მცხეთის წმინდა ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა უკვე ორი ათეული წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); ხელისუფლების წარმომადგენლები; მწერალი - გურამ დოჩანაშვილი; ანსამბლი შვიდკაცა.

გიმნაზია, სკოლა, ქველი, Qwelly, საიუბილეო, მილოცვა

      ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, თბილისის, ყოვლადწმინდა სამების ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე). მცხეთაში, როგორც უფლის კვართის მიმრქმელის წმინდა ადგილზე, სასულიერო სასწავლებლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ისაუბრა სკოლის დაარსების პირველ წლებზე, იმ სირთულეებზე, რომლებიც ამ სკოლამ გამოიარა 2 ათეული წლის განმავლობაში. აღმშენებლობასა და მიღწევებზე, მოსწავლეთა წარმატებასა და იმ ტალანტთა გამრავლებაზე, რომლისთვისაც ეს სკოლა შეიქმნა. მამაომ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სკოლის წინაშე გაწეული წვლილისთვის - მადლობა საპატრიარქოს, რომლის სკოლათა ერთიანობაში მცხეთის გიმნაზია არის; მადლობა ყველა იმ ქველმოქმედ ადამიანს, რომელთა შემოწირულობების, დიდი სიყვარულის და მზრუნველობის გარეშე, ეს სკოლა ვერ იარსებებდა; მადლობა განათლების სამინისტროს და მცხეთის ხელისუფალთ, მუდმივად გვერდში დგომისთვის; მადლობა თითოეულ მასწავლებელს და თითეულ მცხეთელს, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი შვილები ანდეს გიმნაზიას აღსაზრდელად.

      ჩვენი მიზანი ის გახლავთ, რომ ცოდნას რწმენა ასაზრდოებდეს - განაცხადა მამა ილიამ.

      ამის შემდეგ, ღონისძიება, სკოლის მოსწავლეთა ფოლკლორული კონცერტით გაგრძელდა. გალობა, პოეზია, ცეკვა და სიმღერა.

      ღონისძიების დასასრულს, რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დალოცა სკოლა და დიდი მადლობა გადაუხადა მამაოს და სკოლის თითოეულ პედაგოგს, თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის. მეუფემ ასევე ისაუბრა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების შესახებ და 70 წლიანი უღმერთობიდან, უფლისკენ შემობრუნების უდიდეს მნიშნელობაზე. მეუფემ, ამ საქმეში, საპატრიარქოს სკოლების წვლილს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს, ბათუმის საპატრიარქოს სკოლის 25 წლის იუბილეა, შემდეგ თბილისის სკოლის 25 წლის იუბილე აღინიშნა და აი, ახლა დღეს, მათ მცხეთა შეუერთდა. მეუფემ მოიგონა გიმნაზიის პირველი წლებიც, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთი შენობა იდგა და იმ, ერთი შენობაში, დაიწყო სკოლამ არსებობა და ასე გაიზარდა და გამშვენდა.

      ღონისძიების დასასრულს, მოწვეული სტუმრებისთვის ბანკეტი გაიმართა.


      შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე ამ დღის ოფიციალური პრეს-რელიზი იყო. არაოფიციალურად, კი ეს სკოლაში დაბრუნების დღე გახლდათ. კი, მე შეგნებულად გამოვტოვე, რომ მოწვეულ სტუმართა შორის, სკოლადამთავრებულებიც იყვნენ. და თუკი ვინმესთვის იყო ეს დღე განსაკუთრებული, უპირველესად სწორედ მათთვის. წლების უნახავი კლასელები შეხვდნენ ერთმანეთს, თვეების განმავლობაში თვალდაუკვრელი მეგობრები გადაეხვივნენ. მოსწავლეები და მასწავლებლები, ერთ მონატრებულ სიყვარულში. დიდი ხნის განშორებისას, ემოციებიც მძაფრდება. გამომსვლელები სკოლის აღმშენებლობაზე საუბრობდნენ და სკოლადამთავრებულები, ამ აღმშენებლობას საკუთარი თვალებით ხედავდნენ, ხელებით გრძნობდნენ და იხსენებდნენ - აქ ხომ თითეული კედელი, ხე, ბუჩქი, მათთან ერთად გაიზარდა.

      ისევ ფეხით გამოვუყევი სახლისკენ გზას, როგორც წლების წინ. თუ რკინიგზასთან არ გიცხოვრიათ, შეიძლება ვერც გამიგოთ - გიგრძვნიათ მატარებლის სურნელი? უფრო სწორად, მატარებლის მაზუთის სურნელი? ჰო, ჩემთვის ეს ბავშვობის სურნელია (დღეს დავაკვრიდი მხოლოდ ამას, დღეს მივხვდი რომ სურნელიც ბავშვობაში მაბრუნებდა), სკოლიდან სახლამდე მხიარულებით გავლილი გზის სურნელი, მოპარული კომშის, ძიძგილაობის და მრავალი სხვა ისტორიის სურნელი.

      მივულოცავ ჩემს სკოლას 20 წლის იუბილეს. დავბერდითო მიმტკიცებდნენ მასწავლებლები, მაგრამ მე ვერაფერი შევატყვე ამის მსგავსი, ისევე როგორც მათ ვახსოვდი პირველი კლასის ცელქი მოსწავლე, დამთავრებამდეც რომ ცელქად დარჩა.

დიდი სიყვარულით და სპეტაკი წლების მონატრებით, გილოცავთ 20 წლის იუბილეს! კიდევ მრავალი წელი, მრავალჟამიერ!

იხილეთ ფოტოალბომი: მცხეთის გიმნაზიის ოცი წლის იუბილე

ნახვა: 686

ტეგები: Qwelly, გიმნაზია, მილოცვა, საიუბილეო, სკოლა, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters