ქეთევან პოპიაშვილი
ეკონომიკური საქმიანობის მოწესრიგება ყველა ტიპის სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა, რადგან მასზეა დამოკიდებული საზოგადოების კეთილდღეობა.
სოციალისტებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ “გონივრულად მართვად” ეკონომიკურ ცხოვრებას შეუძლია მოსახლეობისათვის ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნა და “ეკონომიკურმა დაგეგმვამ” უნდა ჩაანაცვლოს კონკურენცია.
ყველაფრის დაგეგმვის სურვილს ავტომატურად მიყავს სახელმწიფო (სოციალისტური, ნაცისტური თუ დემოკრატიული, ნებისმიერი პოლიტიკური მოწყობის) განუსაზღვრელი ძალაუფლებისკენ.
ეკონომიკური საქმიანობის აბსოლუტური დაგეგმვა განუხორციელებელია თუ არ დაირღვა პიროვნების ან გარკვეული სოციალური ჯგუფების კერძო ინტერესები. რაც უფრო მეტი სფეროს დაგეგმვა სურს ხელისუფლებას, მით უფრო მეტად ირღვევა ცალკეულ პირთა თავისუფლება - დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც თვითონ სურს.
ყოვლისმომცველი დაგეგმვის პირობებში თვალსაჩინო ხდება ინტელექტუალური თავისუფლებისა და ზნეობრივი ღირებულებების უპატივცემულობა.
სოციალისტურ დაგეგმვას საფუძვლად უდევს “ თავისუფლების” მნიშვნელობის რადიკალური შეცვლა. სოციალისტური თავისუფლება ნიშნავს “თავისუფლებას სიდუხჭირისგან” და არა პიროვნულ თავისუფლებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ლიბერალიზმისთვის, რომელიც არ აღიარებს “გონიერი საზოგადოებრივი ზედამხედველობის” საჭიროებას. ის ინდივიდებს საშუალებას აძლევს გადაწყვიტონ რა აკეთონ, როგორი ანაზღაურება ჰქონდეთ, რომ ის შეესაბამებოდეს მათ დანახარჯებს.
ლიბერალური დაგეგმვა, ჰაიეკის აზრით, ერთადერთი სწორი დაგეგმვაა, რადგან ის გულისხმობს კონკურენციისათვის ხელშეწყობის პირობების დაგეგმვას, კონკურენცია კი არის ეკონომიკური საქმიანობის ერთადერთი მეთოდი, “რომელშიც ხელისუფლება ძალადობრივად ან ნებელობით არ ერევა”.[1]
ხელისუფლება აუცილებლად უნდა ჩაერიოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბუნების დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, მოქალაქეთა დაცვა, გაყალბებისა და თაღლითობისაგან, თავდაცვა გარეშე საფრთხეებისაგან ასევე ის ვალდებულია აღკვეთოს მონოპოლიები და სხვა.
ეს არ გულისხმობს, რომ შესაძლებელია ცენტრალური მართვისა და კონკურენციის შერწყმა - ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ იქნება სრულყოფილი. “დაგეგმვისა და კონკურენციის შეხამება შესაძლებელია მხოლოდ თვით კონკურენციის ხელშეწყობისა და არა კონკურენციის შეფერხების დაგეგმვაში”.[2]
სოციალისტური დაგეგმვის პირობებში ადამიანი დაიყვანება რიგით, სტანდარტულ ერთეულამდე ყოველგვარი პირადი სურვილების და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების გარეშე. ისეთ უბრალო საკითხებშიც კი, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოს, განათლებისა და დასვენების არჩევის უფლება, მმართველობის სათავეში მოქცეული ადამიანთა ჯგუფი გეგმავს და აწესებს თავისთვის ხელსაყრელ და მისაღებ სტანდარტებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს უსადაგებს მთელი საზოგადოების ყოფაცხოვრებას. განსხვავებული აზრის მქონე ინდივიდები, რომლებიც ცდილობენ რაიმეს შეცვლას, აკრიტიკებენ არსებულ ცხოვრების წესს, კანონდამრღვევებად და საერთო საქმის მოღალატეებად მიიჩნევიან.
ამის საპირისპიროდ, ლიბერალური პოლიტიკა არის პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა., რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციას ეკონომიკაში და კანონის უზენაესობას, რასაც უზრუნველყოფს თავისუფალი სასამართლო.
ჰაიეკს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეკონომიკის მართვის ლიბერალურ ფორმას შეუძლია შექმნას “პროგრესისათვის ხელსაყრელი პირობები და არა დაგეგმილი პროგრესი”[3]. [4]
მე ვფიქრობ, თეორიულად ეს ყველაფერი იდეალურადაა წარმოდგენილი, განმარტებული და ახსნილი. ბევრი რამ პრაქტიკაშიც ნათლად ადასტურებს ჰაიეკის შეხედულებებს განსაკუთრებით იქ, სადაც ის საუბრობს თუ რა მცირე მანძილია დემოკრატიიდან ტოტალიტარიზმამდე, თუ თავისუფლებისა და თანასწორობის ცნებების გაგება დამახინჯდება.
ჩემი აზრით, რთულია წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკონომიკური ცხოვრების წესი და მასზე მორგებული აზროვნება რამდენიმე ათწლეულში რადიკალურად შეიცვალოს. ადამიანთა ნაწილი ადვილად უწყობს ფეხს სიახლეებს, სწორად აფასებს სიტუაციებს, მხოლოდ საკუთარ თავს, თავის ქმედებებს მიიჩნევს წარმატებისა თუ მარცხის მიზეზად, საზოგადოების ნაწილს კი კვლავ მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა ერეოდეს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში. სწორედ ეს ადამიანები იწყობენ ხელს პიროვნებას თუ გარკვეულ ჯგუფს, მართონ ქვეყანა თავისი სურვილებისა და შეხედულებების მიხედვით. შექმნილ სიტუაციაში კი “მთავრობის ხელმძღვანელი თავის პოზიციებს პერიოდულად სახალხო არჩევნებით გაამყარებს, თავისი ბრძანებების შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმები სინამდვილეში წარმართოს იმ მიმართულებით, რომელიც მას სჭირდება“.[5]
ვფიქრობ, არც ისე ადვილია საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებას გათავისება და სწორად გამოყენება. ამის სრულყოფილ შეთავსებას გარკვეული პერიოდი სჭირდება როგორც ყველა სიახლეს, რომელმაც უნდა უარყოს და ჩაანაცვლოს მოძველებული.
[1] ჰაიეკი. გზა ბატონ ყმობისაკენ. 250.
[2] ჰაიეკი. გზა ბატონ-ყმობისაკენ. 251.
[3] ჰაიეკი. გზა ბატონ-ყმობისაკენ. 269.
[4] ჰაიეკი ფრიდრიხ, ლიბერალიზმი და ძალაუფლება, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.
[5] ჰაიეკი. გზა ბატონ-ყმობისაკენ. 254.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია