- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?
- კი, დარბაზისთვის.
- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.
- ბატონო?
- ანუ მინდა რომ წავიკითხო.
- კი, კი, ოღონდ დარბაზში უნდა წაიკითხოთ, სახლში ვერ გაგატანთ.
- აა, რა თქმა უნდა. კი, ახლა წავიკითხავ.
- დოსტოევსკისაა ხო?
- კი.
- პირადობა ან სტუდბილეთი მომეცით!
- დოსტოევსკის?
- არა, თქვენი პირადობა მომეცით.
- აა, ახლავე.
ეს დიალოგი პირველად პირველ კურსზე გაიმართა, მაშინ სრულიად სერიოზულად პასუხობდა ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი გოგონა ჩემს იუმორშეპარებულ კითხვებს, მაგრამ ეს ისტორია ამის გამო როდი მოვყევი. თან გაგრძელებაც აქვს.
- უკაცრავად, გაიღვიძეთ, უნდა გამოვაღო.
- კი, კი რა პრობლემაა - და წელისატკიებით დგები წითელი "პუფისმაგვარი" სკამიდან. ვინც ილიაუნის A კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოფილა და უკან, მოყუჩებულ სამკითხველოში შესულა, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ჰოდა, მაშინ პირველად გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა წიგნისკითხვას "მოწყურებული" სტუდენტი.
სწორად მოგესმათ - მაშინ პირველად გამაღვიძაღთქო. ის დრო ჯობდა - შუალედი ლექციებს შორის სულ რაღაც ერთი საათი იყო, ახლა მეუთხე კურსზე ვარ და 3-4 საათიანი შუალედები მაქვს, შესაბამისად "წიგნისკითხვისთვის" (ძილი რომ ჰქვია) მეტი დრო, მაგრამ წელის ტკივილიც უფრო მძაფრია.
ამ შესავალის აზრი ის გახლავთ, რომ ვიღაცამ ჩემდა დამოუკიდებლად იდეა მომპარა და მეტიც - განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შუალედისას გულწრფელად ვინატრე და გვერდზე მჯდომსაც გავუზიარე ნატვრა - რა იქნება ილიაუნის ერთ-ერთ აუდიტორიაში რომ დაამატონ შუა დღის საძინებელი? ერთი საათით რომ წაიძინოს სტუდენტმა?
აი, ასეთი:








ველი ჩემი პრობლემით დაავადებული სტუდენტების აქტივობას!
P.S. ამ გოგოს ნუ გააგდებენ, დატოვონ, არაა პრობლემა :)))
მე სხვა ლექცია ვიგულისხმე :D :P :P
გოგოებო, რომელ ცაგარელს გულისხმობთ? :)
ლევან ცაგარელს
ძააანნნ საყვარელიიი როოაა ისს ცაგარელიი :D:D:D
lasha ამ წიგნზე,რაც მე ვიტირე...სამწუხაროდ ეიფორიისგან ძილი არ დამცალდა.:Dრაც შეეხება გოგონას გაგდებას,გენიალური ხუმრობაა.:D
maka ხუმრობის შეფასებისთვის მადლობა :) ღაც შეეხება წიგნს, როგორც თავადაც მიხვდი, ჩემი ძილის რეჟიმის გამო, ეგ წიგნი დღემდე არ წამიკითხავს :D :D :D
რომ წაიკითხავ,მისი შინაარსით კმაყოფილი დარჩები.ბიბლითეკაში კითხვისგან,რომ არ ჩაგეყვინთოს(ჩაგეძინოს)გათხოვებ არაა პრობლემა.
ლაშა ბიბლიოთეკაში არაა ხოლმე თავისუფალი სკამი რო დაჯდე და ამ ოთხაში გგონია ოდესმე იქნება ადგილი? :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია