დღევანდელ კინომანიურ ბლოგპოსტში მინდა ცნობილ, რეიტინგულ და არაოსკაროსან, თუმცა რამდენიმე პრემიის და დაჯილდოების გამარჯვებულ ფილმზე ვისაუბრო. ეს კინო 2003 წელს გამოჩნდა მსოფლიო კინოეკრანებზე და დასაწყისშივე გეტყვით, მთავარ როლზე ჯერ კიდევ ახალგაზრდული იერით და მომხიბვლავობით სავსე, იმ დროისთვის 35 წლის ნიკოლ კიდმანი დაასაქმეს მეტწილად უარყოფითი როლებით ცნობილ პოლ ბეტანთან ერთად.
ფილმის რეჟისორია ლარს ფონ ტრიერი. აღმოჩნდა, რომ ამ რეჟისორის მხოლოდ ერთი ფილმი მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე და ვერ გეტყვით რომ მოვიხიბლე, მიუხედავად მრავალი სიმბოლოსი, რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი - ვგულისხმობ "ანტიქრისტეს". რეჟისორის უდიდეს წარმატებად ითვლება, თუმცა 3-4 დაწყების შემდეგ მაინც ვერ გავედი ბოლოში, ფილმი "მელანქოლია". და მივადექით დღევანდელ თემას, რამდენიმე დღის წინ, დეტექტივების ძებნისას აღმოვაჩინე ფილმი "დოგვილი".
ფილმის შესახებ ანოტაციებს ისედაც ნახავთ - ბევრ ქართულ საიტზე მოიძებნება დოგვილი სხვადასხვა პროფესიული თუ "ვაი გახმოვანებით", მაგრამ შინაარსი არც ისე რთული გასაგებია ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ენაზე. ნიკოლ კიდმანის მშვენიერების გარდა ამ ფილმში აღსაფრთოვანებელია ფილმის სტილი, რომელიც აქამდე მე არ მინახავს.
ესაა ფილმ-სპექტაკლი. დიახ, ჩავთვლიდი რომ სატელევიზიო სპექტაკლია, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. მოქმედება ხდება ქალაქში, რომელი ქალაქიც რეალურად არც არსებობს. ესაა ცარცით შემოსაზღვრული სახლები, მინიმალური დეკორაციებით და მაქსიმალური წარმოსახვით (ამის მიუხედავად, ფილმის ბიუჯეტი 10 მლნ აშშ $-ს აღწევს). თუმცა არ არის არსად კარი, მაინც ისმის კარზე კაკუნისა და კარის გაღების ხმა, თუმცა არ არის შახტა - მაინც ამოდიან შახტიდან სახის წმენდვით, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ ძაღლი "მოსე" - ის მაინც ჰყეფს (ერთხელ მაინც).
და არის დეტექტივიც, არ ვიტყვი ძალიან კარგი, მაგრამ არც ძალიან ცუდი. თუმცა აქ დეტექტივობა უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე ამ უცნაურ, მაგრამ უწყინარ ქალაქი ერთი არსაიდან მოსული გოგონა თავგადასავალი, რომელიც კაცმა არ იცის, რას ემალება.
კი, უნდა უყუროთ დოგვილს და მიიღოთ სიამოვნება, მინიმუმ "პაოლო კოელიოს სასტატუსე ფრაზების" მსგავსი დიალოგებიდან.
P.S. არ გეგონოთ დამავიწყდა 90-იანებიდან მოაქამომდე ოსკაროსან ფილმებზე, რომ უნდა ვწერდე, უბრალოდ ბოლო ხანებში ჯერ ერთმა სერიალმა გამიტაცა (იმაზეც დავწერ, ჯერ არ დამისრულებია) და პარალელურად, ასეთი შემოტევები მაქვს ხოლმე საინტერესო ფილმებიდან.
ანუ ვუყურო?)))დავვინტერესდი)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია