წამიანი ინტერვალებით მესმის,
როგორ კენკავს დრო
ჩემს ყოფნას...
ვეღარ გაუძლო დაწყვეტილი
ნერვების გროვამ
და დავამტვრიე ღამისფერი
ყველა ისარი...
გული ისე ცემს,
უეჭველი საზღვრებს სცილდება,
მისი ბიძგების ბალი
ალბათ ლავიწს გაბზარავს...
ვგრძნობ, რომ ვილევი...
ღამე ავსებს ვენებს სიგიჟით...
კლავიშებს ვახრჩობ სინაზეში
სუსტი თითებით,
მელანქოლია ყურებს იცობს,
სახეს იფარავს,
ვეღარ გაუძლო ბეთჰოვენის
"მთვარის სონატას"
და ყელში მეცა გააფთრებით,
ცოტაც,
დამახრჩობს...
მაგრამ როგორღაც ხელებიდან
მაინც ვუსხლტები...
ჰოდა ფიქრები:
კედელს გავყვები ფანჯრებისკენ,
გადადებული,
და დაასკდება მიწას ჩემი
ცივი სხეული...
ნახვა: 446
ტეგები: Qwelly, Tamuna_Restless_blog, blog, qwellyblog, ბლოგი, დღიური, თამუნა_თხელიძე, მელანქოლია, ქველი, ქველიბლოგი, მეტი...ჩანაწერი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია