კოლოქვიუმი
პიკასო
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
პიკასო
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი 2023
გერნიკა 1937, პაბლო პიკასო.
პაბლო პიკასო (1881–1973), მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მხატვარი და მოქანდაკეა, მან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. მისი ცხოვრების მაძილზე შექმნა უამრავი ნამუშევარი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მისი მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმი. პიკასოს ნამუშევრების გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, როგორც მხატვრულ ტექნიკას, ასევე ნახატის თემატიკას.
პიკასომ გაიარა არაერთი განსხვავებული ფაზა, როგორებიცაა: ცისფერი პერიოდი, ვარდისფერი პერიოდი, კუბიზმი და სურეალიზმი. მისი მხატვრობა ყველა ეტაპზე ვითარდებოდა და მის ნამუშევრებში იკვეთება იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებები, რომელშიც არის შექმნილი. მხატვრულ თავისებურებაში შეიძლება მოვიაზროთ სტილი და თემა. მაგალითისთვის ცისფერი პერიოდის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებში, პიკასო ჭარბად იყენებდა ცისფერ ფერებს, როგორც იმ დროისთვის დამახასიათებელი სიღარიბის და სასოწარკვეთის გამოხატულებას.
პიკასო მრავალფეროვანია მხატვრულ მიმდინარეობებში, მისი ნამუშევრები შექმნილია სხვადასხვა ჟანრში, მაგალითად: პორტრეტი, ნატურმორტი, მითოლოგია და ომი. აღსანიშნავია, რომ ის ხშირად ასახავდა საგნებს არატრადიციული გზებით, რაც გულისხმობს გამოსახულების ფრაგმენტებად დაშლილი სახით წარმოდგენას. მისი ამ უნიკალური მიდგომის და ტექნიკის მეშვეობით, პიკასომ შეძლო ტრადიციული მხატვრული ფორმებიდან განთავისუფლება და შეიძლება ითქვას ყველანაირ ჩარჩოს გასცდა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება შევაჩეროთ სიმბოლიზმზე და მის დატვირთვაზე პიკასოს შემოქმედებაში. ის სიმბოლურ ელემენტებს იყენებს, როგორც პირადი ემოციების, ასევე ფართო სოციალური საკითხების წარმოსაჩენად. ერთ–ერთ ცნობილ ნახატში – „გერნიკა“, რომლის განხილვასაც მოგვიანებით შევეცდები, პიკასოს გამოყენებული აქვს მრავალი სიმბოლური ელემენტი, ომის ტრაგიზმის და მისგან გამოწვეული ტანჯვის გადმოსაცემად.
რაც შეეხება შთაგონებას და ინსპირაციის წყაროს, პიკასოსთვის ასეთად შეიძლება ჩაითვალოს აფრიკული ხელოვნება, იბერიული ქანდაკება, ძველბერძნული კერამიკა და ასევე სხვა მხატვრების ნამუშევრები, მაგალითად: პოლ სეზანის და ანრი მატისის. როგორც დასაწყისში აღინიშნა, პიკასოს მხატვრობის გასაგებად აუცილებელია მრავალი ასპექტის გათვალისწინება, მხატვრული სტილის, ტექნიკის და სიმბოლიზმის გარდა მნიშვნელოვანია იმ გავლენების შენიშვნა და გააზრება, რომლებიც ზემოთ ხსენებულმა „წყაროებმა“ იქონიეს პიკასოზე და მის შემოქმედებაზე.
პიკასოს მიერ შესრულებული ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „გერნიკა“, რომელიც მან ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ დახატა და ნაცისტების მიერ ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქის გერნიკას დაბომბვას მიუძღვნა. ნახატი ზუსტად გადმოსცემს იმ საზარელ სურათს, რასაც ომი ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სიმბოლოებზეა აგებული.
მაგალითად, ბომბის ნაცვლად ნახატზე გამოსახულია ნათურა, რომელსაც გარს ერტყმის მანათობელი გარსი და მკვეთრი წახნაგები, რაც სიმბოლურად აღნიშნავს დამომბვის შემდეგ ცეცხლის ალებით განათებულ ცას. ასევე ნახატზე მკრთალად, რთულად შესამჩნევადაა ასახული მტრედი, ეს სიმბოლოა მშვიდობის, რომელიც ომის დროს გაქრა (დაიკარგა) გერნიკაში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კომპოზიციაში ერთადერთი კაცი მონაწილეობს, რომელიც დაცემულია, თუმცა ხელში კვლავ უჭირავს გატეხილი ხმალი, რაც სიმბოლოა ბოროტებასთან, ტერორთან ბრძოლის. გარდა ამისა მკრთალად ჩანს, როგორ ამოდის ყვავილი მებრძოლის ხელზე, ეს ნიშანია იმედის არსებობის. ამავე სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ლამპარი, რომელიც ქალს უკავია.
ბიბლიოგრაფია:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 11:39am
0 კომენტარი
0 მოწონება
Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or Memory Wave max out your computer's drive, but can you utilize up all…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია