ფილმებზე წერა მივატოვე ლოგიკური მიზეზის გამო - ფილმებს აღარ ვყურებდი და საწერიც გამომელია. გასულ weekend-ებზე ცოტა დრო გამომიჩნდა და დიდი ორჭოფობის მიუხედვად მაინც ვნახე ერთ-ერთი უახლესი ფილმი "ამაღლება" (Risen).

      ფილმის რეჟისორია კევინ რეინოლდსი. ჟანრი კი ისტორიულ-მისტიური დრამა შეურჩიეს. იშვიათად, თითქმის არასოდეს ვუყურებ ქრისტეზე გადაღებულ ფილმებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადაღებულს, მაგრამ ამჯერად კრიტიკოსთა მინაწერები წავიკითხე, როჯერ ებერტის რეიტინგიც ვნახე და ვიფიქრე, იქნებ რამე კარგი გადაიღესთქო. ჩავრთე და საბოლოოდ მაინც ვინანე.

      დაიწყო ფილმი ბარაბას აჯანყებით, რომელიც როგორც ფილმიდან ირკვევა, პასექის წინა დღეებში ხდებოდა. აჯანყებას ჩაახშობს თუ არა ტრიბუნი კლავიუსი (მთავარი გმირი ფილმისა. მსახიობი ჯოზეფ ფიენესი), ბრუნდება იერუსალიმში, მიდის პილატესთან, რომლისგანაც ახალ დავალებას იღებს - ნაზარეველი ჯვარზე გავაკარი და მიხედე მაგ ამბავსო. იქვე აბარებს - ძვლები არ გადაუმტვრიო - დაინდეო. პირველი გაკვირვება აქედან - პილატეს გულისხმიერება და იუდეველების აჯანყება პასექის სადღესასწაულო დღეებში? რაღაც არ მახსენდება და მაკვირვებს კიდეც.

      არ ვიცი აქცენტი სპეციალურად გააკეთეს თუ მე გავამახვილე ყურადღება ამ კადრზე - მაცხოვრის სამსჭვალების რაოდენობა 4 იყო. ფილმის მოყოლა რომ არ გამომივიდეს, არ გავაგრძელებ იმ ამბავს, რაც ფილმში ხდება. უბრალოდ გეტყვით, რომ ესაა ისტორია ტრიბუნისა, რომელმაც ქრისტე იხილა აღმდგარი და რომელიც დაესწრო ქრისტეს ამაღლებას. მეტიც, გალილეისკენ მოციქულებიც გააცილა და რომაელებისგანაც გადაარჩინა (ამაღლების სცენას რაც შეეხება, მაინცდამაინც სახარებისეული არ იყო).

      სხვა მხრივ, რეჟისორი და სცენრისტები, როგორც ჩანს ცდილობდნენ, არ გადაეხვიათ მახარებელთა მონათხრობისთვის.

      ფილმი მორჩა და სრული უგრძნობლობა, სრული სიცარიელე და უბრალო შეკითხვა - რისთვის გადაიღეს?

      ქრისტეზე გადაღებულ ფილმებს შორის, მგონი, ყველაზე რეიტინგული და პოპულარული ჯერ "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" იყო და ბოლო პერიოდში "ქრისტეს ვნებანი". ამ ორი ფილმიდან, არცერთს არ აქვს პრეტენზია, ქრისტიანობის მქადაგებლის როლი მოირგოს, ალბათ ამიტომაც გამოუვიდათ რეჟისორებს მეტნაკლებად საინტერესო. და ფილმი კლასიკა, "ბენ ჰური (1959)", რომელიც ასევე ქრისტეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და ქრისტეზე გადაღებულ ფილმებს შორის უკონკურენტო ლიდერია.

      ჰოდა, ასეთ დროს, გაკვირვება მიპყრობს და კითხვა მიჩნდება - რისთვის გადაიღეს "ამაღლება" და საერთოდ, რისთვის იღებენ მსგავს ფილმებს? შემოსავალიც კი აღარ მოაქვთ მათ. ამას ისევ, ნოდარ მანაგაძის გადაღებული ამაღლება ჯობდა.

ნახვა: 339

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კინომანია, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4GM Tips for Beating Cyborgs in Helldivers 2

გამოაქვეყნა mary_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2026.
საათი: 11:36am 0 კომენტარი

Super Earth's latest campaign has reminded players that Helldivers 2 Items are more than simple rewards, because the right equipment can completely change how…

გაგრძელება

EZBUFF- Buy Madden NFL 27 Coins to Unlock More Elite Cards

გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2026.
საათი: 10:46am 0 კომენტარი

Building a competitive roster in Madden NFL 27 requires smart planning, strong decision-making, and access to the right player cards. As an experienced player, I know that elite cards can completely change the way a team performs, from improving…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters