როცა მგონია, რომ ამდენი ხნის მერე

გამოჩნდები და იმ ნაბიჯების ხმას გაამართლებ,

რომელიც თითქოს ფეხდაფეხ დამყვება,

შენ არ მოდიხარ.


როცა წვიმს და მოქცევა იწყება.

როცა ყველაფერს თეთრი ნისლი ფარავს.

და მხრებზე მაწევს ცივი,

გაფითრებული დღეები.

როცა ყველაზე მეტად მჭირდები.

შენ ისევ არ ჩანხარ.


როცა ჩემი გული ექოსავით იმეორებს

დამახსოვრებულ შენს გულისცემას.

როცა ჩიტებმაც თბილი ქვეყნისკენ აიღეს გეზი.

და ურჩევნიათ ლურჯი ზეცა

ჩემ დაყრილ საკენკს.

ფანჯარასთან.

რომელიც ხშირად ირეკლავს ღრუბლებს.

როცა ჰაერში შემოდგომის ტრიალებს სუნი

და ველოდები ხეებისგან ღია ბარათებს.

სხვადასხვა ფერის.

შენ არ ხარ ჩემთან,

რომ დავსხდეთ სახლში,

ბუხრის წინ, ჩუმად.

და ნაწვიმარი შეშის შიშხინს ვუსმინოთ ლამფის

შუქით განათებულ ოთახში ღამით.

და რადგან მხოლოდ

ჩემი ჩრდილი დამყვება გვერდით.

ჩავკიდებ ხელს და

ვივლით ერთად.

მზის ორმოცდამეოთხე ჩასვლიდან

მზის ორმოცდამეხუთე ამოსვლამდე.

ნახვა: 883

ტეგები: blog, qwelly, ბლოგი, გული, დღიური, ექო, ჩანაწერი

ცისია: აგვისტო 30, 2015||9:10pm

მაშინ მოვა როდესაც არელი.. აუცილებლად დაბრუნდება...

Restless: აგვისტო 31, 2015||6:01pm

შენი სიტყვები...
მაგრამ.. მაგრამ.

Restless: ოქტომბერი 11, 2015||10:17pm

ცისია.....
შენი სიტყვები....

ახდა.
_____________________

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters