ადამიანი იმდენად ეგოცენტურული არსებაა, რომ ვიდრე მას ან მის გარშემო კეთილისმყოფელ-მსურველებს არ შეეხება რომელიმე პრობლემა, იქამდე ხმას არ ამოიღებს და არაფერს დაწერს, იტყვის.
ჰოდა, მეც ვინაიდან რიგითი კაცთაგანი ვარ, ვწერ ახლა, ვინაიდან ჩემს გარშემო ძალიან თვალშისაცემად მომრავლდა.
ვაკანსია სახელად - კონსულტანტი მაღაზიაში. ახლა აგიხსნით ეს რას ნიშნავს. ამბობენ რომ კონსულტანტი და მერჩენდაიზერი განსხვავდება.
კონსულტანტი მაღაზიაში ნიშნავს გოგონას (95%), რომელმაც გადაწყვიტა რომ აიკრძალოს ჭამა, აიტკიოს ფეხები, დაიავადმყოფოს კუჭი და ნერვული სისტემა და ა.შ.
სულ რამდენიმე ხსნის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიწყოს მუშაობა მაღაზიაში, სადაც საოცარი გრაფიკი აქვს:
მუშაობს ორი დღე მონაცვლეობით ანუ ორი დღე ისვენებს და ორი დღე მუშაობს. თვეში დაახლოებით 15 სამუშაო დღე გამოდის.
სამუშაო საათები - 08:00 - 22:00
დასვენება სამუშაო საათების დროს - 0 წუთი და 0 წამი.
კვება - 0 გრამი და 0 კალორია.
პოზიცია - დგომა დახლებს შორის, მაცივრებთან და ა.შ.
როდესაც ამ ვაკანსიაზე მომიყვა ჩავთვალე სრულ იდიოტობად და გამოვლანძღე იმ კონკრეტული მაღაზიის მეპატრონე, რომელთანაც სამუშაო კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. შემდეგ ჩემს ირგვლივ სხვა კონსულტანტ გოგონებს გავესაუბრე მათი სამუშაო გამოცდილებების შესახებ და უნიკალურ მაგალითებს წავაწყდი.
ჩვენთან, არ შეიძლებოდა კედელზე მიყუდება, რადგან ამ დროს კლიენტს გონება გაურბისო, გვეუბნებოდა ზედამხედველი.
ჭამის პროცესი ასეთი გვქონდა - თითქოს რამე მოგვეპაროს, ისე ჩუმად ვჭამდით პურს და ყველს ან ძეხვს. ამიტომ მთელი დღე ყავას ვსვავდით.
ჩვენი მაღაზიიდან გასვლა არ შეიძლება, ამიტომ ერთადერთი ადგილი სადაც შეიზლება რამე ჭამო, არის საპირფარეშო, სადაც ჭამის სურვილი არ მქონდა, ამიტომ იქ მხოლოდ მოსაწევად გავდიოდი და ამით გონებას რაღაცნაირად ვაყუჩებდი.
თუ შენს პოზიციაზე არ იყავი, ხელფასიდან თანხა გექვითებოდა.
თანხას გვიქვითავდნენ იმაზეც, 10 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, 100 მოსინჯვის შემდეგ კლიენტი რომ უარს იტყოდა ტანისამოსზე და არ გავუღიმებდი და ამას კამერა დააფიქსირებდა.
და ასეთი ისტორიები უამრავია ჩვენს გარშემო. ამიტომ მგონი, მსგავსი არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამომდინარე, დროა რაც შეიძლება მალე გადავიდეთ რობოტების სამყაროში, თორემ მსგავს "ბიზნესმენებს" კონსულტანტი გოგონები მაინც რობოტები ჰგონიათ, ოღონდ ისეთები რომლებსაც დატენვა არ სჭირდებათ.
და რა არის გასაკვირი რომ მსგავსი სამსახურებიდან ახალგაზრდები დაბღვრემილები იყურებიან გაქცევის სურვილით შეპყრობილები???
აწებებული ღიმილით ხომ? ამაზე საშინელი არაფერია...არ გექნება კმაყოფილი სახე და იქნები უმუშევარი(((
და სად ხდება ეგ ყველაფერი, რომელ მაღაზიაში?
nestan კონკრეტული მაღაზიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვი რომ ასე ხდება როგორც სურსათის სუპერმარკეტებში, ასევე ტანსაცმლის მომრავლებულ Fashion მაღაზიებში. :)
შეიძლება, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაგან ეგეთი სიტუაცია არაა.
ღმერთმა დაგვიფაროს ყველგან ასეთი სიტუაცია იყოს, უმრავლეს ადგილებშია ასე უბრალოდ :(( :))
აღარ გავიხედავ ამ პოზიციისკენ :D
თა _ მო ამ დაქცეულ ქვეყანას რა ვუთხარი, თორემ სტუდენტები და განსაკუთრებით ხელოვანი ადამიანები საერთოდ რატომ უნდა იყურებოდნენ ამ პოზიციისკენ? :(( და ესეც არ იყოს, ვინც არ უნდა იყურებოდეს, ნებისმიერი ადამიანი ხომ იმსახურებს ნორმალურ მოპყრობას და ადამიანურ პირობებს? :(((
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია