მიუწვდომელი, ფერდაკარგული, სახე გამკრთალი, თვალებჩაცვენილი, შორი–შორს და სწრაფად დგამდა ნაბიჯებს. თითქოს ეჩქარებოდეს სადმე...  ჩემი აზრით, მეტად ჩაფიქრებული და გულჩათხრობილი გამოიყურებოდა გოგონა, მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ.... არადა მე მის ასაკში რა ლაღი ვიყავი...

        მიდიოდა   და თითქოს თან მიჰქონდა მთელი სამყარო... გარშემომყოფებიც მიჰყავდა თავის კარჩაკეტილ სასახლეში...  კარი ისე იყო ჩაკეტილი რომ მეეჭვება ამ სიფრიფანა და ფერგამკრთალმა თითებმა მოახერხონ მისი გახსნა...

        ცოტა მოშორებით მიდიოდა კაცი...  მისი შემხედვარე წყლით სავსე ადუღებული მყვირალა ჩაიდნის ასოციაცია შემექემნა... ნეტავი თუ გაუღებს კარს... და გავიფიქრე... ეს ნეტავ მე შემეძლოს იმ კარის გაღება მეთქი... და სინანულით შევხედე მას...

         გოგონა გაზაფხულს ვამსგავსე, სწორედ რომ გაზაფხულს... ხან მოწყენილი მიდიოდა ხან კი მატყუარა ღიმილი დასთამაშებდა  მის ბაგეებს ... ოდნავ აწითლებულ ლოყებს გაწევ–გამოწევდა და ამით მთავრდებოდა ყველაფერი...

           მე ვფიქრობ რომ გოგონა ისე იყო გართული ფიქრებში რომ სულაც არ აინტერესებდა დროის წინ სვლა, ასე მგონია მას ეს უკუსვლადაც მიაჩნდა....  მე მივდევდი აჩრდილივით და თვალს არ ვაშორებდი... თითქოს მის მეორე „მე“–დ მინდოდა ყოფნა. ასეთი საოცარი სურვილებით შებყრობილმა თვალებზე თითები მივიფარე, თითქოს ამით წავშლიდი ჩემს ფიქრებსა და აზრებს, ჩემს სურვილებს ხაზს გადავუსვამდი... 

     გაინთერესებთ რა გავიფიქრე?! ხოო სწორედაც რომ გავიფიქრე...   მოვინდომე მისი დაკეტილი კარის გაღება, თითქოს გასაღები უკვე ხელში მეჭირა... ამ ფიქრებში გართულს სულ დამავიწყდა, საით წავიდა... დავკარგე თითქოს ის ფერდაკარგული გოგონა. მივიხედ–მოვიხედე და დავინახე... ან როგორ გამოეპარებოდა ჩემს ძებნაში გამოცდილ თვალებს მისი წვრილი და ოდნავ უსწორ–მასწორო ფეხები...  რომ დავინახე ღიმილი არ მომშორდა სახეზე... მივსდევდი და ვიღიმოდი ღკუანაკლული იდიოტივით... 

         ეს არაფერი... მინდოდა შევხებოდი ... მისი პატარა ხელი ჩემს ხელს ჩასჭიდებოდა და მიმეცა მისთვის ნანატრი კარის გასაღები, ან მე თვითონ გამეღო კარი მისთვის...

მივედი...  ხელი ჩავკიდე და მივიყვანე ნანატრ კართან... მოვარგე გასაღები... ორჯერ გადავატრიალე და კარიც გაიღო...

           სწორედ ასეთ ღიმილს ვნატრობდი...   ბედნიერს, შეუცვლელს, დაუსაბამოს...  ციდან კიდევ სამ მეტრზე რომ ამიყვანდა თითქოს ზევით... მისი სახე ისე ბრწყინავდა როგორც ბრილიანტი მზის სხივების დანახვისას... თუმცა უკვე გვიანი იყო... ოცნებები და ჩემი ფიქრები ყოფილა მხოლოდ, ეს რეალობა....

          რამდენი რამ შეუძლია ადამიანის ფიქრს... გოგონა, სახეგამკრთალი, უსწორ–მასწორო ფეხებით, ჩემი ფიქრებიდან... გაუცინარი და ჯელტმენი, ვითომდა სიყვარულისათვის თავდადებული პიროვნება , მის მეორე  „მე“–დ მყოფი არსება ანუ მე, ეს ყველაფერი გამოვიგონე....  თუმცა არ ვნანობ

  ხომ გავუღე კარი... ხომ ვიყავი ერთი გულიდან წამოსული ღიმილის აზრი და მიზეზი... ესეც მეყოფა სასიცოცხლოდ სანამ სულს განვუტევებდე... 

 

ნინო გოგილაშვილი    კულულა

ნახვა: 1445

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაზაფხული, ფანტაზია

ლაშა: ივლისი 24, 2013||2:45am

ასე მგონია, ყოველთვის შეძლებ გააღო კარი და მოიყვანო გაზაფხული... ფიქრებს მიღმაც... მთავარია მონდომება... :)

KuLuLa: ივლისი 24, 2013||8:51pm

რათქმაუნდა

ლაშა: ივლისი 24, 2013||8:55pm

ჰოდა წარმატებები მუდამ გაზაფხულში :) 

KuLuLa: ივლისი 24, 2013||9:07pm

გაიხარე.... 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters