დღის ამბები მოწყენილი დღეებივით მიეწყო, სიგრილეს და სიმშვიდეს მრავალფეროვანი ამბებიც მოყვა. გამოკვეთილ სიახლეებს რაც შეეხება, ძირითადად თბილისის ამბავს უკავშირდებოდა, ინსპექტორს, ოქრუაშვილი ახალ პარტიას, მაგრამ მთავარი თემა მაინც პომპეოს ქართული გამოსვლები იყო.
თბილისის მშენებლობა - კახა კალაძე - მიდგომა, რაც თბილისში წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, კატეგორიულად მიუღებელია. თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი - ინვესტორებისგან ინტერესი მაღალია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ინტერესი შევინარჩუნოთ. კვლევის მიხედვით, გაზრდილია დედაქალაქში ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. კახა კალაძე - ვერეს ხეობის სახიფათო ზონებში მშენებლობები არ მიმდინარეობს. კახა კალაძე - მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. კვლევის თანახმად, წერეთლის გამზირზე, ჰაერში მტვრის მცირე ზომის ნაწილაკების PM10-ის საშუალო რაოდენობა წლიურ საშუალოზე მაღალია. კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მაგრად მიმდინარეობს.
ინსპექტორის არჩევა - განათლების სამინისტრო სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - დღეს მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია, რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს. ლევან გოგიჩაიშვილი - ლონდა თოლორაია მაშინ იყო პროკურორი, როცა "სნიკერსის" ქურდობის გამო, ბავშვებს 10 წლით ციხეში უშვებდნენ - “ოცნებამ" ადეიშვილის მემკვიდრეობა შეისისხლხორცა.
ოქრუაშვილის პარტია - კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაზე - ყველა პოლიტიკოსს მოსახლეობა პასუხს 2020 წლის არჩევნებზე გასცემს. სოსო რობაქიძე - სირცხვილი იქნება თუ გუბაზ სანიკიძე „ნაცების“ ოჯახში ამოყოფს თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი. გუბაზ სანიკიძე - სოსო რობაქიძეს პატივს ვცემ, მაგრამ თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს. ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. გიგა ბოკერია - ოქრუაშვილის პარტიის შექმნა არ მიმაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად - ამ პარტიასთან არასდროს ვითანამშრომლებთ. ირაკლი ოქრუაშვილი - თუ სოსო რობაქიძეს ჩემთან საუბარი უნდა, იცის სად მომძებნოს - სიტყვებს ვარჩევ, არ გადავიდე ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს.
წითელა მოუშორებელი - პაატა იმნაძე - ჯერჯერობით წითელა თავს არ გვანებებს.
ისტორიული ხარაგაული - ხარაგაულში არქეოლოგებმა შუა პალეოლითის ძეგლი აღმოაჩინეს.
პრეზიდენტი და პრემიერი საერთაშორისოდ - Associated Press-ი სალომე ზურაბიშვილზე - ქართველი ლიდერი ნატო-ს მომავალს ხედავს, რუსეთის მიმართ კი, ხისტ ხაზს ეძებს. სალომე ზურაბიშვილი - დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა. მაიკლ პომპეო - პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. მაიკლ პომპეო - იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. მამუკა ბახტაძე - საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის დონე უსაფრთხოების სფეროში დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა. მაიკლ პომპეო - პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით. მაიკლ პომპეო - დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაადასტუროს, რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს. საქართველოსადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა. გიგა ბოკერია მაიკლ პომპეოს განცხადებაზე - დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას, თუ მთავარი პარტნიორის მხრიდან ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ ანაკლიის პროექტს ჩააგდებს. ეკა გიგაური მაიკლ პომპეოს განცხადებებზე - ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ კონკრეტული საკითხები, მე მგონი, პირველად იყო ნახსენები. მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში.
საგანმანათლებლო მივლინებები - განათლების სამინისტრო სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
უგანაჩენობა უპროკურორობაში - ზვიად კუპრავას საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, პროკურორი არ გამოცხადდა. ზვიად კუპრავას რამდენიმე დეპუტატი თავდებში უდგება.
ბოკერია პარლამენტში - ზაზა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძეს - ან გააძევეთ ბოკერია დარბაზიდან, ან რაც მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, ვინც ამას იტანთ. გია ვოლსკი - გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო! ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენგან განსხვავებით, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებია მამაკაცი. ოთარ კახიძე ვოლსკის - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ისინი არ მონაწილეობდნენ იმ საშინელ რაღაცებში და ჩვენ ვმონაწილეობდით? ადა მარშანია „ქართულ ოცნებას“ - ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშიზმზე გელაპარაკებათ თქვენ, ახია თქვენზე. ზაზა პაპუაშვილი ოპონენტებზე - ზიზღის, დამცირების და შეურაცხყოფის ენა მათი მოგონილია - ამაზე პასუხი არ გაეცეს, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. თამარ ჩუგოშვილი - ძალიან აგრესიული ოპოზიცია გვყავს - არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში ხულიგნობის ნიშნები შემოაქვთ.
ენერგეტიკა და სანდოობა - „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - J.P. Morgan შეფასებით, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობს.
მაშველი გოგონები - ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას წელს მაშველი გოგონებიც დაიცავენ.
საზღვარგარეთულები:
ტომოსი უკრაინაში - უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი - ამ ტომოსს ჩვენ ვერ მივიღებთ - მისი არსი რომ გვცოდნოდა, ხმას არ მივცემდით ავტოკეფალიას.
ვატიკანის გმობა - ვატიკანი - ვგმობთ მოსაზრებას, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ.
მექსიკა და ამერიკა - მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, მექსიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
ბრიტანეთის არჩევნები - დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო.
უკრაინული დასუფთავება - ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვნით, 13 გუბერნატორი გაათავისუფლეს. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ რადას დათხოვნაზე ვლადიმირ ზელენსკის განკარგულების განხილვა დაიწყო.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია