Qwelly ბლოგი! - სული (13)

ვერთერის სული ქალში

"თუმცა მარტო თვალნი ასზრდოა მისი ცქერით."

შექსპირი

      ჩვენ შევხვდით 17 წლის შემდეგ. მაგრამ არც მე და, მგონი, არც შენ, არ გვიფიქრია რომ წლები მოგვემატა. იმ წუთას მე 18-ის, შენ კი 26 წლის იყავი. რამდენი დრო გავიდა... ბუნება 17-ჯერ დაჭაბუკდა, ჩვენ კი... თუმც ეხლა მივხვდი, რომ ჩვენი უიღბლო სიყვარული ბონონიის ქვა ყოფილა, ოღონდ ღამით კი არ ანათებს, მხოლოდ მაშინ, როცა გული მოგონებას მიეცემა. და…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2015 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სული

ჩემი სული გამომწყვდეულია ჩემს სხეულში..

სევდისგან დაღლილი თითები თვალების გასწვრივ გაურკვეველ მოძრაუბებს ასრულებენ

ალბათ ისინიც გლოვობენ უმოძრაობას..

ცარიელ ოთახს ყველაფერი სჯობს..

სულში კი სევდააა .. ის ფარავს ...

შენ მხოლოდ ჩემი სახელი იცი .. იცი რაფერის თვალები მაქვს .. როგორი ცხვირი ან როგორი აღნაგობა მაქვს ჩემი სულის შენ არაფერი იცი...

ჩემი სული სხეულშია…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2015 წელი. 4:30am — არ არის კომენტარები
_______________

მომაკვდავი მასონის აღსარება

CFR, ID, IDentification, RFID, TriLats, act, blog, cyber, foundation, frequency, masoni, qwelly, radio, security, soul, ამბოხი, ანტიქრისტე, აღსარება, ბარათი, იდენთიფიკაცია, კონრტოლი, ლოჟა, მასონი, პირადობა, სუილ, ქველი

      წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მასონის, ნავთობმაგნატისა და ბილდერბერგის კლუბის წევრის აღსარებას, რომელიც კიბოს უკანასკნელი სტადიით არის დასნებოვნებული. მიუახლოვდა რა სიკვდილს, მან შეინანა თავისი ბოროტმოქმედებანი და პირველი რაც გააკეთა, თავისი გული გაუხსნა პასტორ ლინდსი უილიამსს, რომელმაც შემდგომ საზოგადოებას ამცნო იმ ბოროტებათა შესახებ, რაც ელოდება მსოფლიოს უახლოეს მომავალში

      მომაკვდავი…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 3, 2015 წელი. 12:00pm — 1 კომენტარი
________________

ეპილოგი

      სულს თავისი სხეული გააჩნია და ის შეიძლება გტკიოდეს, რადგან რაღაცას განიცდი, შეიძლება გეზიზღებოდეს, რადგანაც თავს სრულფასოვნად ვერ გრძნობ. შეიძლება გიყვარდეს კიდეც, რადგან ფიქრობ მიმქრალი სანთელივით ბჟუტვა არ შეგიძლია, ფეხზე წამოდგები და ცეცხლი ხელახლა გეკიდება...

      ამოისუნთქე, ეს ხომ ცხოვრებაა...

      შენ არაფერს იწონებ და იწუნებ, არავის კიცხავ, რადგან გგონია, შენი ასეთი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მეტად უაზრო…

გაგრძელება

დაამატა Tako ^_^_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2015 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

ჩემს სულს, ანუ შენ!

      ახლა მომინდა შენზე დამეწერა, ის რაც მარტო ჩემი და შენია, საუკუნოა,მარტო ერთია და სულის სალხინოა! საიდუმლოა, მაგრამ მინდა სხვებსაც გავუზიარო, იცი შენ, რომ არ მიყვარს როცა მეგობრობაზე ცხადად და ყბადაღებულად საუბრობენ, არც ამას აღვნიშნავ ხმამაღლა.. მაგრამ მინდა რომ უბრალოდ გაიზიარონ..მინდა რომ სხვებმაც იპოვონ ის ერთი ან ორი ან სამი, არა ათი და ათასი.. ის არ შეიძლება ბევრი იყოს.. შენში ჩემს სულს ვპოულობ, მაგრამ უფრო კარგს, ისეთს როგორიც მინდა რომ მე ვიყო, ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა nino shelia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2014 წელი. 9:30pm — 12 კომენტარი
________________

გასაწმენდი მოგონებები

      შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი.

      ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა…

გაგრძელება

დაამატა jana_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2014 წელი. 9:30am — 1 კომენტარი
________________

პირველი ქრისტიანები.

     ისინი საკუთარ სამშობლოსა შინა ცხოვრობდნენ, ვითარცა გადამთიელნი: ყოველი უცხო ქვეყანა მიაჩნდათ მათ სამშობლოდ და ყოველი სამშობლო იყო მათთვის უცხო ქვეყანა. ისინი ცხოვრობდენ ხორციელად, მაგრამ არა ხორცისათვის. მორჩილებდენ ხალხს, რომელთაც ჰქონდათ ძალაუფლება და გამოსცემდენ კანონებს, თუმცა თავიანთი ცხოვრებით თავად კანონსაც აღემატებოდნენ. უყვარდათ ყველა და იყვნენ დევნილნი. არ ესმოდათ მათი, მაგრამ ამტყუნებდნენ, ბევრ მათგანს კლავდენ, მაგრამ მათი რიცხვი უფრო იზრდებოდა.…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2013 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ოპტინელი ბერების ლოცვა

     უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე.

     მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა.…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2013 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

ცოტა მეტი

 გუშინ ნიაზს ვუსმენდი.. ასეთი სიმღერა აქვს "ამპელოგრაფია".. რამდენიმე სიტყვა კი, მოსაწონებელი და დასაფიქრებელი!

 მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. ამასთან, მან უნდა გააცნობიეროს ცხოვრების კულტურა დაბადებიდან გარდაცვალებამდე…  

 ჩემი, შენი, ჩვენი ვალია!…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 12:00am — 5 კომენტარი
________________

ატმისფერი სული

სირცხვილდაკარგულივით მივშტერებივარ ყველა~

მგონია დრო უსასრულობით ფეთქავს... 

გაგიღიმებდი მაგრამ სიყვარულისგან სიცოცხისუნარიანობა მაქვს მომატებული და მეშინია ჩემით არ დაიწყო ფეთქვა

მგონია რომ დროით თუ არ შეგწყვიტე შენ შემწყვეტ

და მთვარით არეკლილი სამყაროს ნაკუწებით შეწეპებულ დიაპაზონში  ჩავეშვებით მხოლოდ მე და შენ

აფექტის მდგომარეობაში გული ხარობს სულს სტკივა

სიცილისგან გაყრუებული ბრბო კი გიჟად მნათლავს

ხანდახან ეჭვი მეპარება ჩემს სიგიჟეში და…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2013 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

დაუმარცხებელი სული წარმოადგენს ჩემს მეს

უფალს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის რასაც ჩემს დაუმარცხებელ სულს უმზადებს.....
ისინი:–ყველაფერი წარსულს ჩაბარდა
მე:–ყველაფერი მომავალს ბარდება!..........

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2013 წელი. 2:16pm — არ არის კომენტარები
_______________

♥ ♥ ♥

მე არ მოვმკდარვარ, გარდავიცვალე...

უსასრულობის შევცურე ზღვაში!

მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე,

დედამიწიდან გავფრინდი ცაში...

მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე...

ვიცი, დავწყვიტე უამრავს გული

მაგრამ მე მხოლოდ სახე…

გაგრძელება

დაამატა ana gumberidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2013 წელი. 10:00am — 4 კომენტარი
________________

სამწუხაროა

ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მამა გიორგი ბასილაძე. ''მე არც წმინდანი ვარ და არც სალოსი. ერთი უბრალო ადამიანი ვარ... სული ღმერთს ეკუთვნის და მარადიულობისაკენ მიისწრაფვის, რაც მოსახდენია, მოხდება - ჩვენ სიკვდილს ვერც გადავწევთ და ვერც დავაჩქარებთ ''

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2013 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters