სახლს,
რომლის კარსაც მე შევაღებ,
მინდა ავსებდეს
შენი თვალები.
ჩემს დაკარგულ ღიმილს
ვპოულობდე
შენი ღიმილის კუთხეში...
იგრძნობოდეს
სხვანაირი სითბოს და
ჰაერს მოყოლილი
ზღვის სუნი...
ჩემს თმაში ჩარჩენილი
შენი თითების გემო...
ჩვენი არეული გულისცემით
დარღვეული სიჩუმე
და
ამონასუნთქი
მე შენ მიყვარხარ...
....
ყოველ დღე,
ვენებში სიცივეაწრიალებულს,
სახლში მხვდება
მხოლოდ უჰაერო ოთახები,
მხოლოდ ობმოდებული
სიცარიელე.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია