შედარებით მშვიდად ჩავლილი დღე გამოდგა, ამინდმაც მაინცდამაინც არავინ შეაშინა და არც არავინ დააცხუნა - ღრუბლიანობამ საკმაოდ უშველა დედაქალაქს. თუმცა, სინოპტიკოსები სეტყვა-წვიმებს ჯერ კიდევ გვიანონსებენ. დღის მთავარი ამბები უკავშირდებოდა არჩევნებში გამარჯვებას, ინსპექტორის თანამდებობას და საბანკო-სალარო ამბების საპარლამენტო განხილვას.
არჩევნებში გამარჯვება - 31-ვე უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო. შალვა შავგულიძე - სამწუხაროდ, ამჯერად ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. ცესკოს თავმჯდომარე ამომრჩევლებს მადლობას უხდის. მამუკა ბახტაძე ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. სერგი კაპანაძე - გუშინ პირდაპირ იყვნენ შეთამაშებული პოლიცია და ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებზე. ოთარ კახიძე - როცა „ოცნების“ კონტროლქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი და სუპერ უმრავლესობა გაქვთ, გაუგებარია, არჩევნებზე კრიმინალური სამყაროს გამოყენება. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ წაგება აღიაროთ და ადამიანს გამარჯვება მიულოცოთ.
პრემიერი ამერიკაში - მამუკა ბახტაძე მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა. მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კანადასთან მიმდინარეობს მუშაობა “ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე”.
ოქრუაშვილის ახალი პარტია - ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები სავარაუდოდ, კოტე კემულარია და გუბაზ სანიკიძეც იქნებიან. ირაკლი კობახიძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაზე - 450 პარტიაა საქართველოში, მომავალ არჩევნებამდე ალბათ, მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება.
ჯილდოების სიმცირე - თამარ მეფის ორდენი შესაძლოა, მხოლოდ ქალებისთვის აღარ გაიცეს. სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შემცირდება.
შემცირებული სტატისტიკა - საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა.
ინსპექტორის ადგილი - რომან გოცირიძე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებზე - ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ამა თუ იმ პოსტზე შემოდის, ივანიშვილის ხელისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯია. სულხან სალაძე - სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებს. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს. გიორგი ტუღუში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ლონდა თოლორაია - ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი ვარ. გიორგი ტუღუში ლონდა თოლორაიას - ხედავთ თუ არა პრობლემას, რომ დღეს თქვენ ხართ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი? ლონდა თოლორაია - ის ცოდნა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში დავაგროვე, მხოლოდ წაადგება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ლონდა თოლორაიას განცხადებით, მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის პოსტი არავის შეუთავაზებია და განაცხადი საკუთარი სურვილით გააკეთა. ანრი ოხანაშვილი - ლონდა თოლორაიას საზოგადოების მხრიდან აქვს დიდი ნდობა, ამიტომ დავუჭირეთ მხარი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე.
მრავალმილიონიანი მივლინებები - სამ თვეში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მთავარი ბანკირი პარლამენტში - რომან გოცირიძე - ეროვნულ ბანკის იდეაფიქსი არის რეზერვების შევსება და არა ლარის სტაბილურობა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - კობა გვენეტაძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ აპირებს ეროვნული ბანკი, რომ ჩვენი მოქალაქეები ფასების ზრდისგან დაიცვას. ზურაბ ჭიაბერაშვილი კობა გვენეტაძეს - რატომ შეგეშალათ ეკონომიკური ზრდის 6-თვიანი პროგნოზი? რამ გამოიწვია თქვენი იმედი. რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს - რატომ არ აძლევთ და როდის მისცემთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების გამოშვების უფლებას? კობა გვენეტაძე - წერილი მივიღეთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს სურვილი აქვს კორპორაციული ფასიანი ქაღალდები გამოუშვას, ამ თემაზე მათთან შეხვედრა შედგა.
პორტის თემის დაბრუნება - გიორგი ქობულია მზადაა პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს და ამჯერად ფოთის პორტთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბროს. გიორგი ქობულია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენდირექტორის განცხადებაზე - იმ ბრძანების საქმის კურსში არ ვიყავი, რომელიც კაკაურიძემ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდეგ გამოსცა. გიორგი ქობულია - ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება, ეს არ იქნება სამართლიანი. გიორგი ქობულია - ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა. გიორგი ქობულია - რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი, დაფინანსების მით უფრო დიდი შანსი აქვს ანაკლიის პორტს, რადგან მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებზე. „ანაკლიის კონსორციუმი“ - აქციების ემისიაზე ეროვნულ ბანკში განაცხადს უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში არაერთხელ მქონდა განცდა, რომ ჩვენ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების.
ოსეთის არჩევნები - აშშ არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებს და რუსეთს 2008 წლის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს.
საზღვარგარეთულები:
ულტიმატუმის ენა - აშშ თურქეთს ულტიმატუმს უყენებს - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა. ოფიციალურმა ანკარამ ივლისის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, შეიძენს რუსულ საზენიტო სისტემა С-400-ს თუ ამერიკულ F-35 ტიპის მოიერიშეს. აღნიშნული ულტიმატუმი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰენმა თავის თურქ კოლეგას აკარ ჰულუსის წერილობითი სახით წაუყენა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია