მეგობრებო, არ იფიქროთ რომ სიზმარს გიყვებით. 23–25 ნოემბერს თბილისში ჩატარდა ნატოს ახალგაზრდული სამიტი. ეს პროექტი არის ნატოს მოდელირება და ტარდება ზუსტად იგივე პრინციპების დაცვით, როგორც ეს ხდება სინამდვილეში. მე საშუალება მქონდა დავსწრებოდი აღნიშნულ სამიტს იტალიის დელეგატის სახელით და გავცნობოდი ჩვენთვის ასე სანატრელი ალიანსის შიდა სამზარეულოს. არ დაგიმალავთ და ნამდვილად მოხიბლული ვარ! სამიტის ფარგლებში სულ მუშაობდა 9 კომიტეტი და 330 დელეგატი. თვითოეული კომიტეტი განიხილავდა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: სირიის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისა და ირანის ბირთვული იარაღის, ნატო–რუსეთის თანამშრომლობის, კიბერნეტიკული უსაფრთხოების და ბირთვული დაგეგმარების საკითხები. სამიტის პირველი ორი დღე ჩატარდა ილიას უნივერსიტეტში, ხოლო დასკვინითი სხდომა გაიმართა შერატონ მეტეხი პალასის საკონფერენციო დარბაზში. სხდომას უძღვებოდა საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე – გიორგი კეპულაძე.
თითოეულ კომიტეტს საკითხის განხილვის შემდეგ უნდა დაეწერა რეზოლუცია და წარედგინა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს და ნატოს გენერალური მდივნის წინაშე. ალბათ მიხვდებოდით, რამდენად საპასუხისმგებლო მისია გვქონდა დაკისრებული და ჩვენც მთელი შემართებით შევუდექით მუშაობას.
რთულია იმის გადმოცემა, რაც მუშაობის პროცესში ხდება. მე დავრწმუნდი რომ ჭეშმარიტება ნამდვილად კამათში იბადება. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ამ პროექტის დახმარებით ძალიან ბევრმა ჩვეგანმა შეიძინა ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა დისკუსიისა და დებატების უნარი, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება, დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება და გუნდური მუშაობის ტექნიკა. ჩვენ წარმოვადგენდით ნატოს წევრ სახელმწიფოებს და ვფლობდით როგორც უდიდეს ძალაუფლებას ასევე პასუხისმგებლობასაც, რაც ორმაგად ამძიმებდა ჩვენს მხრებს. დილიდან დაღამდებამდე ყველა კომიტეტში ისმოდა ცხარე დისკუსია და პოზიციების დაპირისპირება, მაგრამ საბოლოოდ, გენერალური მდივნის დახმარებით კონსესუსს ყველა კომიტეტმა მიაღწია და რეზოლუციები მიღებულია. შემოდგომის სამიტმა წარმატებით დაასრულა მუშაობა და მირღწეული შედეგის აღსანიშნავად გაეშურა. :)
მე, სახლში მოსული 4 საათის მანძილზე ვებრძოდი თავის ტკივილს. როგორც იქნა დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას, თვალი და გონება გადავავლე გასულ სამ დღეს და უკვე ძალიან მომენატრა. ჩემი კომიტეტი გამოირჩეოდა ძლიერი დელეგატებით, ამასთანავე ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით და ბევრი კურიოზული სიტუაციით. ბედნიერი ვარ, რომ ამ სამიტიდან დამრჩება არა მხოლოდ მიღებული ცოდნა და კარგი მოგონებები, არამედ, ძალიან ნიჭიერი, განათლებული და დიპლომატი მეგობრებიც.
გირჩევთ, არ გამოტოვოთ მსგავს პროექტებში მონაწილეობის შანსი და თქვენც გამოცდით როგორია იყო სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, ლაპარაკობდე შენი ქვეყნის სახელით, შედიოდე პოლემიკაში და საბოლოოდ იღებდე შენი ქვეყნისთვის სასურველ გადაწყვეტილებას.
T.G.
საუკეთესო რეპორტაჟია! :) დამღლელი იყო, უძილარი მაგრამ როგორც აღნიშნე მართლაც ძალიან სასარგებლოც იქნებოდა :) თუ მოდელირებულ სამიტზე იტალიის ინტერესებს იცავდი, დარწმუნებული საქართველოს ინტერესებს რა გულიანად დაიცავ! :)
მშვენიერი პოსტია!
ლაშა მადლობა შექებისთვის. საქართველოს ერთ კომიტეტში ისეთი დელეგატი ყავდა თავის მოკვლა მომინდა... მარა ჩემი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ მაგ საქმეში :)
tamuna მგონი ვინც კი გიცნობს, ყველა დამეთანხმება რომ ნამდვილად კარგი დელეგატი გვეყოლები :) :) არაუშავს, ეს ქართული სენია - შინ არ ვარგივართ შინაურებისთვის :D
:) მართალი ხარ, მაგრამ ნელ–ნელა ყველაფერს ვისწავლით ( მერე ნატოშიც შევალთ :დ)
დეიდა ნატოო, დეიდა ნატოო, სულ ეს კადრი მაგონდება, როცა საუბარი ნატოზე მიდგება. :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია