სულ ტყუილია,

რომ ამბობენ,

ვარსკვლავები

მხოლოდ ცაში ციმციმებენო...

მე გუშინ გოგო ვნახე,

განათებული სახით მოდიოდა და

ეღიმებოდა...

ცის მაგივრად,

ყველა ვარსკვალავი

მის მწვანე თვალებში ციმციმებდა...

მისი სიხარული გამეხარდა,

გამეღიმა,

და მივხვდი,

ხანდახან,

სრულიად უცხო ადამიანსაც კი

შეუძლია

თავისი სიხარული გადმოგადოს...

მის სახეზე

ბედნიერი წუთები იყო

აღბეჭდილი...

იმ წუთას,

მთელი სამყარო

მას ეკუთვნოდა...

მათ შორის, მეც...

ვარსკვლავებიან გოგოს

ხელში გვირილები ეჭირა და

მათგან არც ერთს

არ აკლდა

პატარა,

თეთრი ფურცლები...

ნახვა: 452

ტეგები: Qwelly, ბლოგი, პოეზია, რესტლესი, ტყუილი

თათია: ივლისი 3, 2014||10:54pm

თამო გეთახმებიიი, მეც ბევრჯერ მინახავს თვალციმციმა და გაცისკროვნებული ადამიანი... მიხარია, ღმერთმა ამრავლოს! :)

Restless: ივლისი 4, 2014||8:36pm

მიხარია - სხვისი სიხარული :)

თა _ მო: ივლისი 4, 2014||11:00pm

არასდროს დამავიწყდება სკოლის პერიოდში სახლში დაღლილი მივდიდოდი და ვიღაც უცნობმა გოგომ ისე გამიღიმა, რომ უცებ ჩემი დაღლილობა სადღაც გაქრა :) იმის მერე მეც "დებილივით" მომღიმარი დავდივარ ხოლმე :D 

mariami: ივლისი 5, 2014||7:37pm

გოგო:*** გვირილებით...:)) მაგარია..ყველა გვირილა ერთ პასუხს ეტყოდა და აღარ სჭირდებოდა გვირილისთვის ფურცელი მოეკლო  და იმიტო ! :)

Restless: ივლისი 5, 2014||9:10pm

ისე იყო დარწმუნებული, რომ გვირილებისთვის კითხვა არც სჭირდებოდა :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters