თაობა, რომელსაც მე წარმოვადგენ, დამოუკიდებლობაში დაიბადა. პირადად მე, დამოუკიდებლობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მოვევლინე ამ ქვეყანას (გულწრფელობას გამოვიჩენ და სიმართლეს ვიტყვი - დიდად, ჩემი არჩევანი არ ყოფილა აქ რომ დავიბადე, მაგრამ ასე მოხდა და საწუწუნო არაფერი მაქვს).

Independence Day, Qwelly, blog, ბლოგი, ბრძოლა, გრძნობა, დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობის აღდგენა, დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტანკები, ქველი, ჯავშანტექნიკა

      დღეს ვუყურებდი მცხეთის ცენტრში გამართულ კონცერტზე მოსულ ხალხს, ძირითადად ბავშვებს (ისეთებს, წინა საუკუნეს საერთოდ რომ არ იცნობენ), ვხედავდი ზეიმს და კონცერტის მაყურებელთა ზურგს უკან საბრძოლო, საომარ ჯავშანტექნიკას. ვუყურებდი მთელს ამ პერფორმანსს, თავისი პიარით, მარკეტინგით, გაყიდვებით, დროშებით, ეროვნული ატრიბიტიკით, ნაციონალური სამოსით, ფოლკლორით, მილოცვებით. ალბათ, ეროვნულ სულს უნდა გაეღვიძა სადმე ახლო-მახლო, მაგრამ არა! მეტიც, კონცერტი ჰიმნითაც კი დაიწყო, სადაც, მგონი, მხოლოდ წამყანს ეჭირა გული მარჯვენით, თუმცა დამოუკიდებლობის სული მაინც არსად ჩანდა. ვუყურებდი ამ ყველაფერს და მიჩნდებოდა კითხვა ავბედითი - "ეს ყველაფერი კარგი... მაგრამ რა?!"

- გილოცავ!
- დიდი მადლობა, მეც გილოცავ!

- ვა, ვა, ვა, როგორ ხარ? გილოცავ დღევანდელ დღეს!
- მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.

- დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ შალვა!
- შენიანათ, შენიანათ.

      აქა-იქ გაიგონებდით ასეთ მილოცვებს. სცენაზე გამოსულ მომხსენებლებსაც ვუსმინე დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე მცირე ლექციებით და შეგონებებით.

      მაგრამ გრძნობა? გრძნობა, რომ დამოუკიდებლები ვართ?! სადაა გრძობა, რომ ეს დამოუკიდებლობა რამეს ნიშნავს? ანდა სასიხარულოა?

      ბავშვებს უხაროდათ მანქანებზე ბღოტიალი და თოფებთან სურათების გადაღება, ჩემი თაობა ან კონცერტს უყურებდა და აფასებდა, ან ანალოგიურად ტექნიკას ათვალიერებდა და ასაკისთვის შესაფერის კითხვებს სვამდა, უფროსები ბავშვებს დასდევდნენ ან დაღლილი სახით უსმენდნენ-უყურებდნენ კონცერტს, მარტო მაშინ ფხიზლდებოდნენ, თუ სცენაზე თავიანთი შვილი, ძმისშვილი, ბიძაშვილი ან ნაცნობი სახე გამოჩნდებოდა - მაშინ, მეტი მონდომებით უკრავდნენ ტაშს. ვერ გეტყვით, რომ იქ იგრძნობოდა დამოუკიდებლობის სიხარული. უცნაურია არა? რატომაა ასე? იქნებ იმიტომ, რომ პრინციპში არც გვესმის და ვერც ვგრძნობთ დამოუკიდებლობას და როდესაც ვერ გრძნობ, უფრო მეტი ექსტაზია საჭირო, ვიდრე ფოლკლორი, ბეტეერები და დროშები (მერე რა, რომ ექსტაზით მოსული ემოცია ყალბი იქნება, ეს მეორეხარისხოვანია).

      დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაული ჩვენს თაობას და უფრო პატარებს, რომ არ ესმოდეთ რა არის გასაკვირი, ჩვენ ხომ სუნთქვაც კი დამოუკიდებელ საქართველოში დავიწყეთ, მაგრამ უფროსებს? იქ რა პრობლემაა?! იქნებ, პრობლემა ისაა, რაზეც რამდენიმე თვის წინ ერთ პოსტში ვსაუბრობდი - ჩვენი ფუნქციის, ჭამა-სმისა და რეპროდუქციის უნარზე დაყვანა. ჩვენი მიჯაჭვულობა მატერიალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მარადჟამს შეგვიქმნის პრობლემას გრძნობით ვიზეიმოთ ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების დღე, მშვიდობის დღე, მადლიერების დღე და ა.შ.

      პოსტს დღეს გაგონილი ერთი დიალოგით დავასრულებ:

- დედა, რატომ დგას ეს ტანკები აქ?
- დამოუკიდებლობის დღეა შვილო.
- ამათმა დააარსეს დამოუკიდებლობა?

      აღარ მომისმენია დედამ რა უპასუხა, თუმცა მართლაც - რატომ ვზეიმობთ დამოუკიდებლობას ტანკებით?!

ნახვა: 399

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბრძოლა, გრძნობა, დამოუკიდებლობა, თაობა, საქართველო, ტანკები, ქველი, ჯავშანტექნიკა

ლაშა: მაისი 26, 2016||10:47pm

ტანკები - სიმბოლო დამოუკიდებლობისა :D 

BrOliKa: მაისი 27, 2016||12:02am
ეს შაბათობის მსგავსადაა ოჯახის ქალები ხაიჩებს და საბნებს, რომ "ამზიურებენ" :D მასე მზიურდება ჩვენი ტანკები და ა.შ :D
ლაშა: მაისი 29, 2016||5:09pm

შენ გინდა თქვა, რომ ჩვენს ტანკებს ჩრჩილიც მოერევა? (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters