- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?

- კი, დარბაზისთვის.

- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.

- ბატონო?

- ანუ მინდა რომ წავიკითხო.

- კი, კი, ოღონდ დარბაზში უნდა წაიკითხოთ, სახლში ვერ გაგატანთ.

- აა, რა თქმა უნდა. კი, ახლა წავიკითხავ. 

- დოსტოევსკისაა ხო?

- კი.

- პირადობა ან სტუდბილეთი მომეცით!

- დოსტოევსკის? 

- არა, თქვენი პირადობა მომეცით.

- აა, ახლავე.

       ეს დიალოგი პირველად პირველ კურსზე გაიმართა, მაშინ სრულიად სერიოზულად პასუხობდა ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი გოგონა ჩემს იუმორშეპარებულ კითხვებს, მაგრამ ეს ისტორია ამის გამო როდი მოვყევი. თან გაგრძელებაც აქვს. 

- უკაცრავად, გაიღვიძეთ, უნდა გამოვაღო.

- კი, კი რა პრობლემაა - და წელისატკიებით დგები წითელი "პუფისმაგვარი" სკამიდან. ვინც ილიაუნის A კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოფილა და უკან, მოყუჩებულ სამკითხველოში შესულა, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ჰოდა, მაშინ პირველად გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა წიგნისკითხვას "მოწყურებული" სტუდენტი. 

       სწორად მოგესმათ - მაშინ პირველად გამაღვიძაღთქო. ის დრო ჯობდა - შუალედი ლექციებს შორის სულ რაღაც ერთი საათი იყო, ახლა მეუთხე კურსზე ვარ და 3-4 საათიანი შუალედები მაქვს, შესაბამისად "წიგნისკითხვისთვის" (ძილი რომ ჰქვია) მეტი დრო, მაგრამ წელის ტკივილიც უფრო მძაფრია. 

       ამ შესავალის აზრი ის გახლავთ, რომ ვიღაცამ ჩემდა დამოუკიდებლად იდეა მომპარა და მეტიც - განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შუალედისას გულწრფელად ვინატრე და გვერდზე მჯდომსაც გავუზიარე ნატვრა - რა იქნება ილიაუნის ერთ-ერთ აუდიტორიაში რომ დაამატონ შუა დღის საძინებელი? ერთი საათით რომ წაიძინოს სტუდენტმა? 

აი, ასეთი:

 

       ველი ჩემი პრობლემით დაავადებული სტუდენტების აქტივობას!

P.S. ამ გოგოს ნუ გააგდებენ, დატოვონ, არაა პრობლემა :)))

ნახვა: 930

ტეგები: Qwelly, ბიბლიოთეკა, ბლოგი, გაჭირვება, დაღლილობა, დახმარება, იდეა, კითხვა, კრეატივი, სასწავლებელი, მეტი...სტუდენტი, უნივერსიტეტი, ქველი, ძილი, წიგნი

თა _ მო: იანვარი 13, 2014||7:26pm

თუ ასეთი რამ ილიაში გამოჩნდა არ გამომაპარო ლაშა :D

Keti: იანვარი 13, 2014||7:26pm

არ მეგონა ასეთი საშინელი თუ იყო შუალედები :(( არადა ხანდახან ვნატრულობდი კიდეც ნეტა მეც მქონდეს მეთქი, ყოველდღე უნიში ერთი საათით მისვლა უფრო ცუდია დამიჯერე

ლაშა: იანვარი 13, 2014||7:28pm

თა _ მო როგორ გეკადრება :D :D ასეთებს მე დავდგამ და სულ ჩემებს და სულ კაებს დავაძინებ :D 

ლაშა: იანვარი 13, 2014||7:31pm

Keti მჯერა :) 

Salius: იანვარი 13, 2014||7:31pm

რა მაგარიი საძინებელიაა :))) ასეთ საძინებელზეეე ფიქრით ტყუილად ნუუ დაკარგავთ დროს მაინც არავინ დაამატებს ''შუა დღის საძინებელს''

თა _ მო: იანვარი 13, 2014||7:33pm

დაველოდები ლაშა :))) keti იმ ერთი საათის მერე სხვა საქმეს მაინც მოიტუმრებ და როცა შუალედები გაქ ვერც გადიხარ უნიდან :(( 

ლაშა: იანვარი 13, 2014||7:37pm

შემოდგომისფერი შენგან კარგი ოცნებების ჩამშხამაბელი გამოვიდოდა :D 

Keti: იანვარი 13, 2014||7:37pm

შემოდგომისფერი ისეე ესეთი საძინებელი მარტო შუალედბზე კიარა ზოგიერთ ლექციაზეც არ გვაწყენდა :D

Salius: იანვარი 13, 2014||7:51pm

ლაშა გამოვიდოდა კიი არაა ჩამშხამებელიი ვარრ :D

ქეთი მართალიი ხაარრ, ცაგარელის ლექციაზე კარგი იქნებოდაა ასეთი საძინებელიი ;დ 2 საათიით გამოვიძინებდი :D :D 

Keti: იანვარი 13, 2014||8:01pm

შენი ბედი რომ ცაგარელი ქველზე არ არის თორეეემ :D :D დაგაძინებდა სამუდამოდ :P :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Qwelly World

free counters