გამოცდების განრიგი, ამერიკული რჩევა-დარიგებები და პორტის ამბები

      როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საქართველოს შესახებ გაჟღერებულ ყოველ ამერიკულ ხმას, მეორე დღეს მთელი ქვეყნის აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. არც გუშინდელი ამბავი იყო გამონაკლისი. ამიტომ, დღის მთავარი თემა ბახტაძის ამერიკა და პომპეოს გამოსვლა იყო. სხვა ამბები ანაკლიის პორტსა და გამოცდების განრიგს უკავშრდებოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ივნისი, 2019/

      ტაქსის რეფორმა და თბილისის ამბები - კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ იაფი სესხი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები. თბილისში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად კიდევ 21 ოჯახს გადაეცემა. ეკა ლალიაშვილი - ვფიქრობ, იაფი სესხით ტაქსის მძღოლებს არამხოლოდ ავტომობილების ჩანაცვლება, მათი მოწესრიგების საშუალებაც უნდა მიეცეთ.

      პრემიერი ამერიკიდან - მამუკა ბახტაძე - ჩვენ ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია. ჩვენ ვართ წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და გვსურს, ეს წარმატება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონეა. ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან და ვეხმარებით კონსორციუმს, რომ ვალდებულებები მათაც შეასრულონ. მთავრობა „ანაკლიის კონსორციუმის“ თხოვნას ფინანსური დოკუმენტის წარდგენის გადავადებაზე მხარს დაუჭერს. საპარლამენტო მოდელი გაზრდილი საპარლამენტო როლით საუკეთესო მოდელი იქნებოდა, რომ საქართველო კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ამერიკა გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად საქართველომ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან ბოძაშვილი - პომპეოს განცხადება ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი აშშ-ს სტრატეგიული ინტერესია. დავით ზალკალიანი - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხრიდან პოზიტიურად იყო აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ეკა ბესელია - როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სასურველად შეფუთოს, არ გამოვა - ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა. გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს განცხადებაში დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე. მამუკა ბახტაძე - წარმატებით განხორციელებული რეფორმები საქართველოში ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს. დავით ბაქრაძე - რაც უფრო კარგად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რაც ასე საჯაროდ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მით უკეთესია მისთვის. მამუკა ბახტაძე - ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე.

      პორტის გადავადება - მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს. იმედია, რომ აღარ დაგვჭირდება გადავადება - არავისთვის არაა სასურველი პორტის მშენებლობის ვადების გადავადება. სალომე სამადაშვილი - შემაშფოთებელია, როცა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს პრემიერის გაფრთხილება უწევს, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დასავლეთისთვის. დავით ზალკალიანი - მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ანაკლიის პროექტის განვითარებაში. რომან გოცირიძე - იმედია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მკაცრი განცხადება ანაკლიის პროექტის მტრებს გონს მოიყვანს. ნათია თურნავა - ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია და ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული, კომერციულად მიმზიდველი პროექტი.

      გამოცდების განრიგი:

      საბაკალავრო გამოცდები:

  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
  • 5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
  • 5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
  • 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

      საერთო სამაგისტრო გამოცდები:

  • 17 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
  • 18 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
  • 22 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
  • 23 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
  • 24 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

      განკურნება სულაც არ უნდათ! - ზურაბ ჭიაბერაშვილი - ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული.

      სარაგბო წარმატება - საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხა.

საზღვარგარეთულები:

      დემონსტრაციები ჰონგ-კონგში - ჰონგ კონგში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

      სიკვდილით დასჯა კორეაში - ჩრდილოეთ კორეაში 318 ადგილი აღმოაჩინეს, სადაც ოჯახის წევრები ახლობლების სიკვდილით დასჯას ესწრებიან.

      უსაფრთხო მექსიკა - აშშ მექსიკის უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას გეგმავს.

      სააკაშვილის გაერთიანება - მიხეილ სააკაშვილი ანატოლი გრიცენკოსთან გაერთიანდა. მიხეილ სააკაშვილი - პარტიები თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდიან. მიხეილ სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს - თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters