დრო რომ სწრაფად გადის, დაუნდობელი რომ არის და ერთ დღეს ერთი წამის ფასი რომ აქვს ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია. გამოგიტყდებით, ზოგჯერ ისე დამიგეგმავს დღე თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოს და ყველაფრის მოსწრება მიცდია რისი გაკეთებაც მინდა (მაინც ვერ მოასწრებთ, ნუ მომბაძავთ). მაგრამ რეალურად თურმე მაინც ვერ წარმოვიდგენდი რა ძალა აქვს დროს. 

ერთმა დღემ დაიტია მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება, მთელი 22 წელი! ბევრი ალბათ იფიქრებთ  შუაღამით თვითონ ვერ დაიძინა, რაც თავში აზრად მოუვიდა ის დაწერა და დილით გაღვიძებულები ჩვენ დაგვტანჯა კითხვითო. ამიტომ, მოკლედ გეტყვით:

ჩვენ ერთმანეთს საბავშვო ბაღში შევხვდით... მას მერე ამდენი წელი გავიდა და სულერთად ვიყავით... ჭირშიც და ლხინშიც... სკოლაშიც და სახლშიც...აქა და იქაც... ერთადერთი ადგილი სადაც ერთმანეთის გვერდით არ ვმდგარვართ ტაძარია, ჩემი ვოკალური მონაცემები გალობისთვის შესაფერი არ აღმოჩნდა, მისი ხმა კი დღემდე ისმის მსახურების დროს... გარეგნობას არ მკითხავთ? ოქროსფერი თმა, ცისფერი თვალები...თეთრი კანი, სათნო ღიმილი და მზერა... 

დროის დინებას თან ცვლილებები მოაქვს, ისე მოაქვს შენ არც გეკითხება რამის შეცვლა გინდა თუ არა. ჩვენამდეც მოაღწიეს ამ გარდაუვალმა ცვლილებებმა... ერთ ლამაზ დილას ჩვეულებისამებრ შეოაღო ჩემი სახლის კარი, ჩქარი ნაბიჯით ამოირბინა კიბეები და თვალებგაბრწყინებულმა მომახალა:

- მე თუ გავთხოვდები შენ ხომ იქნები ჩემი მეჯვარე?

თავიდან მეგონა ესეც ერთ-ერთი ხუმრობა იყო დ სიხარულით დავთანხმდი, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და მე რას არ ვიზამთქო... ამ დღის მერე ორი სამად იქცა... 

იყო ნიშნობა...

იყო ქორწილიც...

მეუბნებიან  მალე ნათლობაც იქნებაო...

მე კიდევ არ მჯერა, რომ დრო ასე სწრაფად გავიდა... 

ის დრო მოვიდა, გაზრდას რომ ნანობ და უკან დაბრუნება გინდება...

ის დრო დადგა, საყარელი ადამიანები რომ უნდა წავიდნენ და შენც შენი გზა მონახო...

მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ სიყვარული დროზე უფრო ძლიერია, მჯერა რომ ჩვენ არასდროს არ დაშორდებით ერთმანეთს... პირიქით, უფრო გავმრავლდებით და მთელი სოფელი, მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით... მირონი ხომ თაობებს გადაეცემა. . .

ნახვა: 418

ტეგები: Qwelly

ლაშა: თებერვალი 5, 2014||12:58pm

პირველ რიგში გილოცავ მეგობრის გაბედნიერებას და მეორე რიგში კი დაგეთანხმები - სიყვრული დროზე ძლიერია!!! ♥♥♥ 

tamuna: თებერვალი 5, 2014||8:19pm

ლაშა მადლობა :) 

თა მარი: თებერვალი 6, 2014||1:34am

♥ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters