და წვიმდა ისე როგორც უნდა ეწვიმა... სველდებოდა დედამიწა ისე როგორც უნდა დასველებულიყო და ქროდა ქარი ისე როგორც უნდა ექროლა... მხოლოდ მე ვიჯექი მარტო და ვერ ვწერდი ისე როგორც უნდა დამეწერა, რადგანაც ასოებს შორის დედის სახელი ირეკლებოდა და არ მინდოდა რამე სტკენოდა... გარეთ წვიმს და მასთან ერთად ჩემი გულიც ტირის... "იწვიმებს" ალბათ ჩემი გულიც აჰყვება წვიმას... რაღაცნაირად სევდიანი, მოწყენილი და ამაღელვებელი დღეა... უფრო სევდიანი ვარ მე... წვიმის წკაპუნი მუსიკად ჩამესმის და შენზე მიყვება დეე, თვალწინ მიდგას შენი ზღვის ფერი თვალები... დედა - ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი... ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერია... ძნელია როცა რაღაც მომენტში შორდები დედას.. გაკლდება მისი სითბო, სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა და რაც მთავარია მისი ჩახუტება.. დედა, დედიკო, დეე სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის, ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.. განა მარტო ადამიანი? ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა..! დედა ანგელოზია.. ანგელოზი, რომელსაც უხარია თავისი შვილის კარგი და სტკივა ცუდი, ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ.. მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას.. დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება.. ასევე ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი, განცდა მიუხედავად ამისა ის ეცდება არასოდეს დაგანახოს ეს ყველაფერი.. მაგრამ მაინც.. იციით რა მტკივნეული და გულის მომკვლელია დედის ცრემლი? რომელიც ყველაზე წმინდა, სპეტაკი და სათუთია.. როცა ხედავ მის ზღვის ფერ თვალებს, რომელიც ერთ დროს ანათებდნენ, ახლა კი უცბად ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან.. სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჟრუანტელი, პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, გული გტკივა და ცდილობ მის დამშვიდებას.. მაგრამ საბოლოოდ მაინც დედა ახერხებს შენს დამშვიდებას.. დედაჩემი ყველაზე სევდიანი და მაინც ყოველთვის მომღიმარი და ხალისიანია.. ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში მინდა რომ დედაჩემი ყველანაირად ბედნიერი იყოს.. რაღაცნაირი სევდიანი თვალები აქვს დედაჩემს.. ლურჯი მაგრამ არც ლურჯი ითქმის.. ღია ზღვის ფერი და მრავლის მეტყველი.. ჩემთვის სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანია.. მენატრება მისი ჩხუბი, სიმკაცრე და დედობრივი ჯიუტი ხასიათი.. ყველაზე კარგი, გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედაჩემი..
ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..!!
es kideev araperi imastan shedarebit rasac gulshi grdznoob dedis mimart :))
ბავშვობაში, ერთი ლექსი ვიცოდი ხოლმე, დედას ეძღვნებოდა და როგორც უფროსებს ჩვევიათ, თუკი სადმე სუფრასთან მოვხვდებოდი და ამ სადღეგრძელოს ჩემი იქ ყოფნისას იტყოდნენ, მე სკამზე უნდა შევსკუპებულიყავი და მეთქვა ლექსი დედაზე :)
მახსოვს ის ლექსი ამ სიტყვებით მთავრდებოდა:
ყველა წმინდანში შენი სახეა
ჩემო, ძვირფასო, ლამაზო დედა!
აი, ეს ამონარიდი მომაგონა შენმა ემოციამ... შენმა სითბომ... მადლობა მარიამ! :)
მადლობა ლაშა :*
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია