ქეთევან პოპიაშვილი

      ზიგმუნდ ფროიდი თავის ნაშრომში „კულტურით უკმაყოფილება“ საუბრობს კულტურის წარმოშობის მიზეზებზე, შედეგებსა და აუცილებლობაზე. ასევე კულტურის ზემოქმედებაზე ინდივიდსა და საზოგადოებაზე და პირიქით, ინდივიდის როლზე კულტურის ჩამოყალიბებაში.

      კულტურა, ერთის მხრივ, იცავს ადამიანს შინაგანი თუ გარედან მომავალი აგრესიისგან, მაგრამ, ამავე დროს, ზღუდავს ბუნებრივ ლტოლვებს და განადგურებით ემუქრება ინდივიდის პირად ბედნიერებს. ადამიანსა და კულტურის განვითარებას შორის წარმოქმნილი დაპირისპირება კი იწვევს ინდივიდში შინაგან კონფლიქტს - მასში ჩნდება ბრალეულობის განცდა ჩადენილი თუ მხოლოდ წარმოსახული დანაშაულის გამო. ფროიდის მიხედვით, მხოლოდ ქვეცნობიერში არსებული დანაშაული აზრის დონეზე ჩნდება თუ ქმედებაში განხორციელდება ერთნაირი სიმძიმისაა. რაც უფრო მეტად თავშეკავებულია ადამიანი აგრესიის გამოვლენასთან დაკავშირებით, მით მეტი წინააღმდეგობა და აგრესია გროვდება შინაგანად, რაც საბოლოო ჯამში დიდ დარტყმას აყენებს პიროვნების ფსიქიკას.

      ფროიდი თვლის, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი ბედნიერების მოპოვებაა. პირველყოფილი ადამიანისთვის ეს იოლი არა, მაგრამ მარტივი იყო. მისი ბედნიერებისთვის საკმარისი იყო დაეცვა საკუთარი სიცოცხლე და ეშრომა. მალევე ის მიხვდა, რომ შრომა თავდაცვა უფრო ადვილია, თუ გვერდით სხვა ადამიანი ან ადამიანები არიან. ასეთ ერთიანობას ლოგიკურად მოყვა ოჯახური ცხოვრება - ლტოლვამ საპირისპირო სქესისადმი გააჩინა ხანგრძლივი თანაცხოვრების მოთხოვნილება. ოჯახურმა თანაცხოვრებამ კი წარმოშვა ლტოლვის კიდევ ერთი უმთავრესი ნაირსახეობა - დედისა და შვილების ერთად ყოფნის. ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე, ფროიდის აზრით, პრიმიტიული ადამიანების ბედნიერებისათვის საკმარისი იყო დაეკმაყოფილებინათ „სექსუალური ლტოლვა“ (ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი) და „მიზან შეკავებული ლტოლვა“ (მშობლებისა - შვილებისადმი და ერთად მცხოვრები ადამიანებისა ერთმანეთისადმი). „პირველყოფილი ადამიანი თავს ფაქტიურად იმიტომ გრძნობდა უკეთესად, რომ მან არ იცოდა ლტოლვების შეზღუდვის შესახებ“.[1] ფროიდი ასევე აღნიშნავს. რომ იმ დროს ასეთი პრივილეგიით მხოლოდ ერთეულები სარგებლობდნენ, რომლებიც ჩაგრავდნენ უმრავლესობას და ზღუდავდნენ მათ ბუნებრივ ლტოლვებს. ამავე პერიოდს განეკუთვნება პირველი სერიოზული აკრძალვაც - ეს იყო ინცესტი.

      ფროიდის აზრით ინდივიდის პირადი ბედნიერების შეზღუდვის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ცალმხრივი ლტოლვა, ან რაიმე უბედური შემთხვევის გამო საყვარელ ადამიანთან განშორება. ასეთ მომენტებში ინდივიდში მძაფრდება მეორე მთავარი საწყისი აგრესია, სიძულვილი. ის მიმართულია გარეთ - საზოგადოების   სხვა წევრებისადმი, ან შიგნით - საკუთარი თავისადმი.[2]

      ადამიანი დაბადებიდან აერთიანებს თავის თავში ორ დაპირისპირებულ საწყისს, სიყვარულს და სიძულვილს, სიკეთეს და ბოროტებას, სიცოცხლეს და სიკვდილს. კულტურა განვითარების ყველა ეტაპზე ცდილობს დაუწესოს აკრძალვები ორივე საწყისს. ის მორალისა და კონსტიტუციის საშუალებით ზღუდავს როგორც დადებით ლტოლვების გამოვლინებას, ასევე აგრესიულ ქმედებებს სხვების თუ საკუთარი თავის მიმართ.

      კულტურული საზოგადოება შედგება ერთმანეთთან სიყვარულით დაკავშირებული წყვილების, ან საერთო ინტერესებით დაკავშირებული ადამიანებისაგან. თუმცა კულტურა  იმაზე მეტ მოთხოვნებს უყენებს ადამიანებს ვიდრე მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულია. ფროიდს მიაჩნია, რომ ადამიანი ბუნებით მხოლოდ კეთილი და მოსიყვარულე არსება არ არის, პიროვნებას, რომელსაც შენ სიყვარულით გაუწვდი ხელს, შეიძლება სულაც არ გაუჩნდეს საპასუხოდ იგივე გრძნობა, პირიქით, მასში არსებულმა ძლიერმა აგრესიამ შეიძლება შექმნას საფრთხე შენთვის და შენი ახლობლებისთვის.

      ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, უაღრესად განვითარებული კულტურული ცხოვრებაა. თუმცა, როგორც ფროიდი ფიქრობდა, ეს არ იძლევა მყარ გარანტიას პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობისას.

      თანამედროვე ცხოვრებაში გაადვილებულია შრომის, სწავლის, ყოფა- ცხოვრების პირობები. კონსტიტუცია იცავს ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებებს. მორალი და ეთიკა მკაცრად იცავს პიროვნებების ქცევის წესებს, მაგრამ ისიც ფაქტად რჩება, რომ 21-ე საუკუნეშიც კი კაცობრიობამ ვერ აიცილა სისხლისმღვრელი ომები (ერაყი, ავღანეთი, უკრაინა, საქართველო). ყველაზე მაღალგანვითარებული კულტურის ქვეყნებშიც კი ადამიანი ხშირად აგრესიულები, დაუნდობლები არიან ყველაზე ახლობელი ადამიანების მიმართაც კი.

      მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კულტურა და განთლება მნიშვნელოვნად ამცირებს სხვათა მიმართ გამოჩენილ აგრესიულობას.

      მე ვფიქრობ, კულტურის განვითარებას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია კაცობრიობისათვის. მაგრამ რადგან კაცობრიობა ინდივიდებისაგან შედგება და კულტურის აღქმაც ინდივიდუალურია, თავიდან ვერ ავიცილებთ გარკვეულ ქმედებებს, განცდებსა და ლტოლვებს.

      ადამიანების ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს გარე ფაქტორები, მაგრამ, ჩემი აზრით, განმსაზღვრელი მაინც მისი შინაგანი „მე“-ა, თავისი დადებითი თუ უარყოფითი საწყისებით.


[1] ფროიდი, ზიგმუნდ. 1930. კულტურით უკმაყოფილება. 242.

[2] ფროიდი, ზიგმუნდ - კულტურით უკმაყოფილება; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

ნახვა: 1318

ტეგები: აზროვნება, კულტურა, უკმაყოფილება, ფროიდი, შთა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters