"– რა ვქნა, გენაცვალე, – ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა, – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავები და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ თქვენ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი. ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენ მაგივრად ვითამაშო, – ანერვიულდა ღმერთი.
– მაგას ვინ გკადრებთ, ბატონო ღმერთო! ოღონდ წელს პირველი ადგილი გვაჩუქე და ქაშვეთში ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებთ, – გამოვიგლიჯე ყელი მე.
– თუ ძმა ხარ, თავი დამანებე! მასე იცით თქვენ: ჯერ მთხოვთ, მერე გადიხართ ტრიბუნებზე, გადმოაგდებთ ცხრა მეტრო ენას და დედ–მამის სულს მიტრიალებთ.
– შეგვიბრალე, ღმერთო! არ გეცოდებით, დასაკლავი ხარებივით რომ ვბღავით სტადიონზე? – მთლად მოვიმკდარუნე თავი.
– უნდა ითმინოთ. მოთმინებითა შენითაო, წერია სახარებაში. სახარებას ხომ კითხულობ? – მკითხა ღმერთმა.
– არა, ბატონო!
– აბა რას კითხულობ, შე უბედურო?! – გაუკვირდა მამაზეციერს.
– მე რა უნდა წავიკითხო, თვითონ ვწერ, – ამაყად გადავხედე ღმერთს.
– აბა, წერე და იკითხე! – ცალყბად მომიგდო მან.
– ერთი თხოვნა კიდევ… – შევევედრე უფალს.
– მალე თქვი და მორჩი, მეძინება! – თქვა ღმერთმა და დაამთქნარა.
– თუ შეიძლება, აქედან რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, მოვყვები რა, ღმერთს ველაპარაკე მეთქი.
– სადაც გინდა მოყევი, სულ ერთია, არავინ დაგიჯერებს და…
– რას ბრძანებთ, მე ვინ არ დამიჯერებს?!
– გეყოფა ახლა ტლიკინი, წადი! – მითხრა ღმერთმა და თვალები დახუჭა."
ნოდარ დუმბაძე-''პირველი საუბარი ღმერთთან''

ნახვა: 661

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, დუმბაძე, ლიტერატურა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters