფალი ხარ... შეგერგოს ტკბილად...
გაეღიმა... მითხრა, წვიმამშვიდობისაო და გაფრინდა...
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია