სსრკ - საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი. სწორედ ეს რეჟიმი იყო რკინის ფარდა, რომელიც "დიადმა" რუსეთის იმპერიამ ჩამოაფარა პატარა ერებსა და დასავლურ განვითარებულ ქვეყნებს შორის, ვითომდა ჩვენს საკეთილდღეოდ. გვიცავდნენ. რისგან?. ვისგან?. - "გვიცავდნენ" დამოუკიდებლობისგან, თავისუფლებისგან.. გვიცავდნენ "სამშობლოს მოღალატე" გენიალური ადამიანებისგან, გვიცავდნენ ჯინსებისგან, გვიცავდნენ... როგორ "გვიცავდნენ"!..

      ეს ხომ კარგი და კარგი, მაგრამ ახლა, დღეს, ვისმენ როგორ მისტირიან ვიღაცები თავისუფალ მიმოსვლას საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, როცა ბოძებული საგზურებით ვოლგოგრადის თუ სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში, სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ და შთაბეჭდილებებით ივსებოდნენ. იმასაც იხსენებენ, რა იაფად ყიდულობდნენ ხარისხიან თეთრეულს, ტანსაცმელს.. თურმე იქ საცვალიც კი უფრო ხარისხიანი იყო. და ამ ყველაფრით გახარებულნი და კმაყოფილნი მერე სამშობლოში ბრუნდებოდნენ. და როგორ სამშობლოში! - თავისუფლებაწართმეულ, განაწამებ საქართველოში, სადაც ბევრს აღარ ახსოვდა, რომ თავისუფლება ადამიანის უფლებაა, აღარც ახალ იდეებს დაეძებდნენ და აღარც დასავლურ ქვეყნებში მოიძებნებოდა საინტერესო. აღარ ახსოვთ სიცოცხლის უფლებაწართმეული ადამიანები! აღარ ახსოვთ ტერენტი გრანელი, რომელიც შოვინისტ და მავნებელ პოეტად გამოაცხადეს, ტიციან ტაბიძე, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო რომ დახვრიტეს თუ გადაასახლეს, ქვეყნის მტრად შერაცხული მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი.. აღარ ახსოვთ გეგა კობახიძე და მისი თანამოძმეები, აღარ ახსოვთ ლევან აბაშიძე!, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის ნაღმზე აფეთქდა აფხაზეთში, და ახლა როცა ვთქვი, რომ ძალიან მიყვარს იგი, ერთმა, საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიაშემოწოლილმა მკითხა, ვინ არისო. გული შემეკუმშა. აღარ ახსოვთ ნატანჯი, ნაწამები ათასობით გადასახლებული ადამიანი, ციმბირში, ბანაკებში, აღარც ის ადამიანები ახსოვთ მატარებელში რომ ხვრეტდნენ და მათი სისხლი რელსებზე წვეთავდა! აღარც ის ახსოვთ, რომ დასახვრეტის ოჯახს სასიკვდილო ტყვიის ფულს ართმევდნენ! აღარ ახსოვთ 9 აპრილს ნიჩბით ჩახოცილები.. აღარ ახსოვთ, არა!! - ვინც საბჭოთა კავშირს ისევ მისტირის, მათ აღარ ახსოვთ.!! მაგრამ მახსოვს მე, და კიდევ ბევრს.. ამიტომაც არ შემიძლია მათი ნოსტალგია! არ შემიძლია არ გავბრაზდე, როცა ქუჩაში ჩემი თაობის ადამიანს ვხედავ და სტალინის გამოსახულებიანი მაისური აცვია, როცა აქებენ მის ძლევამოსილებას, როცა მისტირიან ფასის მქონე მანეთებს, როცა ვხედავ როგორი ნოსტალგიით საუბრობენ "რკინის ფარდაზე" და იმ ხარისხიან ნავაჭრზე. ბოლოს და ბოლოს რატომ იყო ჯინსი აკრძალული?! - იმიტომ, რომ ის დასავლური იდეების სიმბოლო იყო და ჩაბნელებულ, თავისუფლებაწართმეულ ქვეყანას არ მოუხდებოდა!.. 

      ვფიქრობ, სანამ ეს ადამიანები გლობალური პრობლემების განხილვას და გადაწყვეტას შეეცდებიან, ჯობია საკუთარ ცნობიერებას მიხედონ!.

      ამ ყველაფერს განკითხვაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მაწუხებს... 

ნახვა: 926

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თხელიძე, რესტლესი, სსრკ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters