შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი.

      ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი. ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან. ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო. სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე. მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია? თან თავისი ხელით მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს. რომ შემეძლოს რაიმეთი გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან გამოვათავისუფლე განჯინა.

      – ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას გამოვდე, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე? არადა სულ მავიწყდება რომ ფრთხილად უნდა ვიყო. მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები მომაწოდე რა, თითს გადავიხვევ. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა ყველაფერი მიყრილმოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება... კარგი რა, ნუ მოიწყინე, გინდა რაღაც გაჩვენო? მოდი, ფრთხილად, გაიხედე, ფერმკრთალ დისკოს ხედავ? არა, ეს ჩემი არაა, ჩემი ჯერ ასე არ კაშკაშებს, იქეთ, უფრო უკან, დაინახე? იცი ეს რა არის? – ჩემი მიზანია. ჯერ სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომაა ასეთი სიფრიფანა, თუმცა ვერც წარმოიდგენ, ამან როგორ გამახარა – ჩემს ცხოვრებასაც რომ გაუჩნდა დანიშნულების ადგილი...

      – თავი დახარე! ... – კიდევ დაგვეჯახა, აუუ შეხედე, ისევ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა, სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს, ცდილობს როგორმე გზიდან გადამაგდოს, არადა, აქ ერთხელ თუ აცდი მიზანს, მორჩა, ამდენ აბრდღვიალებულ დისკოში ვეღარც იპოვი ალბათ ვერასოდეს. კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა, ცუდად კი არ გამიგო, უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან... მოდი რა, ჩვენც წავიდეთ სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ. ცხოვრება ისედაც მოიცდის...

ნახვა: 295

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, ემოციები, სტუმარი, სული, ჩანაწერი, ცხოვრება

ლაშა: სექტემბერი 3, 2016||2:00pm

აშკარად დიდი "უბორკა" ელის წინ )) შენი დაწერილია ჟან? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters