ხშირია შემთხვევები, როდესაც ქერა სტატუსია და არა ვარცხნილობა. დღევანდელი ჩემი პოსტის იდეაშიც, ქერა სწორედ სტატუსია, მით უფრო რომ არა კონკრეტულად რომელიმე სქესის სტატუსი, არამედ ამაზე გაცილებით მეტი.
გახსოვთ, ჩოკაგოზე რომ ვსაუბრობდით, მაშინ ჩვენი საუკუნის პირველი ოსკაროსანი ფილმი გამოვტოვეთ. 2000 წელს 5 ოსკარი აიღო სემ მენდესის, (რომელსაც იქამდა არც იმის შემდეგ ამ დრომდე მსგავსი დონის ფილმი არ გადაუღია) ფილმმა "ამერიკული სილამაზე", ან გნებავთ "სილამაზე ამერიკულად" (American Beauty).
ისეთი განცდა მაქვს, რაც უფრო თანამედროვე ფილმებზე ამოვდივარ, მით უფრო მეტ ადამიანს აქვს ნანახი და ცოტა მიჭირს რაიმე ისეთით დაგაინტერესოთ, რაც ფილმის ნახვისას ვერ შეამჩნიეთ.
დავიწყოთ ტრადიციული ქება დიდებით:
ფილმმა ოსკარები აიღო ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო კინემატოგრაფია, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო მსახიობი. (მუსიკის გამო ამ ფილმს ნუ ნახავთ, განსაკუთრებული არაფერი ისმის, კუბრიკისგან ძალიან შორს დგას)
მეორე საქებარი - მთავარ როლშია კევინ სპეისი. ფილმი სწორედ მისი ხათრით ვნახე. მაინტერესებდა ამ კაცმა როდის აიღო ოსკარი მთავარი როლის შესრულებისთვის, რადგან აღმოჩნდა, რომ მსოფლიო შედევრში ("ეჭვმიტანილები" (The Usual Suspects)) განსახიერებული კაიზერ სუზა, მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის ბრწყინვალე შესრულებისთვის მიღებული ოსკარის მიზეზი გახდა, აი "ამერიკულ სილამაზეში" კი ოსკარი მიიღო მთავარი გმირის ბრწყინვალედ წარმოჩენისთვის.
სახელი ლესტერ ბარნემი. წარუმატებელი მუშაკი, წარუმატებელი მამა და მეუღლე, მოკლედ ხელმოცარული ტიპი.
ფილმი იწყება მკვდარი კაცის თხრობით, რომელიც ისე უაზროდ კვდება, მეტი რომ არ შეიძლება.
ფილმი ფსიქოლოგიური დრამაა, თუმცა დრამასთან ერთად, სატირაც, კომედიაც, ფენტეზიც და ალბათ საშინელებათა ჟანრიც. ფილმში ერთნაირად დასცინიან ფაშისტებს და ებრაელებს, ჰომოსექსუალებს და მათ მოძულეებს, გაყიდვების დამწყებ აგენტებს და წარმატებულ ბიზნესმენებს. სილამაზე ამერიკულად ამერიკული ოცნების მასხრად აგდებაა. მართალია, ამ შემთხვევაში ეს ამერიკული ოცნება ქერაა, პატარა და კეკლუცი, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორადაც თავად ამერიკა იხატება მრავალთა გონებაში.
ბევრ რამეში და განსაკუთრებით იმაში ვეთანხმები, რომ "ძნელია დარჩე შეშლილად, როდესაც სამყაროში ამდენი სილამაზეა". თითქოს, მეტი ხატოვანებისთვის პირიქით უნდა თქმულიყო - დარჩე ჭკვიანადო, მაგრამ არა...
პოსტს აქ დავასრულებ და სპოილერის ნაცვლად, ფილმის მოკლე შინაარს გადმოქცემთ ქართული ინტერნეტისთვის აპრობირებულად.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ფილმს ასე დაარქმევდნენ - კაცს თავისი შვილის თანაკლასელი შეუყვარდება და რაც შემდეგ მოხდება, შოკში ჩაგაგდებთ. დიახ, ეს მართლაც ასეა და თქვენ დაიშოკებით როცა ამ ფილმს ნახავთ!
ვისაც ნანახი აქვს ველოდები კომენტარებში, ხოლო ვინც მისალოცთა სიაში ხართ (პირველად ნახვის ბედნიერების მილოცვას ვგულისხმობ), თქვენც აქვე დაგელოდებით.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია