ამ შემოდგომის ბოლო თვესაც,

როცა ღრუბლები საშინელი სისწრაფით

მზეს ეფარებიან,

არავინ არის, ვისი მხრებიც

ჩემს პატარა გოგოობას აიტანს,

ვინც მომსვლელ ცივ ზამთარს

მარტოს არ შემატოვებს.

ზოგჯერ, ყველაზე მეტად მჭირდება

სულ უბრალო რამ,

- მკითხო, როგორ ვარ.

მოხვიდე, მაგრად დახურო კარი

და არ შემოუშვა არც ერთი სიცივე,

არც ერთი ქარი,

არც ერთი უშენობა.

ამქვეყნიურობას აცდენილები ერთმანეთისკენ მივიზიდებით,

რომ ერთი მეორისგან სიმშვიდე გამოვითხოვოთ,

ერთმანეთს შევეხიდოთ,

და ვერ გასაძლები დღეებივით გაწელილ ღამეებს

როგორღაც ვუგვერდოთ.

ზოგჯერ, საშინლად მინდება

ვიჯდე ზღვის ნაპირას,

და ჰორიზონტს გაცდენილმა

ხელი დავუქნიო ნაპირზე

მარტო დარჩენილ საკუთარ თავს,

რომელმაც ძალა გამომაცალა.

წვიმების სეზონი, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog

ნახვა: 1089

ტეგები: Qwelly, qwellyblog, ბლოგი, თხელიძე, მხრები, ნაპირი, სანაპირო, ქველი

ლაშა: ნოემბერი 11, 2015||7:35pm

ნაპირზე რომ უფრო ეციება თამუნა? :(( 

Restless: ნოემბერი 11, 2015||10:21pm

ისედაც ცივა )

ლაშა: ნოემბერი 12, 2015||8:55pm

მგონი, გადაუღებელი წვიმის სეზონი უნდა დაგერქმია :( 

Restless: ნოემბერი 13, 2015||8:01pm

მთლად ეგრეც არ არის )

ლაშა: ნოემბერი 13, 2015||8:13pm

რავიცი, მცხეთაში კი ეგეთი პირი უჩანს და :D 

Restless: ნოემბერი 13, 2015||11:33pm

ლამაზია მცხეთა ახლა : )

ლაშა: ნოემბერი 13, 2015||11:37pm

ახლაო ისე დაწერე, მცხეთიდან დაწერილ კომენტარს ჰგავს :D 

Restless: ნოემბერი 14, 2015||7:11pm

არა, ერთი კვირის წინ მომიწია შემოვლა გზად )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOEXP The Six-Hour Journey for the Great Staff of the Necrocons

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2026.
საათი: 5:17am 0 კომენტარი

Some quests are completed because they are efficient, while others are completed because they create unforgettable stories. The Magram reputation quest chain belongs firmly in the second category. It is long,…

გაგრძელება

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters