ვეცადე სათაური დამემსგავსებინა ყვითელი პრესის გარეკანზე განთავსებულ სათაურს, რადგან ვხვდები, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაშ იქნება მომგებიანი, როცა მკითხველს არათუ აცნობ სიახლეს, არამედ ჯერ კითხვას უსვამ.
ახლა რაშია საქმე, როგორც ერთი ჯერარდაარსებული, მაგრამ უკვე პრესტიჟული ჟურნალი "მიზოგინია Times" იტყობინება, მალე საქართველოში ჯარში ქალების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს 20 დან 35 წლამდე კდემამოსილ, მანდილმოსილ, პირსინგმოსილ თუ ნებისმიერ სხვარამმოსილ ქალბატონების ჯარში გაწვევას, მთავარია როგორმე დადგინდეს რომ მათი სქესი ნამდვილად არის Female (მდედრობითი).
შესაძლოა ერთობ იუმორისტული და დეზინფორმაციული პოსტი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც არგუმენტებს ჩამოვთვლი თუ რატომ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი, ეგებ მართლაც დაფიქრდეს უცნაურ შენობას შეფარებული დეპუტატთა კოლექტივი და რომელიმემ პარლამენტის სხდომაზეც გაიტანოს ჩემი შეთავაზება.
რატომ ქალები ჯარში?
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ქალს ათავისუფლებს ჯარისგან.
20-35 წლამდე ნებისმიერ ქალბატონს სახელმწიფოს წინაშე ჰმართებს, მოიხადოს მასზედ დაკისრებული სამხედრო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქალბატონებს სახლში ჰყავთ 12 წლამდე ასაკის შვილი. დიახ ქალბატონებო, თუ თქვენ სახლში გყავთ 12 წლამდე ასაკის ადამიანი (საკუთარი შვილი, ნაშვილები ან ნებისმიერი) რომელზეც მეურვეობა გეკისრებათ, თქვენ ჯარისგან თავისუფალი ხართ.
ვფიქრობთ ეს დამატება ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და ცოტა სოციალურსაც, რადგან ჯარის შიშით ქალბატონები შვილებს გააჩენენ, ან ბავშვთა სახლებიდან აიყვანენ - ქვეყანას ორივე აწყობს.
დიდი სიამოვნებით მივიღებ დამატებით შემოთავაზებებს კანონპროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ ჩემ მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს შეჰმატოთ, ან კონტრარგუმენტები მომახსენოთ კომენტარებში.
• წინა კანონპროექტი თბილისის მერიისთვის - დაიბანე, თორემ დაგბანთ!
P.S. News განკუთვნილია იუმორშერჩენილი ადამიანებისთვის!
ჩავამატებ თა _ მო, ხომ ხედავ წერია ტექსტში - "მთავარია როგორმე დადგინდეს რომ მათი სქესი ნამდვილად არის Female (მდედრობითი)." - რამეს შენთვისაც მოვიფიქრებ :D უნდა იყოს 40 კილოზე მეტი ან რამე მსგავსი :D
ხო ქალების დახმარება გვინდა თორე მარტო კაცები რო ვერ ვერევით ამ რუსეთს ფაქტია :D :D :D
nika shelia შენ გაგახარა ღმერთმა, ეს არგუმენტი არც კი მომაგონდა :D
ასეა, ხუმრობა-ხუმრობაში გაატარეთ ჩემი პოსტი, მაგრამ აჰაა - თავდაცვის მინისტრი უკვე ქალი გვყავს. ჯერ სად ხართ :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია