დილიდან არ დაიღალა მაშინაც წვიმა. ღამით მხოლოდ ღრუბლები იკრიბებოდნენ, სათათბიროდ, მაგრამ დილით? დილით თითქოს დადგენილება გამოიტანეს და გამოასხეს და გადმოასხეს.

      უკვე, წირვის დასასრულს, ზარები რეკდნენ როცა ტაძრიდან გამოვედით. გვშიოდა და წასასვლელს, სასეირნოს და შემდეგ საჭმელს ვეძებდით. დილანდელ წვიმას, ჯერ კიდევ არ გადაეღო. ხან სად დავრეკე, ხან ვის ვკითხე ამბავი და ბოლოს რჩევით მაინც ერთი მყუდრო ადგილისკენ გავემართეთ - ნორმალურად ამზადებენო. ანცობამ გზაში განსაკუთრებით გიწია. არცერთ გუბეს არ აცდი და ყველგან ხტუნაობდი, ხარხარებდი, მაინც სველი ვარ, რა მოხდა მერეო. შენც იწუწებოდი და მეც მწუწავდი, ხელსაც არ მიშვებდი და არც მე მინდოდა გაშვება - ბედნიერება ხელჩაკიდებითაც გადადის მგონი. მერე მაღაზის შევეფარეთ. ვაჭანურებდი გამოსვლას, იქნებ გადაიღოსთქო. სალფეტკით სახეს გიწმენდდი და ყველაფერი ერთმანეთში გქონდა გადათხაპნილი. არაფერია, მთავარია ბედნიერება წვიმაში ხტუნაობა, წამოდი, გარეთ გავიდეთო - არ ჩერდებოდი და ცოტა ხანში ისევ გუბეში ჩახტი.

      ერთი, ორი, სამი სკუპიც და ბედად იქ აღმოვჩნდი, სადაც საჭმელი მელოდა.

      როგორც ჩანს ის ბედნიერი წუთებიც მარადისობად იქცა. რას მოვაყოლე ახლა ეს ამბავი - მთელი დღე წვიმდა გუშინ და მთელი ღამე. დილით ისევ სიბნელეში გამეღვიძა და მომაგონდა კიდევ ერთი წვიმისისტორია.

ნახვა: 405

ტეგები: Qwelly, ბედნიერება, ბლოგი, ქველი, წვიმა

თათია: ნოემბერი 17, 2016||10:17pm
BrOliKa: ნოემბერი 18, 2016||12:15am
თათი შენ ის უნდა ნახო ჭყაპუნი როგორ ასველებს ან ჟოლოპი :D ვგიჟდები თქეშ წვიმაში ჟოლოპის ქვეშ გავლაზე :D არც ერთ არ ვტოვებ :D
თათია: ნოემბერი 18, 2016||11:06am
ჟოლოპი არა, მაგრამ გუბეებში ტყაპუნი გამოცდილი მაქვს ))) სრული სიგიჟეა
თათია: ნოემბერი 18, 2016||11:19am
შენ წარმოიდგინე და არა მაიკო))) ცხელ ჩაის თუ დავაყოლებთ..))
BrOliKa: ნოემბერი 18, 2016||8:22pm
ერთხელ წვიმაში პატარა გუბესთან დავდეხი ფეხსაცმლის წვერო ჩავყავი და ვჭყაპუნობდი :D თურმე ერთი ბაბუ მიყურებდა მოვიდა და მეუბნება შვილო აქეთ გადმოდი უფრო დიდი გუბეა და უკეთ გამოგივაო თან ეცინებოდა :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters