სამი მღვდელთმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლი ღრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია, სოფ. ბობოყვათი, ქობულეთი, საქართველო

      ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 60 მეტრზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, 1999 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა სამი მღველთმთავრის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ეს ის მღველთმთავრები არიან, რომელთაც ქრისტეს ეკლესია უწოდებს - მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღველთმთავართა - ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, რომელთაც განანათლეს მთელი სამყარო - იწოდებიან კიდეც მნათობად ქრისტიანობისა. ამ ტაძარში 30-მდე წმინდა ნაწილია დავანებული.

      რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პოსტის სათაურთან? სვეტიცხოველში არის ერთი ხატი, რომელიც ქართველი ხალხის ქრისტიანული მეცნიერების სიმბოლოა. საგულისხმოა, რომ ხსენებული ტაძარი ზღვასთან ახლოს აშენდა, იქ სადაც არის გასასვლელი ახალ სამყაროში და საიდანაც უნდა შემოდიოდეს სხვა სამყარო, თუმცა ქართველებმა ამ ყველაფერს ზღვა ვუწოდეთ და საზღვარი დავდეთ ჩვენსა და ზღვის იქითა სამყაროში, თუმცა ეს სხვა თემაა. სვეტიცხოველი ერთი კერია, მეორე ზღვასთან ახლოს მდებარე სამი მღვდელთმთავრის ეკლესია და მათ შორის მოქცეული მთელი ქვეყანა, თუმცა ხსნა და საშველი ჯერ კიდევ არ არის.

      მარტოობის თემას, რომ დავუბრუნდე და ცოტა განვავრცო ჩვენი ქვეყნის არამარტოობის ამბავი, იქნებ უკეთ გადმოვცე - რატომ არ გვაქვს საშველი?! გაგახსენებთ, ცნობილ დიალოგს დათა თუთაშხიას ეკრანიზაციიდან, სადაც გოგი გეგეჭკორის მიერ განსახიერებული გმირი ბატონი სანდრო კარიძე ჩვენი ერის წარსულსა და აწმყოზე მსჯელობის დასასრულს ასე გვახასიათებს - საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი. მთლიანად არ მოვყვები მის ნარატივს, თუმცა შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან აქცენტს, რის გამოც დავკარგეთ ეს ერობა.

  • ბიზანტია დაიშალა და არც ისე დიდი ხნის შემდეგ რუსეთის ეკლესია იღებს ჩვენს რეგიონში ავტორიტეტის სადავეებს;
  • პარალელურად, ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის გუბერნია ხდება;
  • მოგვიანებით, კი საბჭოთა კავშირის ოკუპირებული ნაწილიც - ამაზე არ საუბრობს ბატონი სანდრო, თუმცა ეს ლოგიკური გაგრძელებაა და დღევანდელი დღისთვის უმნიშვნელოვანესი.

      ყოველივე ამან, ისევ ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით რომ ვთქვათ, გაგვხადა ერი, რომლის ერთადერთი საზრუნავიც არის ჭამა, სმა და შვილების აღზრდა. სახელმწიფოებრივი დანიშნულება ჩვენ არ გვაქვს. ეკლესიაში რუსეთის ეგზარხოსი წყევტდა ყოველივეს, საერო ხელისუფლება იყო და ჯერ რუსეთი გვპატრონობდა, შემდეგ კი კრემლს უნდა გადაეწყვიტა ჩვენი ბედი. ხალხის ერთადერთი საზრუნავი მართლაც გართობა, ცეკვა-თამაში და რეპროდუქცია იყო (რატომ გიკვირთ როცა საბჭოთა კავშირს მისტირიან? დროშა დამალული - ხალხი 'თავისუფალი'!) - სახელმწიფოებრივი აზროვნება გაქრა. მხოლოდ, ხანდახან ძილში კვნესასავით ისმოდა აქა-იქ, როგორც წმინდა ილია მართალი წერს.

      იმ დროს, რომელსაც ლელთღუნია მისტიროდა მგზავრის წერილებში, ალბათ ერქვა დრო, როდესაც მსოფლიოს მასშაბით აზრი მოგვეკითხებოდა, თუნდაც ეს აზრი ყოფილიყო ქრისტიანობის აღმოსავლეთ ბურჯის, განაპირა სამყაროს აზრი, რომელიც სწორედ რომ ჩვენ გვეკუთვნოდა. ესეც არ იყოს, ბიზანტიის იმპერიისთვისაც "რაღაცას" წარმოვადგენდით და წონა გვქონდა. დავკარგეთ და გადავაყოლეთ ყოველივე.


(წყარო)

      ეს წარსული, მაგრამ რატომ ვართ ახლაც იგივე მდგომარეობაში და რატომ არ გვაქვს საშველი?

      ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რაც "დამოუკიდებელი" სახელმწიფო გვქვია, მაგრამ შეგვიძლია კი დავიბრუნოთ მნიშვნელოვნობა?

      არა! და არა იმიტომ, რომ სწორედ ამ მარტოობის განცდა გვაქვს დაკარგული. საშველი არ გვაქვს, რადგან ჩვენ მაშველს ყოველთვის საზღვრებს გარეთ ვხედავთ, საკუთარი სამშობლოს მიღმა ყველგან კარგი გვგონია. ეს მარტო სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში კი არა, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაშიც გამოიხატება და რაც დრო გადის მით უფრო მეტად ვლინდება ჩვენი უსუსურობა. ჩვენ, ახლა, თანამედროვე სამყაროში, უბრალოდ სამიზნე წერტილი შევიცვალეთ და თუ ადრე კრემლი წყევტდა, ახლა ევროპასა და ამერიკას ვართ მიჩერებული - ოღონდ გვიშველეთ და რამე გადაგვიწყვიტეთო. ადრე თუ საბჭოთა კავშირის კურორტებზე გვინდოდა დასვენება, ახლა ევროპის კურორტებს ვეტრფით, რადგან ქობულეთი "გაბანძდა". ადრე ნაძალადევად დაგვიმონეს, ახლა საკუთარი ნებით ვეგებით ფეხქვეშ სახელმწიფოებს, მათ შორის იგივე რუსეთსაც. სადაა მარტოობის მოთხოვნა?

(არ ვიცი, ახლა ძალიან კომიკური სიტუაციაა, მაინტერესებს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი (ევროპულ-ამერიკულს არჩევანს ვგულისხმობ) როგორ შეტრიალდება თუ ამერიკას პრეზიდენტად ტრამპი მოევლინება, და ვაი თუ ევროპაშიც მსგავსი პრეზიდენტები წამოსხდნენ, მაშინ? ნუთუ ევროპის სამოთხეობის მითი დაინგრევა?)

      ეს ლირიული გადახვევა იქით იყოს და პრობლემა მაინც რჩება - ქვეყნის მარტოობის ამბავი. 

წინა ამბავი:

• მარტოობა სულს ათავისუფლებს

ნახვა: 754

ტეგები: Qwelly, თავისუფლება, მარტოობა, სამშობლო, სიყვარული, ქვეყანა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters