ვეცადე სათაური დამემსგავსებინა ყვითელი პრესის გარეკანზე განთავსებულ სათაურს, რადგან ვხვდები, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაშ იქნება მომგებიანი, როცა მკითხველს არათუ აცნობ სიახლეს, არამედ ჯერ კითხვას უსვამ.
ახლა რაშია საქმე, როგორც ერთი ჯერარდაარსებული, მაგრამ უკვე პრესტიჟული ჟურნალი "მიზოგინია Times" იტყობინება, მალე საქართველოში ჯარში ქალების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს 20 დან 35 წლამდე კდემამოსილ, მანდილმოსილ, პირსინგმოსილ თუ ნებისმიერ სხვარამმოსილ ქალბატონების ჯარში გაწვევას, მთავარია როგორმე დადგინდეს რომ მათი სქესი ნამდვილად არის Female (მდედრობითი).
შესაძლოა ერთობ იუმორისტული და დეზინფორმაციული პოსტი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც არგუმენტებს ჩამოვთვლი თუ რატომ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი, ეგებ მართლაც დაფიქრდეს უცნაურ შენობას შეფარებული დეპუტატთა კოლექტივი და რომელიმემ პარლამენტის სხდომაზეც გაიტანოს ჩემი შეთავაზება.
რატომ ქალები ჯარში?
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ქალს ათავისუფლებს ჯარისგან.
20-35 წლამდე ნებისმიერ ქალბატონს სახელმწიფოს წინაშე ჰმართებს, მოიხადოს მასზედ დაკისრებული სამხედრო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქალბატონებს სახლში ჰყავთ 12 წლამდე ასაკის შვილი. დიახ ქალბატონებო, თუ თქვენ სახლში გყავთ 12 წლამდე ასაკის ადამიანი (საკუთარი შვილი, ნაშვილები ან ნებისმიერი) რომელზეც მეურვეობა გეკისრებათ, თქვენ ჯარისგან თავისუფალი ხართ.
ვფიქრობთ ეს დამატება ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და ცოტა სოციალურსაც, რადგან ჯარის შიშით ქალბატონები შვილებს გააჩენენ, ან ბავშვთა სახლებიდან აიყვანენ - ქვეყანას ორივე აწყობს.
დიდი სიამოვნებით მივიღებ დამატებით შემოთავაზებებს კანონპროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ ჩემ მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს შეჰმატოთ, ან კონტრარგუმენტები მომახსენოთ კომენტარებში.
• წინა კანონპროექტი თბილისის მერიისთვის - დაიბანე, თორემ დაგბანთ!
P.S. News განკუთვნილია იუმორშერჩენილი ადამიანებისთვის!
არგუმენტები და პუნქტები როცა წავიკითხე, კინაღამ დავეთანხმე ამ იდეას :D მაგრამ რას ამბობ, არავინ გაიტანოთ ეს შემოთავაზება პარლამენტის სხდომაზე :D ეხლა კიდე ”ფორმა 26”-ზე მარბენინეთ :D:D
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ... არ გეშინია მერე მამაკაცები რომ აღმოჩდნენ ჩაგრულთა რიგებში???
ოღონდ ფემინისტები გაჩუმდნენ და დაგვჩაგრეთ ბატონო, დაგვჩაგრეთ! :D :D :D
მერე ყველაზე მაგარი რა იქნება იცით ? მამაკაცების ოცმეთაურები ქალები რომ გახდნენ :D :D :D
sopia kikacheishvili ეს რა ფოტოა, მართლა არიან ქალები საქართველოს ჯარში? :O
ისა და მანდ როგორი კვებაა? :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია